ავტორი:

"ამბობენ, ქმარს ცემაში შემოაკვდაო... 3 შვილი ჰყავთ" - საქართველოში ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა

"ამბობენ, ქმარს ცემაში შემოაკვდაო... 3 შვილი ჰყავთ" - საქართველოში ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი კიდევ ერთი ქალი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით. ქმარმა ცოლი სასტიკად სცემა, რა დროსაც ქალმა გონება დაკარგა. ის მიყენებული დაზიანებების გამო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მოძალადე ქმარი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის ახლობლების თქმით, ჩხუბს არავინ შესწრებია.

"ამ ბიჭს ფსიქიკურ პრობლემები არ აქვს. მანამდე მათი კონფლიქტის თაობაზე არაფერი გაგვიგია", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში.

კიდევ ერთი თანსოფლელის თქმით, გარდაცვლილი ქალი 40 წლის იყო.

"დეტალები არ ვიცი, ზოგი ამბობს რაღაც ნივთი დაარტყაო, ზოგის თქმით კი, ცემაში შემოაკვდა, ზუსტად არავინ არაფერი იცის. დაიჭირეს ეს ბიჭი და წაიყვანეს. გოგო 40 წლის იყო, უკვე დაკრძალეს. 3 შვილი ჰყავთ", - განაცხადა მან.

შსს-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია 1971 წელს დაბადებული რ.მ. მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა - 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - აცხადებენ შსს-ში.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?