ავტორი:

"მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ... ასევე მძიმე შემთხვევებმა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე ინდურ და ბრიტანულ შტამებზე?

"მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ... ასევე მძიმე შემთხვევებმა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე ინდურ და ბრიტანულ შტამებზე?

კორონავირუსის "ინდურ შტამზე“ ჯერ არ ვიცით, "ბრიტანული შტამი“ ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები „საკმარისად საიმედოდ იცავს“ კორონავირუსის „ინდური შტამისგანაც“.

"მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც - "ბრიტანულ შტამზე" ეს შემიძლია ვთქვა, ინდურზე ჯერ არა. მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა „ინდური შტამისგან“ ვაქცინები და იცავს თუ არა კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. არის მთელი რიგი კვლევები, რომელიც ამბობს, რომ დიახ, იცავს, როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს და თუნდაც „ბრიტანული შტამის“ დროს, თუმცა წამყვანი ვაქცინები, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს „ინდუმი შტამისგანაც“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სავარაუდო თარიღს, როდესაც კორონავირუსის მეოთხე ტალღას ელოდებიან - "...ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს"

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება