საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მიკროსამყაროს შექმნას ნოსტალგიური ფონიც ჰქონდა..." - ვინ არის მსახიობი და ჟურნალისტი, რომელმაც 70-80-იანი წლების თბილისი მაკეტებზე გააცოცხლა
"ამ მიკროსამყაროს შექმნას ნოსტალგიური ფონიც ჰქონდა..." - ვინ არის მსახიობი და ჟურნალისტი, რომელმაც 70-80-იანი წლების თბილისი მაკეტებზე გააცოცხლა

პა­ა­ტა და­თუ­ნაშ­ვილს ორი პრო­ფე­სია აქვს - მსა­ხი­ო­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი გა­ტა­ცე­ბით მი­იქ­ცია - უნი­კა­ლურ მა­კე­ტებს ქმნის. ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან იზი­დავ­და, სულ სცე­ნა­ზე იყო, მღე­რო­და, კონ­ცერ­ტე­ბი ჰქონ­და - ცენა იყო ად­გი­ლი, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და.

ხატ­ვის ნი­ჭიც ბავ­შვო­ბი­დან დაჰ­ყვა, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე უმე­ტე­სად ანიმ­ცი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად სიმ­ღე­რი­სა და ხატ­ვი­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბო­ბა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­ა­კე­თა. მერე დი­დო­ბა­შიც მო­უ­წია სცე­ნას­თან აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა, კონცრ­ტე­ბის წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა, ამას­თან, წლე­ბია, მუ­სი­კა­ლუ­რი რა­დი­ოს წამ­ყვა­ნია და გახ­მო­ვა­ნე­ბის მსა­ხი­ო­ბი.

"ეს ყე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი რამ არის და კომ­ფორ­ტის ზო­ნაც. მოკ­ლედ, პრო­ფე­სი­აც რა­ღაც თა­ვი­სით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, ტელე-რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი­კის კუ­თხით ვსწავ­ლობ­დი. ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს" წამ­ყვა­ნად "დი­ლის" და "შუ­ა­დღის" გა­მოშ­ვებ­ში. ამ­ჯე­რად აქ­ტი­უ­რად რა­დი­ო­ში ვარ და მსა­ხი­ო­ბი ვარ გახ­მო­ვა­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით" - გვე­უბ­ნე­ბა პა­ა­ტა.

- მაგ­რამ ის, რა­ზეც ახლა უნდა ვი­სა­უბ­როთ, ქარ­თულ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი თქვე­ნი მა­კე­ტე­ბია. მათ­გან 70-80-იანი წლე­ბის თბი­ლი­სის ერთ-ერთი ქუ­ჩის ფრაგ­მენტს გა­მო­ვარ­ჩევ... შთამ­ბეჭ­და­ვი რამ არის...

- "70-80-იანი წლე­ბის თბი­ლი­სი" მა­კეტს მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გამო და­ვარ­ქვი, თო­რემ მო­გეხ­სე­მე­ნათ, შე­ნო­ბე­ბი, რო­მელ­თა ფა­სა­დე­ბიც ჩანს, კი­დევ უფრი დიდი ხნი­საა, სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლია, გერ­მა­ნე­ლი ტყვე­ე­ბის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი. ეს არის ძვე­ლი პლე­ხა­ნო­ვის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი - წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და იქა­უ­რი შე­ნო­ბე­ბის ფა­სა­დე­ბია აღე­ბუ­ლი. რა­ღა­ცე­ბი იმ პე­რი­ო­დის თბი­ლი­სი­დან მეც მახ­სოვს. მის შექ­მნას ცოტა ნოს­ტალ­გი­უ­რი ფო­ნიც ჰქონ­და...

- რა მა­სა­ლის­გან არის ასე ლა­მა­ზად დამ­ზა­დე­ბუ­ლი?

- ძი­რი­თა­დად სპე­ცი­ა­ლუ­რი პლას­ტი­კა­ტი­სა და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის მიქ­სია, ყვე­ლა დე­ტა­ლი სა­თი­თა­ო­დაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ყვე­ლაფ­რი სიბ­რტყე­ში შექ­მნი­ლი კი არა რე­ლი­ე­ფუ­რია... ვი­ყე­ნებ ასე­ვე აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვებს, პას­ტე­ლურ ფე­რებ­ში ვღე­ბავ, სჭირ­დე­ბა ასე­ვე დაგ­რუნტვა. შე­სა­ბა­მი­სი ფე­რე­ბის მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ბოლო ეტა­პი უკვე დაძ­ვე­ლე­ბის ეფექ­ტის მი­ცე­მაა. გარ­და ამი­სა, შე­ნო­ბე­ბის ფა­სა­დებს აქვს ფან­ჯრე­ბი, ესეც არ არის მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი, მას­ში შუ­შე­ბის ჩას­მაც შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლით ხდე­ბა, რო­მე­ლიც მი­ნის ეფექტს იძ­ლე­ვა.

- ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ცოდ­ნის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს...

- ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში მო­ვი­და. ბევრ რა­მეს ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ვა­წყდი... უკვე იმ­ხე­ლა მა­კე­ტებ­ზე მაქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, ეს, რა­ზეც ვსა­უბ­რობთ, ქარ­თუ­ლი დი­ო­რა­მაა, ანუ ქუ­ჩის ეპი­ზო­დე­ბი, ფრაგ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­საც და­ბო­ლო­ე­ბა არ აქვს, იმ დიდ მა­კე­ტებ­თან არა­ფე­რია... მა­კე­ტებ­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მი­მუ­შა­ვია. თა­ვი­დან მუ­ყა­ო­თი ვა­კე­თებ­დი და ამ მიკ­რო­სამ­ყა­როს შექ­მნა თა­ვი­დან­ვე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და.

- ასე­თი სი­ზუს­ტის, სი­მეტ­რი­ის დაც­ვას რო­გორ ახერ­ხებთ? ეს ხომ არ­ქი­ტექ­ტუ­რაა?

- კი და არ­ქი­ტექ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ნა­ი­რი კლა­სი არ მაქვს გავ­ლი­ლი... ხომ ვთქვი, დიდ მა­კე­ტებ­ზე ბევ­რნა­ი­რი ცდა მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ვი­ყე­ნებ წებო-ცე­მენტს, ბოლო დროს თა­ბა­ში­რის­გა­ნაც ვძერ­წავ და ტექ­ნო­ლო­გი­ებს ვი­გო­ნებ. რაც მთავ­რია, ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სუ­ფალ დროს ვა­კე­თებ, რაც ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბის ტოლ­ფა­სია. დას­ვე­ნე­ბა კი, ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა. ეს ისაა, რაც არას­დროს მღლის.

- სა­კუ­თარ ნა­მუშ­ვარს არ ყი­დით?

- არა, ამის­თვის არ გა­მი­კე­თე­ბია არას­დროს, თუმ­ცა ყო­ფი­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, შეკ­ვე­თის სა­ხით, მას მერე, რაც ჩვე­ნი პრო­ექ­ტი "მე-4 რა­ი­ო­ნის ამ­ბე­ბი“ გა­კეთ­და. გა­ყიდ­ვა­ზე არც მი­ფიქ­რია...

- "მე-4 რა­ი­ო­ნის ამ­ბე­ბი" ახ­სე­ნეთ. ესეც ხე­ლით და თქვე­ნით შექ­მნი­ლი სე­რი­ა­ლია, რომ­ლის ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 2 სე­რი­ის ხილ­ვა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 3-წუ­თი­ან სე­რი­ა­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ი­დი­ა­ლე­ბულ სამ­ყა­რო­ში ხვდე­ბა. ასე რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- თუ დი­ო­რა­მა­ში 1:43-ჯერ არის მას­შტა­ბი, "მე-4 რა­ი­ო­ნის ამ­ბებ­ში" მას­შტა­ბი უფრო პა­ტა­რაა - 1:87. ასე­თია იქა­უ­რი რე­ა­ლო­ბა - იქ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 4 მმ ზო­მი­საა. რა­ტომ გაჩ­ნდა ამის შექ­მნის იდეა? - მკი­თხეთ. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მა­კე­ტე­ბის შექ­მნა მიყ­ვარ­და და ვა­კე­თებ­დი ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში-მეთ­ქი, სარ­კი­ნიგ­ზო მა­კე­ტებ­ზეც ვმუ­შა­ობ­დი...

