საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ პანდემიამ და ტაიფუნებმა ქვეყანაში საკვების პრობლემა წარმოშვა - რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში?
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ პანდემიამ და ტაიფუნებმა ქვეყანაში საკვების პრობლემა წარმოშვა - რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში?

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა წელს გა­უმ­ჯო­ბეს­და, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ი­სა და ტა­ი­ფუ­ნე­ბის გამო ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.“

Reuters-ი ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ კიმ ჩენ ინმა მმარ­თვე­ლი "მუ­შა­თა პარ­ტი­ის“ ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე იმ­სჯე­ლა. მისი თქმით, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და მთლი­ა­ნი სამ­რეწ­ვე­ლო წარ­მო­ე­ბა წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 25 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ხაზი გა­უს­ვა, რომ ტა­ი­ფუ­ნი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გამო ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხის საკ­ვე­ბით მო­მა­რა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რო­ე­ბა თან­და­თან იძა­ბე­ბა.

"ხალ­ხის კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იძა­ბე­ბა, რად­გან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­მა ვერ შე­ას­რუ­ლა მარ­ცვლე­უ­ლის წარ­მო­ე­ბის გეგ­მა შარ­შან ტა­ი­ფუ­ნის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის გამო“, - აღ­ნიშ­ნა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო KCNA-ის ცნო­ბით, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ პი­რო­ბა დადო, რომ წელს მთელს ძა­ლის­ხმე­ვას მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე და კო­ვიდ -19-ის პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის გზებ­ზე მი­მარ­თავს.

ცნო­ბი­სათ­ვის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა, მათ შო­რის ჩა­კე­ტა სა­ზღვრე­ბი და აკ­რძა­ლა შიდა მოგ­ზა­უ­რო­ბა. "კო­ვაქსში“ აცხა­დე­ბენ, რომ მზად არი­ან, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის 2 მი­ლი­ო­ნი დოზა მი­ა­წო­დონ, თუმ­ცა მი­წო­დე­ბა გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ფონ­ზე ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!
3

ერთი ამ კომუნისტის გამკვირვებია. იმხელა სსრკ დაანგრიეს ბობოლა კომუნისტებმა და იქცნენ მილიარდერ კაპიტალისტებად, დაუტოვეს უზარმაზარი ქონება შთამომავლობას ისე, რომ ხელი არ გაუნძრევიათ, თან იმ ხალხის საშუალებით, ვინც შექმნა ეს ქონება. (ყველაფერი ხომ საერთო სახალხო საკუთრება იყო). ახლა მათი შვილები მთელს მსოფლიოში გრიალებენ. ამას რა ძალა ადგას, რას აწვება ამ კომუნისტობას, იქცეს კაპიტალისტად და აკვრევინოს ტაში ჩვენსავით თავის ხალხს. რა სტალინობას აწვება, შევარდნაძეობა არ ურჩევნია? ერთი შვილებს ჰკითხოს რააა :))))

დ გ
7

ეგრეა აფხაზეთში და სამაჩაბლოშიც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ პანდემიამ და ტაიფუნებმა ქვეყანაში საკვების პრობლემა წარმოშვა - რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში?

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ პანდემიამ და ტაიფუნებმა ქვეყანაში საკვების პრობლემა წარმოშვა - რა ხდება ჩრდილოეთ კორეაში?

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა წელს გაუმჯობესდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიისა და ტაიფუნების გამო ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით "დაძაბული მდგომარეობაა.“

Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინმა მმართველი "მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა. მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში საერთო ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და მთლიანი სამრეწველო წარმოება წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ტაიფუნისა და კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის გამო ქვეყანაში ხალხის საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული მდგომაროება თანდათან იძაბება.

"ხალხის კვებასთან დაკავშირებული მდგომარეობა იძაბება, რადგან სოფლის მეურნეობის სექტორმა ვერ შეასრულა მარცვლეულის წარმოების გეგმა შარშან ტაიფუნისგან მიყენებული ზარალის გამო“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სააგენტო KCNA-ის ცნობით, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ წელს მთელს ძალისხმევას მეურნეობაზე და კოვიდ -19-ის პანდემიის დაძლევის გზებზე მიმართავს.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის ჩაკეტა საზღვრები და აკრძალა შიდა მოგზაურობა. "კოვაქსში“ აცხადებენ, რომ მზად არიან, ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 მილიონი დოზა მიაწოდონ, თუმცა მიწოდება გაჭიანურებული კონსულტაციების ფონზე ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კიმ ჩენ ინის წონაში კლების გამო, ჩრდილოეთ კორეელები "დამწუხრებულნი" არიან - "როცა დავინახეთ, ყველამ ტირილი დავიწყეთ"

ორი თამაში, 14 გოლი და "მოკლული გიგანტი“ - ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო დღე?

BBC - კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება მის ეფექტურობას ზრდის