სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ
როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

2021 წლის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუნუ მიც­კე­ვიჩ­მა, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­თან სოფო გორ­გო­ძეს­თან და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს­თან ერ­თად სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ნუნუ მიც­კე­ვიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი 1-ელ ივ­ლისს და­ი­წყე­ბა, რის­თვი­საც სა­გა­მოც­დო სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­და­ი­ხე­და კო­ვიდ-19-ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და შარ­შან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად შე­მუ­შავ­და ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ცუ­ლი იყოს თი­თო­ე­უ­ლი გა­მო­საც­დე­ლის, ასე­ვე გა­მოც­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, რის კონ­ტექ­სტშიც გა­მოც­და­ზე მი­სულ თი­თო­ე­ულ აპ­ლი­კანტს დახ­ვდე­ბა უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, სა­დაც ისი­ნი ცოდ­ნის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მოვ­ლე­ნას შეძ­ლე­ბენ.

ნუნუ მიც­კე­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბით, გა­მოც­დე­ბი 2021-ის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ის, რომ სა­გა­მოც­დო პრო­ცესს არ გა­მო­ე­თი­შე­ბი­ან ის აპ­ლი­კან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დე­ბათ – პი­რებს, რომ­ლებ­საც სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ კო­ვიდ 19, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­გან­გე­ბოდ შედ­გე­ნი­ლი ცხრი­ლის მი­ხედ­ვით გა­მოც­დას შე­სა­ბა­მის სა­გან­ში ჩა­უ­ტა­რებს არა­უ­ად­რეს 2 კვი­რი­სა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­ფარ­ვა.

თა­ვის მხრივ, სოფო გორ­გო­ძემ გან­მარ­ტა, რომ გა­მო­საც­დე­ლებ­მა უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით:

მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია;

მუდ­მი­ვად ეკე­თოთ პირ­ბა­დე, რო­გორც გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის დროს, ასე­ვე გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას;

და­ი­მუ­შა­ვონ ხე­ლე­ბი ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით;

სოფო გორ­გო­ძის თქმით, ცენ­ტრი წელ­საც მო­ა­წყობს სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებს იმ გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც აღე­ნიშ­ნე­ბათ ტემ­პე­რა­ტუ­რა 37°С და მეტი, მაგ­რამ არ აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი Covid 19.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ გა­მო­საც­დელ­თა და მეთ­ვალ­ყუ­რე­თა დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ ყო­ვე­ლი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის ფარ­თო­ბის 50%-ზე. თი­თო­ე­უ­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და წინა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე დამ­ცა­ვი ფა­რით/ბა­რი­ე­რით; მა­გი­დებს შო­რის და­შო­რე­ბა იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი, ერ­თმა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბით გან­ლა­გე­ბულ მა­გი­დებს შო­რის მან­ძი­ლი კი – 1 მეტ­რი. კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი ირ­თვე­ბა 30° გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში. გარ­და ამი­სა, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წესი გავ­რცელ­დე­ბა სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. აღნიშნულ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო გორგოძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან ერთად სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საგამოცდო პროცესი 1-ელ ივლისს დაიწყება, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა. მისივე თქმით, არსებული რეკომენდაციები გადაიხედა კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება, რის კონტექსტშიც გამოცდაზე მისულ თითოეულ აპლიკანტს დახვდება უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ისინი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენას შეძლებენ.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ 19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.

თავის მხრივ, სოფო გორგოძემ განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.

პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

"დღეს საქართველოში "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას" - პაატა იმნაძე

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა