მას შემდეგ, რაც მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს დაშორდა, ცხოვრებას შვილებზე ზრუნვას უთმობს. დაშორებიდან მალევე ბრედმა ახალგაზრდა მეგობარი გოგონა გაიჩინა, თუმცა ურთიერთობამ დიდხანს არ გასტანა. რაც შეეხება ენჯის, ის მარტო ცხოვრებას ამჯობინებს.
თუმცა როგორც დასავლური მედია ბოლო დღეებია წერს, მსახიობს შესაძლოა, ურთიერთობა ჰქონდეს ყოფილ ქმართან, ჯონი ლი მილერთან.
46 წლის ანჯელინა ყოფილ მეუღლეს, ჯონი ლი მილერს ბრუკლინის ბინაში ესტუმრა. მათ საღამო ერთად გაატარეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის შერიგების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ ჯოლიც კვლავ ყოფილი მამაკაცის გვერდით ვიხილოთ.
ანჯელინას და ჯონის ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს. ერთმანეთი 1995 წელს, ფილმ "ჰაკერების" გადაღების შემდეგ შეუყვარდათ და 1996 წლის მარტში დაქორწინდნენ. განაგრძეთ კითხვა.