თუმ­ცა ეს ინ­სპი­რა­ცია შარ­შან სრუ­ლი ლო­ქ­და­უ­ნი­სას გაჩ­ნდა, როცა სახ­ლში ვი­ყა­ვით და ბევ­რი დრო გვქონ­და. მოკ­ლედ, ერთ დღე­საც დიდ მა­კეტ­ზე რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ჩემ­მა მე­უ­ღემ, ანა მე­ლი­ქი­ძემ, რო­მე­ლიც ტე­ლე­რე­ჟი­სო­რია (დოქ­ტო­რან­ტი) და სცე­ნა­რებ­საც წერს, მი­თხრა, მოდი, ეს ქა­ლა­ქი, რა­საც ქმნი, გა­ვა­ცო­ცხლო­თო. და­ვე­თან­ხმე, რად­გან ორი­ვეს დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა, რა გა­მო­ვი­დო­და.

მე მა­კეტ­ზე ვმუ­შა­ობ­დი და ანა პა­რა­ლე­ლუ­რად სცე­ნარს წერ­და. სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­და­ვი­ღეთ 8 სე­რია, რა­შიც მე­გობ­რე­ბიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ. ჯერ ინ­ტერ­ნე­ტით მხო­ლოდ 2 სე­რია გვაქვს გა­მო­ტა­ნი­ლი. სე­რი­ა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა...

ეს არის უტო­პი­უ­რი ქა­ლა­ქი, სა­დაც არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი დრო, წელი, რი­ცხვი, ვერ გა­ი­გებ, რა პე­რი­ო­დია. ამ ქა­ლაქ­ში ჩა­ვა­სახ­ლეთ პერ­სო­ნა­ჟე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთ­თან გარ­კვე­უ­ლი კვე­თა და თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. ამ პერ­სო­ნა­ლუ­რი სე­რი­ე­ბის მუ­სი­კა­ზე ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი და­თი­აშ­ვი­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რად მუ­შა­ობს და "მე-4 რა­ი­ონს" ესეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას სძენს... ანას მიერ და­წე­რი­ლი სცე­ნა­რით, პერ­სო­ნა­ჟებს მე ვახ­მო­ვა­ნებ, ყვე­ლაფ­რი ჩვე­ნი­ვე რე­სურ­სე­ბით შევ­ძე­ლით და რო­გორც გი­თხა­რით, მე­გობ­რე­ბი (გა­ნა­თე­ბა, მონ­ტა­ჟი) დაგ­ვეხ­მარ­ნენ.

ყვე­ლა­ფე­რი კი სა­კუ­თა­რი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე შე­იქ­მნა. ასე­თი მას­შტა­ბის ნა­მუ­შე­ვარ­ში მსგავ­სი ლი­ტე­რა­ტუ­რულ თემა ჯერ არ­სად გა­კე­თე­ბუ­ლა. მა­ყუ­რე­ბელ­მაც კარ­გად მი­ი­ღო, ანუ ისე, რო­გორც გვინ­დო­და.

- რო­გორც ვხდე­ბი, გინ­დო­დათ, რამ­დე­ნი­მე წუ­თით მა­ყუ­რე­ბელს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა და­ე­ვი­წყე­ბი­ნა და თქვენს ქა­ლაქ­ში გად­მო­სუ­ლი­ყო...

- კი, ასეა - ჰქო­ნო­დათ რამ­დე­ნი­მე წამი, სა­დაც რე­ა­ლო­ბას მო­წყდე­ბოდ­ნენ და უტო­პი­ურ ქა­ლაქ­ში იმოგ­ზა­უ­რებ­დნენ. ქა­ლაქ­ში, სა­დაც მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლია, სი­კე­თეა და სა­დაც არ არი­ან ან­ტიგ­მი­რე­ბი. ეს კი პან­დე­მი­ა­ში მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ხალ­ხმა მიღო ისე, რო­გორც ჩა­ვი­ფიქ­რეთ და ითხოვ­დნენ მომ­დევ­ნო სე­რი­ებს... რაც შე­ე­ხე­ბა 4-იანს, ამა­ზე თქვნც მკი­თხეთ და სხვე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან - ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი რი­ცხვია.

მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტი ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის არ შექ­მნი­ლა, თუმ­ცა თუ იქ­ნე­ბა, რა პრობ­ლე­მაა? მაგ­რამ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბაა, რომ თბი­ლის­ში ასე­თი მა­კე­ტე­ბის მუ­ზე­უ­მი, ან შო­უ­რუ­მი გა­იხ­სნას, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა დიდი მა­კე­ტე­ბი, დი­ო­რა­მე­ბი, სხვა­დას­ხვა მო­დე­ლე­ბი, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი მათ სა­ნა­ხა­ვად ივ­ლი­ან, და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ კულ­ტუ­რის დარ­გის ამ ნა­წილს.

ეს ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სფე­როა. იქ მსგავ­სი პრო­დუქ­ტის პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი ხალ­ხით მუდ­მი­ვად სავ­სეა. მოკ­ლედ, სა­ბო­ლო­ოდ, ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი, გავ­ხსნათ შო­უ­რუ­მი. ასე­თი იდეა სხვა­თა შო­რის, „მე-4 რა­ი­ო­ნის“ ნახ­ვის შემ­დეგ აქაც ბევ­რს გა­უჩ­ნდა და ემიგ­რან­ტებ­მაც გვი­თხრეს. თუკი ვინ­მე ამ კუ­თხით დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ ეს საქ­მე წინ წა­ვი­დეს და დარ­გიც უკეთ გან­ვი­თარ­დეს, ამას რა სჯო­ბია?!.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zara
13

ძალიან მომეწონა,რა ნიჭიერი ბიჭია,წარმატებები.

დ გ
14

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ამ მიკროსამყაროს შექმნას ნოსტალგიური ფონიც ჰქონდა..." - ვინ არის მსახიობი და ჟურნალისტი, რომელმაც 70-80-იანი წლების თბილისი მაკეტებზე გააცოცხლა

"ამ მიკროსამყაროს შექმნას ნოსტალგიური ფონიც ჰქონდა..." - ვინ არის მსახიობი და ჟურნალისტი, რომელმაც 70-80-იანი წლების თბილისი მაკეტებზე გააცოცხლა

პაატა დათუნაშვილს ორი პროფესია აქვს - მსახიობი და ჟურნალისტია, მაგრამ ამჯერად ჩვენი ყურადღება თავისი საოცარი გატაცებით მიიქცია - უნიკალურ მაკეტებს ქმნის. ამბობს, რომ ხელოვნება ბავშვობიდან იზიდავდა, სულ სცენაზე იყო, მღეროდა, კონცერტები ჰქონდა - ცენა იყო ადგილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა.

ხატვის ნიჭიც ბავშვობიდან დაჰყვა, მაგრამ თავიდანვე უმეტესად ანიმციური მიმართულებით მუშაობდა. მიუხედავად სიმღერისა და ხატვისა, პროფესიული არჩევანი მსახიობობასა და ჟურნალისტიკაზე გააკეთა. მერე დიდობაშიც მოუწია სცენასთან აქტიური შეხება, კონცრტების წამყვანის ამპლუაში ყოფნა, ამასთან, წლებია, მუსიკალური რადიოს წამყვანია და გახმოვანების მსახიობი.

"ეს ყელაფერი ჩემთვის მაცოცხლებელი რამ არის და კომფორტის ზონაც. მოკლედ, პროფესიაც რაღაც თავისით ჩამოყალიბდა, რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ტელე-რადიოჟურნალისტიკის კუთხით ვსწავლობდი. ვმუშაობდი ტელევიზიაში "საინფორმაციოს" წამყვანად "დილის" და "შუადღის" გამოშვებში. ამჯერად აქტიურად რადიოში ვარ და მსახიობი ვარ გახმოვანების მიმართულებით" - გვეუბნება პაატა.

- მაგრამ ის, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, ქართულ მოტივებზე შექმნილი თქვენი მაკეტებია. მათგან 70-80-იანი წლების თბილისის ერთ-ერთი ქუჩის ფრაგმენტს გამოვარჩევ... შთამბეჭდავი რამ არის...

- "70-80-იანი წლების თბილისი" მაკეტს მასში წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებების გამო დავარქვი, თორემ მოგეხსემენათ, შენობები, რომელთა ფასადებიც ჩანს, კიდევ უფრი დიდი ხნისაა, საუკუნის წინანდელია, გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული. ეს არის ძველი პლეხანოვის მიმდებარე ქუჩები - წინამძღვრიშვილი, ჯავახიშვილი და იქაური შენობების ფასადებია აღებული. რაღაცები იმ პერიოდის თბილისიდან მეც მახსოვს. მის შექმნას ცოტა ნოსტალგიური ფონიც ჰქონდა...

- რა მასალისგან არის ასე ლამაზად დამზადებული?

- ძირითადად სპეციალური პლასტიკატისა და სამშენებლო მასალის მიქსია, ყველა დეტალი სათითაოდაა დამუშავებული. ყველაფრი სიბრტყეში შექმნილი კი არა რელიეფურია... ვიყენებ ასევე აკრილის საღებავებს, პასტელურ ფერებში ვღებავ, სჭირდება ასევე დაგრუნტვა. შესაბამისი ფერების მოყვანის შემდეგ, ბოლო ეტაპი უკვე დაძველების ეფექტის მიცემაა. გარდა ამისა, შენობების ფასადებს აქვს ფანჯრები, ესეც არ არის მარტივი ამბავი, მასში შუშების ჩასმაც შესაბამისი მასალით ხდება, რომელიც მინის ეფექტს იძლევა.

- ეს არის სერიოზული ტექნოლოგია, რომელიც ცოდნის გარეშე არ არსებობს...

- ჩემს შემთხვევაში, ცოდნა პრაქტიკაში მოვიდა. ბევრ რამეს ინტერნეტში გადავაწყდი... უკვე იმხელა მაკეტებზე მაქვს ნამუშევარი, ეს, რაზეც ვსაუბრობთ, ქართული დიორამაა, ანუ ქუჩის ეპიზოდები, ფრაგმენტები, რომელსაც დაბოლოება არ აქვს, იმ დიდ მაკეტებთან არაფერია... მაკეტებზე სხვადასხვანაირად მიმუშავია. თავიდან მუყაოთი ვაკეთებდი და ამ მიკროსამყაროს შექმნა თავიდანვე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

- ასეთი სიზუსტის, სიმეტრიის დაცვას როგორ ახერხებთ? ეს ხომ არქიტექტურაა?

- კი და არქიტექტურის მიმართულებით არანაირი კლასი არ მაქვს გავლილი... ხომ ვთქვი, დიდ მაკეტებზე ბევრნაირი ცდა მაქვს ჩატარებული. ვიყენებ წებო-ცემენტს, ბოლო დროს თაბაშირისგანაც ვძერწავ და ტექნოლოგიებს ვიგონებ. რაც მთავრია, ამ ყველაფერს თავისუფალ დროს ვაკეთებ, რაც ჩემთვის დასვენების ტოლფასია. დასვენება კი, ძალიან მჭირდება. ეს ისაა, რაც არასდროს მღლის.

- საკუთარ ნამუშვარს არ ყიდით?

- არა, ამისთვის არ გამიკეთებია არასდროს, თუმცა ყოფილა შემოთავაზება, შეკვეთის სახით, მას მერე, რაც ჩვენი პროექტი "მე-4 რაიონის ამბები“ გაკეთდა. გაყიდვაზე არც მიფიქრია...

- "მე-4 რაიონის ამბები" ახსენეთ. ესეც ხელით და თქვენით შექმნილი სერიალია, რომლის ჯერჯერობით მხოლოდ 2 სერიის ხილვა ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი. 3-წუთიან სერიაში მაყურებელი გაიდიალებულ სამყაროში ხვდება. ასე რატომ გადაწყვიტეთ?

- თუ დიორამაში 1:43-ჯერ არის მასშტაბი, "მე-4 რაიონის ამბებში" მასშტაბი უფრო პატარაა - 1:87. ასეთია იქაური რეალობა - იქ ადამიანები დაახლოებით, 4 მმ ზომისაა. რატომ გაჩნდა ამის შექმნის იდეა? - მკითხეთ. როგორც აღვნიშნე, მაკეტების შექმნა მიყვარდა და ვაკეთებდი ბევრი წლის განმავლობაში-მეთქი, სარკინიგზო მაკეტებზეც ვმუშაობდი...

თუმცა ეს ინსპირაცია შარშან სრული ლოქდაუნისას გაჩნდა, როცა სახლში ვიყავით და ბევრი დრო გვქონდა. მოკლედ, ერთ დღესაც დიდ მაკეტზე რომ დავიწყე მუშაობა, ჩემმა მეუღემ, ანა მელიქიძემ, რომელიც ტელერეჟისორია (დოქტორანტი) და სცენარებსაც წერს, მითხრა, მოდი, ეს ქალაქი, რასაც ქმნი, გავაცოცხლოთო. დავეთანხმე, რადგან ორივეს დაგვაინტერესა, რა გამოვიდოდა.

