პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?
მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: დი­მიტ­რი ფი­ლია და სა­ნა­ტო­რი­უ­მი, სა­დაც თავ­დას­ხმა მოხ­და

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, რუს ტუ­რის­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, რუ­სე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე დაჭ­რეს. სრო­ლის დროს ას­ხლე­ტი­ლი ტყვი­ით და­იჭ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი დი­მიტ­რი ფი­ლი­აც. პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, სწო­რედ მან გახ­სნა ცე­ცხლი რუ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

და­პი­რის­პი­რე­ბა ბიჭ­ვინ­თა­ში მდე­ბა­რე სა­ნა­ტო­რი­უმ "Самшитовая роща-ს" რეს­ტო­რან­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ 43 წლის გუ­და­უ­თელ ფი­ლი­ას რუ­სე­ბის მი­მართ არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და.

ერთ-ერთ დაჭ­რილს 3 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, მე­ო­რეს კი - 6. დაჭ­რი­ლი ტუ­რის­ტე­ბი ჯერ გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დეგ კი - სოჭ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ფი­ლია უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში ად­რეც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­ჩნე­უ­ლი, ატა­რებ­და ია­რაღს, მათ შო­რის ცივ­სა და ცე­ცხლსას­როლს. ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვის გამო, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი. თვითმხილ­ველ­თა თქმით, ფი­ლია კა­ფე­ში ნას­ვა­მი შე­ვი­და და ხუთ რუს ტუ­რის­ტთან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა სცა­და, მათ შო­რის ქა­ლე­ბიც იყ­ვნენ და სწო­რედ მათი გაც­ნო­ბა მო­ი­სურ­ვა. ტუ­რის­ტებ­მა მა­მა­კაცს სთხო­ვეს, მათ­გან თავი შორს და­ე­ჭი­რა, რა დრო­საც და­წყე­ბუ­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ფი­ლი­ამ ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც რუ­სე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე - ფი­ლო­ი­ა­ნი და სა­ლიმ­გა­რი­ე­ვი და­იჭრ­ნენ... არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ლო­ი­ა­ნი, რო­მელ­საც 6 ტყვია მოხ­ვდა, გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა:

პირ­ვე­ლი - ფი­ლია ნას­ვა­მი იყო და რუსი ქა­ლე­ბის გაც­ნო­ბა უხე­ში ფორ­მით სცა­და, რა­ზეც მათ­მა თან­მხლებ­მა მა­მა­კა­ცებ­მა პა­სუ­ხი გას­ცეს;

მე­ო­რე - რუს გო­გო­ნებს თა­ვი­სუფ­ლად ეც­ვათ, რის გა­მოც ფი­ლი­ამ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, უთხრა, რომ ისი­ნი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ნა­პი­რო­ზე, რა­ზეც მათ უპა­სუ­ხეს, - თუ ტუ­რის­ტე­ბის ჩა­მოს­ვლა გინ­დათ, მენ­ტა­ლი­ტე­ტი შე­იც­ვა­ლე­თო... და ამას მოჰ­ყვა ჩხუ­ბი.

მე­სა­მე - პან­სი­ო­ნის დი­რექ­ტო­რის თქმით, რუსი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ იქ­ცნენ, მა­ნამ­დეც იქ­ცევ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას, რად­გან ზედ­მე­ტად ხმა­უ­რობ­დნენ და სხვა დამ­სვე­ნებ­ლებს ამით პრობ­ლე­მებს უქ­მნიდ­ნენ. ფი­ლი­ას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია.

აფხა­ზე­თის ე.წ ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის თე­ი­მუ­რაზ ხიშ­ბას გან­ცხა­დე­ბით, დი­მიტ­რი ფი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლია.

"ის მსუ­ბუ­ქად არის დაჭ­რი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა, რად­გან აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ცდი­ლობ­დნენ, ტუ­რის­ტებს თავი ისე კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ აგ­რძნო­ბი­ნონ, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში... ტუ­რის­ტებს კომ­პენ­სა­ცი­ას გა­და­ვუხ­დით, ფი­ლია კი მკაცრ სას­ჯელს მი­ი­ღებს," - აცხა­დებს Апсадгьыл-инфо-სთან სა­უ­ბარ­ში ხიბ­შა.

