სოფელ მუხრანში მამაკაცი მოკლეს სოფელ მუხრანში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი დაპირისპირებისას დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მოკლულის შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას და 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შემთხვევა მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სრულ საგიჟეთში ვცხოვრობთ
ეს ყველაფერი არის შაქართველოზე ვაგლახად შემოჩენილი დასავლეთელი იმპერიალისტ-კურატორების ბრალი საერთაშორისო სავალიუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ., რომლებმაც თავიანთი მითითება - რეკომენდაციებით საქართველოს ეკონომიკა გაანადგურეს!!! ჩაგვძირეს საგარეო ვალებში, რომელმაც 22 მილიარდ დოლარს მიაღწია! არა სამუშაო, არა ხელფასი, არავითარი პერსპექტივა სამუშაოს მოძიების, შესაბამისად უიმედობა, დაძაბულობა ოჯახებში. დემოკრატიის დანერგვის გაუთავებელმა წარმოქმნა დაძაბულობა საზოგადოებაში! გაიხლიჩა საზოგადოება პარტიული ნიშნით, სხვადასხვა ურთიერთდაპირისპირებული კლანების, როლებიც საკუთარ თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ, ინტერესების მიხედვით. პერმანენტული სიბინძურის და შუღლის ფრქვევა ტელკეეკრანებიდან და ვირტუალური სივრციდან! არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ამ უმსგავს ყოფას საქართველოს მოსახლეობა??????????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!