მე მაკეტზე ვმუშაობდი და ანა პარალელურად სცენარს წერდა. საბოლოოდ საკუთარი ძალებით, სახლის პირობებში გადავიღეთ 8 სერია, რაშიც მეგობრებიც დაგვეხმარნენ. ჯერ ინტერნეტით მხოლოდ 2 სერია გვაქვს გამოტანილი. სერიალი აუცილებლად გაგრძელდება...

ეს არის უტოპიური ქალაქი, სადაც არ არის მითითებული დრო, წელი, რიცხვი, ვერ გაიგებ, რა პერიოდია. ამ ქალაქში ჩავასახლეთ პერსონაჟები. თითოეული თავისთავად საინტერესოა, რომლებსაც ერთმანეთთან გარკვეული კვეთა და თავისი ისტორია აქვს. ამ პერსონალური სერიების მუსიკაზე ჩემი უახლოესი მეგობარი, მომღერალი გიორგი დათიაშვილი ექსკლუზიურად მუშაობს და "მე-4 რაიონს" ესეც განსაკუთრებულობას სძენს... ანას მიერ დაწერილი სცენარით, პერსონაჟებს მე ვახმოვანებ, ყველაფრი ჩვენივე რესურსებით შევძელით და როგორც გითხარით, მეგობრები (განათება, მონტაჟი) დაგვეხმარნენ.

ყველაფერი კი საკუთარი სახლის მეორე სართულზე შეიქმნა. ასეთი მასშტაბის ნამუშევარში მსგავსი ლიტერატურულ თემა ჯერ არსად გაკეთებულა. მაყურებელმაც კარგად მიიღო, ანუ ისე, როგორც გვინდოდა.

- როგორც ვხდები, გინდოდათ, რამდენიმე წუთით მაყურებელს არსებული რეალობა დაევიწყებინა და თქვენს ქალაქში გადმოსულიყო...

- კი, ასეა - ჰქონოდათ რამდენიმე წამი, სადაც რეალობას მოწყდებოდნენ და უტოპიურ ქალაქში იმოგზაურებდნენ. ქალაქში, სადაც მხოლოდ სიყვარულია, სიკეთეა და სადაც არ არიან ანტიგმირები. ეს კი პანდემიაში მათთვის აუცილებელი იყო. ხალხმა მიღო ისე, როგორც ჩავიფიქრეთ და ითხოვდნენ მომდევნო სერიებს... რაც შეეხება 4-იანს, ამაზე თქვნც მკითხეთ და სხვებიც ინტერესდებიან - ეს ჩემი საყვარელი რიცხვია.

მაგრამ ეს პროექტი ფინანსური დაინტერესებისთვის არ შექმნილა, თუმცა თუ იქნება, რა პრობლემაა? მაგრამ ჩვენი მთავარი ოცნებაა, რომ თბილისში ასეთი მაკეტების მუზეუმი, ან შოურუმი გაიხსნას, სადაც წარმოდგენილი იქნება დიდი მაკეტები, დიორამები, სხვადასხვა მოდელები, იქ ადამიანები მათ სანახავად ივლიან, დაათვალიერებენ კულტურის დარგის ამ ნაწილს.

ეს ევროპაში ძალიან განვითარებული სფეროა. იქ მსგავსი პროდუქტის პავილიონები ხალხით მუდმივად სავსეა. მოკლედ, საბოლოოდ, ეს არის ჩვენი მიზანი, გავხსნათ შოურუმი. ასეთი იდეა სხვათა შორის, „მე-4 რაიონის“ ნახვის შემდეგ აქაც ბევრს გაუჩნდა და ემიგრანტებმაც გვითხრეს. თუკი ვინმე ამ კუთხით დაგვეხმარება, რომ ეს საქმე წინ წავიდეს და დარგიც უკეთ განვითარდეს, ამას რა სჯობია?!.

"შესაძლოა დიტოს გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდებოდეს" - ვარშავაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

რკინის ჯებირების აღების შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"დღეს განსაკუთრებული დღეა!" - თბილისში ახალგაზრდა ქალმა 4 ტყუპი გააჩინა