მი­სი­ვე თქმით, რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტულ სექ­ტორს. ხიშ­ბას გან­ცხა­დე­ბამ, რომ ფი­ლია შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბა, აფხა­ზე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თის თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ერთი მათ­გა­ნი მა­ინც და­ის­ჯე­ბა სა­მა­გა­ლი­თოდ, რათა სხვებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

"ათი წე­ლია დი­მიტ­რი ფი­ლი­ას ვიც­ნობ, არ მახ­სენ­დე­ბა არც ერთი შემ­თხვე­ვა, სად­მე უხე­შად მოქ­ცე­უ­ლი­ყოს და მით უფრო, ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ეშ­ლე­ბა. ის ნამ­დვი­ლი აფხა­ზია. მეს­მის, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი მზად ხართ ყვე­ლა­ფე­რი დათ­მოთ, ოღონდ რუსი ტუ­რის­ტე­ბი გყავ­დეთ და ფული შე­მო­გი­ვი­დეთ, მაგ­რამ ჩვენს მი­წა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მივ­ცეთ. გრცხვე­ნო­დეთ!.. ფი­ლი­ამ თქვე­ნი საქ­მეც გა­ა­კე­თა, მათ და­ა­ნა­ხა, რომ ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბაა!" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სელ­მა კო­ღო­ნია.

"იმე­დია, ეს ბოლო შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა, თო­რემ მე­ტის­მე­ტია უკვე - ძა­ლი­ან და­ე­ცა ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცია, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია აფხა­ზე­თის­თვის..." - წერს მა­რი­ნა კვა­რა­ცხე­ლია.

"ჩემი ორი მე­გო­ბა­რი ცე­მით სიკ­ვდი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეს პოდ­მოს­კო­ვი­ე­ში, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ი­დან, ად­გი­ლობ­რი­ვებს ვა­ლით არ მის­ცეს ძეხ­ვი და არა­ყი... "სპი­ცე­ბით" მო­ვიდ­ნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. უჩივ­ლეს, მაგ­რამ მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ოჯა­ხებ­მა ფული გა­და­უ­ხა­დეს სა­სა­მარ­თლოს და ისი­ნი არც კი და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ჩემი მე­გობ­რე­ბი კი, დღემ­დე მკურ­ნა­ლო­ბენ, მა­ღა­ზია და­კე­ტეს, ვა­ლებ­ში გა­და­ვარ­დნენ... რამ­დე­ნი ასე­თი შემ­თხვე­ვა ვიცი, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი", - წერს მზია გარ­გუ­ლია.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ლი­დერ­მა ას­ლან ბჟა­ნი­ამ ბიჭ­ვინ­თა­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

ბჟა­ნი­ას ე,წ, პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრ ან­ქვა­ბი, "პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი“ ალ­ხას კვი­ცი­ნია, "უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი“ სერ­გეი შამ­ბა, „გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი“ ად­გურ აგრბა, „ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი“ დი­მიტ­რი დბა­რი და სხვა პი­რე­ბი.

”ქვეყ­ნის მე­თა­ურ­მა სტუმ­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ჩვე­ნი რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი უწო­და”, - აცხა­დე­ბენ ე.წ. პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ბჟა­ნი­ამ "სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს“ და­ა­ვა­ლა, მი­ი­ღონ ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მე­ბი იმის­თვის, რომ დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით აგოს. მან ასე­ვე გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ გა­აძ­ლი­ე­რონ ზო­მე­ბი ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
25

თუ ასე განიცდით, შედით მერე დაამყარეთ წესრიგი. ჩვენი ბიჭები ხომ დაიღუპნენ ავღანეთში სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, ხოდა იმ ქვეყანამაც გაიღოს ჩვენთვის მსხვერლი, მარტო რომ ლაქლაქობს

ლანა
9

რაც უნდა ის უქნიათ,რაში გვაინტერესებს?თუ არ იციან სად ჩადიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?
  • ფოტოკოლაჟზე: დიმიტრი ფილია და სანატორიუმი, სადაც თავდასხმა მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუს ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის მორიგი დაპირისპირებისას, რუსეთის 2 მოქალაქე დაჭრეს. სროლის დროს ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ადგილობრივი დიმიტრი ფილიაც. პოლიციის ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, სწორედ მან გახსნა ცეცხლი რუსების მიმართულებით.

დაპირისპირება ბიჭვინთაში მდებარე სანატორიუმ "Самшитовая роща-ს" რესტორანში მოხდა. ადგილობრივები წერენ, რომ 43 წლის გუდაუთელ ფილიას რუსების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება ყოველთვის გამოარჩევდა.

ერთ-ერთ დაჭრილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორეს კი - 6. დაჭრილი ტურისტები ჯერ გაგრის საავადმყოფოში, შემდეგ კი - სოჭში გადაიყვანეს.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ფილია უკანონო ქმედებებში ადრეც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული, ატარებდა იარაღს, მათ შორის ცივსა და ცეცხლსასროლს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის გამო, პირობითი სასჯელიც ჰქონდა დაკისრებული. თვითმხილველთა თქმით, ფილია კაფეში ნასვამი შევიდა და ხუთ რუს ტურისტთან გამოლაპარაკება სცადა, მათ შორის ქალებიც იყვნენ და სწორედ მათი გაცნობა მოისურვა. ტურისტებმა მამაკაცს სთხოვეს, მათგან თავი შორს დაეჭირა, რა დროსაც დაწყებული შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფილიამ ცეცხლი გახსნა, რა დროსაც რუსეთის ორი მოქალაქე - ფილოიანი და სალიმგარიევი დაიჭრნენ... არაოფიციალური ინფორმაციით, ფილოიანი, რომელსაც 6 ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება:

პირველი - ფილია ნასვამი იყო და რუსი ქალების გაცნობა უხეში ფორმით სცადა, რაზეც მათმა თანმხლებმა მამაკაცებმა პასუხი გასცეს;

მეორე - რუს გოგონებს თავისუფლად ეცვათ, რის გამოც ფილიამ შენიშვნა მისცა, უთხრა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ სანაპიროზე, რაზეც მათ უპასუხეს, - თუ ტურისტების ჩამოსვლა გინდათ, მენტალიტეტი შეიცვალეთო... და ამას მოჰყვა ჩხუბი.

მესამე - პანსიონის დირექტორის თქმით, რუსი ტურისტები, რომლებიც თავდასხმის სამიზნედ იქცნენ, მანამდეც იქცევდნენ საზოგადოების ყურადღებას, რადგან ზედმეტად ხმაურობდნენ და სხვა დამსვენებლებს ამით პრობლემებს უქმნიდნენ. ფილიას გაღიზიანება შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია.

აფხაზეთის ე.წ ტურიზმის მინისტრის თეიმურაზ ხიშბას განცხადებით, დიმიტრი ფილია დაკავებულია.

"ის მსუბუქად არის დაჭრილი და აუცილებლად დაისჯება, რადგან აფხაზეთში ყველანაირად უნდა ცდილობდნენ, ტურისტებს თავი ისე კომფორტულად და უსაფრთხოდ აგრძნობინონ, როგორც საკუთარ სახლში... ტურისტებს კომპენსაციას გადავუხდით, ფილია კი მკაცრ სასჯელს მიიღებს," - აცხადებს Апсадгьыл-инфо-სთან საუბარში ხიბშა.

მისივე თქმით, რუსი ტურისტების მიმართ დამოკიდებულება მძიმე მდგომარეობაში აყენებს აფხაზეთში ტურისტულ სექტორს. ხიშბას განცხადებამ, რომ ფილია შესაბამისად დაისჯება, აფხაზების გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, ზოგიერთის თქმით, კარგი იქნება, თუ ერთი მათგანი მაინც დაისჯება სამაგალითოდ, რათა სხვებმა გაითვალისწინონ.

"ათი წელია დიმიტრი ფილიას ვიცნობ, არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, სადმე უხეშად მოქცეულიყოს და მით უფრო, ქალთან ურთიერთობა არასდროს ეშლება. ის ნამდვილი აფხაზია. მესმის, რომ ზოგიერთები მზად ხართ ყველაფერი დათმოთ, ოღონდ რუსი ტურისტები გყავდეთ და ფული შემოგივიდეთ, მაგრამ ჩვენს მიწაზე არ შეიძლება ვიღაცას ყველაფრის უფლება მივცეთ. გრცხვენოდეთ!.. ფილიამ თქვენი საქმეც გააკეთა, მათ დაანახა, რომ ჩვენთვის მთავარი ღირსებაა!" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი სელმა კოღონია.

"იმედია, ეს ბოლო შემთხვევა იქნება, თორემ მეტისმეტია უკვე - ძალიან დაეცა ჩვენი რეპუტაცია, რაც ძალიან ცუდია აფხაზეთისთვის..." - წერს მარინა კვარაცხელია.

"ჩემი ორი მეგობარი ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს პოდმოსკოვიეში, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურსათის მაღაზიიდან, ადგილობრივებს ვალით არ მისცეს ძეხვი და არაყი... "სპიცებით" მოვიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უჩივლეს, მაგრამ მოძალადეების ოჯახებმა ფული გადაუხადეს სასამართლოს და ისინი არც კი დაუკავებიათ. ჩემი მეგობრები კი, დღემდე მკურნალობენ, მაღაზია დაკეტეს, ვალებში გადავარდნენ... რამდენი ასეთი შემთხვევა ვიცი, ყველას ვერ ჩამოვთვლი", - წერს მზია გარგულია.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთაში რუსი ტურისტების დაჭრასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გამართა.

ბჟანიას ე,წ, პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი“ ალხას კვიცინია, "უშიშროების საბჭოს მდივანი“ სერგეი შამბა, „გენერალური პროკურორი“ ადგურ აგრბა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი დბარი და სხვა პირები.

”ქვეყნის მეთაურმა სტუმრების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა”, - აცხადებენ ე.წ. პრესსამსახურში.

ბჟანიამ "სამართალდამცავ ორგანოებს“ დაავალა, მიიღონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ გააძლიერონ ზომები ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

სარკინიგზო ავარია გაგრაში - "მოსკოვი-სოხუმის" რეისის მატარებელი ეკსკავატორს შეეჯახა

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი