სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი შანსი აქვს "ოცნებას", 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას სააკაშვილი მიეხმარება" - გიორგი ვაშაძე
"ერთადერთი შანსი აქვს "ოცნებას", 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას სააკაშვილი მიეხმარება" - გიორგი ვაშაძე

ერ­თა­დერ­თი შან­სი აქვს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, 43-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხოს, თუ მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ეხ­მა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბის ეში­ნია და ამი­ტომ კახა კა­ლა­ძეს „სა­კამ­პა­ნიო კეკ­ლუ­ცო­ბა" უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს. ვა­შა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს, რომ თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" „კარ­ტო­ფი­ლებს და კიტ­რებს ისევ მივ­ყი­დით ხმას, უნდა იცოდ­ნენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა გა­კოტ­რდე­ბა".

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში, ნუ­ლო­ვა­ნი შან­სი აქვს, რომ 43 - პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხოს, თუ ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა მას არ მი­ეხ­მა­რა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ი­წყეს კამ­პა­ნია, და­ი­წყეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მი­ყე­ნე­ბა, ბა­ტონ კა­ლა­ძეს ის კი არ აინ­ტე­რე­სებს ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლის გამო კრე­დი­ტი რომ აქვს აღე­ბუ­ლი, პრო­ცენ­ტის პრო­ცენტს ვიხ­დით ტყუ­ი­ლად და ნა­გავ­საყ­რე­ლი არაა გა­კე­თე­ბუ­ლი, აინ­ტე­რე­სებს სა­კამ­პა­ნიო კეკ­ლუ­ცო­ბა, რო­მე­ლიც მან და­ი­წყო. ხომ ვხე­დავთ, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­წყე­ბუ­ლი აქვთ, იმი­ტომ რომ ეში­ნი­ათ, იცი­ან, რომ წა­ა­გე­ბენ, რე­სურ­სი ამო­წუ­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა, რომ დღე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან, ამი­ტომ ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს იყე­ნე­ბენ.

სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა, რო­მელ­ზეც შევ­თან­ხმდით, არის არ­ჩევ­ნე­ბის დღე, არ­ჩევ­ნე­ბი ყალბ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ამ გა­ყალ­ბე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო უკვე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მივ­მარ­თო, მათ და­ში­ნე­ბებს, მოს­ყიდ­ვებს, მათ კარ­ტო­ფი­ლებს და კიტ­რებს თუ ისევ მივ­ყი­დით ხმას, იცო­დეთ, რომ უბ­რა­ლოდ გავ­კოტ­რდე­ბით ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კამ­პა­ნი­ას, ერ­თა­დერ­თი შან­სი აქვს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, 43 - პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხოს, თუ მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ეხ­მა­რე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ის ვერ გა­და­ლა­ხავს ამ ბა­რი­ერს. მე ვე­რა­ვის ავუკ­რძა­ლავ გა­მო­ჩე­ნას, ვე­რა­ვის და­ვუ­წე­სებ ცენ­ზუ­რას, მე ვთქვი ის, რაც არის სი­მარ­თლე, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იცის ყვე­ლამ, ბევ­რჯერ გა­მოჩ­ნდე­ბა, ბევ­რჯერ შე­ა­ში­ნებს ხალ­ხს, ბევ­რჯერ ექ­ნე­ბა რე­ვან­შის­ტუ­რი რი­ტო­რი­კა?- და­მერ­წმუ­ნეთ ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა, რომ 43 - პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხოს „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ნად­გუ­რე­ბით და­ას­რუ­ლებს ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს,"- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
13

შენ იკითხე თორემ "ოცნება"გადალახავს.

ჯონი
19

შენ და სააკაშვილს რომ გინდათ გადალახოთ ბარიერი ხალხს უნდა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ერთადერთი შანსი აქვს "ოცნებას", 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას სააკაშვილი მიეხმარება" - გიორგი ვაშაძე

"ერთადერთი შანსი აქვს "ოცნებას", 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას სააკაშვილი მიეხმარება" - გიორგი ვაშაძე

ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნების წაგების ეშინია და ამიტომ კახა კალაძეს „საკამპანიო კეკლუცობა" უკვე დაწყებული აქვს. ვაშაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ თუ „ქართული ოცნების" „კარტოფილებს და კიტრებს ისევ მივყიდით ხმას, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში ყველა გაკოტრდება".

„ქართული ოცნება" არის უმძიმეს ვითარებაში, ნულოვანი შანსი აქვს, რომ 43 - პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მას არ მიეხმარა, აქედან გამომდინარე დაიწყეს კამპანია, დაიწყეს ადმინისტრაციული რესურსის გამიყენება, ბატონ კალაძეს ის კი არ აინტერესებს ლილოს ნაგავსაყრელის გამო კრედიტი რომ აქვს აღებული, პროცენტის პროცენტს ვიხდით ტყუილად და ნაგავსაყრელი არაა გაკეთებული, აინტერესებს საკამპანიო კეკლუცობა, რომელიც მან დაიწყო. ხომ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ, იმიტომ რომ ეშინიათ, იციან, რომ წააგებენ, რესურსი ამოწურა „ქართულმა ოცნებამ“, დინების საწინააღმდეგოა, რომ დღესაც ხელისუფლებაში არიან, ამიტომ ყველა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ.

საარჩევნო რეფორმა, რომელზეც შევთანხმდით, არის არჩევნების დღე, არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე, ამ გაყალბების პროცესში ჩაერთო უკვე „ქართული ოცნება“. მინდა მოსახლეობას მივმართო, მათ დაშინებებს, მოსყიდვებს, მათ კარტოფილებს და კიტრებს თუ ისევ მივყიდით ხმას, იცოდეთ, რომ უბრალოდ გავკოტრდებით ყველა ქვეყანაში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კამპანიას, ერთადერთი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, 43 - პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, თუ მას მიხეილ სააკაშვილი მიეხმარება, სხვა შემთხვევაში, ის ვერ გადალახავს ამ ბარიერს. მე ვერავის ავუკრძალავ გამოჩენას, ვერავის დავუწესებ ცენზურას, მე ვთქვი ის, რაც არის სიმართლე, ეს საქართველოში იცის ყველამ, ბევრჯერ გამოჩნდება, ბევრჯერ შეაშინებს ხალხს, ბევრჯერ ექნება რევანშისტური რიტორიკა?- დამერწმუნეთ ეს არის ერთადერთი გზა, რომ 43 - პროცენტიანი ბარიერი გადალახოს „ქართულმა ოცნებამ“, სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ განადგურებით დაასრულებს ოქტომბრის არჩევნებს,"- განაცხადა ვაშაძემ.

"თუ რუსი ლიდერის ხელებს დავაკვირდებით, ერთი ხელი სავარძლის სახელურზე უდევს და აკაკუნებს, რაც გვეუბნება.." - რაზე მეტყველებს ბაიდენისა და პუტინის სხეულის ენა

"მე რომ არ "მშია", კარგად იცის მიშამ, ასევე კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ვერავინ ფულით ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც სააკაშვილი" - ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

"რა ქნას, მოშივდა საბრალოს" - რას წერს სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე