პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომუნიკეს პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეა, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ - ექსპერტი
"კომუნიკეს პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეა, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ - ექსპერტი

14 ივ­ნისს ბრი­უ­სელ­ში ნატო-ს სა­მი­ტი ჩა­ტარ­და, რომ­ლის და­სას­რულ­საც სა­მი­ტის კო­მუ­ნი­კე გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მუ­ნი­კე­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გზავ­ნი­ლი, რომ ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ალი­ანსთან შე­ი­ცავს ყვე­ლა პრაქ­ტი­კულ ინ­სტრუ­მენტს სა­ბო­ლოო წევ­რო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად“ და "ჩვენ მზად ვართ, გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ“. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მუ­ნი­კე­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, გა­ა­უქ­მოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - შე­წყვი­ტოს თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა“.

სა­მი­ტი­სა და კო­მუ­ნი­კეს შე­სა­ხებ AMBEBI.GE "ჯე­ო­ქე­ი­სის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ვიქ­ტორ ყი­ფი­ანს ესა­უბ­რა.

- ეს კო­მუ­ნი­კე ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი დო­კუ­მენ­ტია და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­კითხს შე­ე­ხე­ბა, რა­საც კი ნატო შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ამ ეტაპ­ზე, რო­გორც ნატო-ს შიგ­ნით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე - ნატო-სა და ნატო-ს არა­წევრ ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ამ­დე­ნად, შთამ­ბეჭ­და­ვი დო­კუ­მენ­ტი მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბით ჩარღმა­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ეს მი­თუ­მე­ტეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ამ სა­მი­ტამ­დე იყო გარ­კვე­უ­ლი რყე­ვე­ბი ნატო-ს წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის, ძი­რი­თად, ნატო-ს ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ მხა­რე­ებს შო­რის. ამ სა­მი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით, ტექ­ნი­კუ­რი იყო, უდა­ვოდ დი­დია, რად­გან ერ­თგვა­რად, ნატო-ს თა­ვი­სი შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო უნდა მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნა და მთელ რიგ სა­კი­თხებ­ზე ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, რაც მოხ­და კი­დეც.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, კო­მუ­ნი­კე საკ­მა­ოდ ვრცლად სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, თუმ­ცა მე პი­რა­დად ვი­ტყვი, რომ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც იქაა მო­ცე­მუ­ლი, არ­სე­ბი­თად იმე­ო­რებს ჩვენ­თვის უკვე მა­ნამ­დე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­სა და შე­ფა­სე­ბებს. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ნატო-ს მხრი­დან ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის კი­დევ ერთხელ გა­მე­ო­რე­ბა არ­სე­ბი­თია; კო­მუ­ნი­კე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ყვე­ლა ის დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რაც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი კი­თხვა, რა არის შემ­დგო­მი თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი ეტა­პი ჩვენ­სა და ნატო-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და რაც მთა­ვა­რია, ვა­და­ში რო­გორ იკ­ვე­თე­ბა ეს მომ­დევ­ნო ეტა­პი, პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი დარ­ჩა. შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი არ და­მე­თან­ხმოს, რად­გან ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა მო­ვის­მი­ნეთ, მაგ­რამ დაე, ვიყო უმ­ცი­რე­სო­ბა­ში - მე მი­ვიჩ­ნევ, რომ ეს კო­მუ­ნი­კე მა­ინც ტო­ვებს ერ­თგვა­რი უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდას.

- თქვენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, რო­მელ­შიც, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში "ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღებთ უსარ­გებ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, ზე­და­პი­რუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ“, - ეს საკ­მა­ოდ პე­სი­მის­ტუ­რი პა­სა­ჟია. რო­გორ ფიქ­რობთ, საქ­მე მარ­თლაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­წევს?

- რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი მოთ­მი­ნე­ბა ამ სა­კი­თხის მი­მართ დი­დია და ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სად­მი ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა ურ­ყე­ვია, ამი­ტომ ეს ორი პრინ­ცი­პი უც­ვლე­ლი რჩე­ბა და არ­სე­ბულ უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდას, რო­მე­ლიც კო­მუ­ნი­კეს გაც­ნო­ბი­სას მე პი­რა­დად და­მე­უფ­ლა, ამ პრინ­ცი­პებ­ზე არა­ნა­ი­რი არ­სე­ბი­თი გავ­ლე­ნა არ ექ­ნე­ბა. თუმ­ცა, 68-ე პუნ­ქტს, რო­მე­ლიც ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ძა­ლი­ან ვრცლად სა­უბ­რობს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე შე­მიძ­ლია ვუ­წო­დო: ფიცი მწამს და ბოლო მაკ­ვირ­ვებ­სო. მე მაკ­ვირ­ვებს ის, რომ თუ ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ელე­მენ­ტი უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ამოქ­მე­დე­ბუ­ლია, რომ­ლებ­საც რე­ა­ლუ­რად იმ უმ­თავ­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სთან ფორ­მა­ლურ და­ახ­ლო­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და უტოლ­დე­ბა, მა­შინ მიკ­ვირს, რის მო­ლო­დინ­ში არი­ან ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი და რა უნდა მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლომ და­მა­ტე­ბით იმი­სა, რაც უკვე მო­ახ­დი­ნა და რა­საც ახ­დენს.

ამას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში აღ­მი­ნიშ­ნავს და თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მის მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთხელ მინ­და, მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბა შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბას მი­ვაქ­ციო: კო­მუ­ნი­კე ხაზ­გას­მით სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წევ­რო­ბის გეგ­მის გავ­ლით მოხ­დე­ბა; იმა­ვე გან­ცხა­დე­ბებ­ში ნატო ამ­ბობს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ გეგ­მის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი დღეს უკვე სხვა­დას­ხვა მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის სა­ხით ნა­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის რე­ა­ლუ­რა­დაა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი - ეს ერთი გა­რე­მო­ე­ბაა; შემ­დე­გი ელე­მენ­ტი ისაა, რომ თა­ვის დრო­ზე მი­ღე­ბუ­ლი ეს ნატო-ში გა­წევ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც 1998 წლით თა­რიღ­დე­ბა, არც მეტი და არც ნაკ­ლე­ბი, იმ ის­ტო­რი­ულ რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მა­შინ გა­წევ­რდა (და სხვა­თა შო­რის, ნატო-ში არა­ერ­თი გა­წევ­რდა სწო­რედ ამ ინ­დი­ვი­ა­დუ­ა­ლუ­რი წევ­რო­ბის გეგ­მის გავ­ლით), ამა თუ იმ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფან­ჯრის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ასა­ხავ­და. დღეს ეს მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბი­თად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, გარ­და ამი­სა, რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა, უკეთ რომ ვთქვათ, უსის­ტე­მო­ბა, ანუ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც თავ­და­ყი­რაა და­ყე­ნე­ბუ­ლი, მეტი გა­ბე­დუ­ლო­ბის­კენ და პრინ­ცი­პუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და მო­უხ­მობს ჩვენს ნა­ტო­ელ პარტნი­ო­რებს. აი, ესაა ალ­ბათ, მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რო­დე­საც ერ­თგვარ უკ­მა­რი­სო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ. ეს ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უნდა და­ვა­ფიქ­სი­როთ და მე მგო­ნი, ჩვე­ნი გულ­წრფე­ლო­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი­სად­მი, არ გვაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას თუ სა­შუ­ა­ლე­ბას, ან ჩვენ მო­ვი­ტყუ­ოთ თავი, ან ჩვენს პარტნი­ო­რებს მო­ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად კმა­ყო­ფი­ლე­ბი იმ შე­დე­გით, რაც 14 ივ­ნი­სის კო­მუ­ნი­კე­ში მი­ვი­ღეთ.

- მე­ო­რე მხრივ, რას იტყვით უკვე უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე?

- ეს კო­მუ­ნი­კე შე­და­რე­ბით უკე­თეს ფორ­მუ­ლი­რე­ბებს გვთა­ვა­ზობს უკ­რა­ი­ნა­ზე და პრაქ­ტი­კუ­ლად, უკ­რა­ი­ნა ერ­თგვარ ტეს­ტა­დაა გა­მოყ­ვა­ნი­ლი და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­ცი­ლე­ბით მეტი წი­ნა­პი­რო­ბა აქვთ, გუ­შინ­დე­ლი სა­მი­ტის შე­დე­გე­ბით შე­და­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა იმა­საც ვი­ტყვი, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­გა­რეო ხა­ზის მკვეთ­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ვი­ხი­ლეთ, რაც ძა­ლი­ან თვალ­ში­სა­ცე­მია. მე, რო­გორც რი­გი­თი ქარ­თვე­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე გული შეს­ტკი­ვა, ვი­სურ­ვებ­დი, ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­რა­ი­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის ხა­რისხს არ ჩა­მორ­ჩე­ბო­დეს. შე­მიძ­ლია, ამ აქ­ტი­ვო­ბის ფაქ­ტე­ბი და­გი­სა­ხე­ლოთ, რო­დე­საც ბოლო ხა­ნებ­ში უკ­რა­ი­ნი­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მა­ლუ­რი გაღ­რმა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით უკ­რა­ი­ნამ რამ­დე­ნი­მე კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი რო­გორც აშშ-ს, ასე­ვე ნატო-ს. ჩემს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, ასე­თი ვა­რი­ან­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის მხა­რეს მკვეთ­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ვფიქ­რობ, ასე ვი­თა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ ივარ­გებს.

თა­ვის დრო­ზე, არ და­გი­მა­ლავთ, მა­ღი­ზი­ა­ნებ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის და­კავ­ში­რე­ბა, რად­გან მი­მაჩ­ნდა და დღე­საც მი­მაჩ­ნია, რომ ეს ორი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ბუ­ნე­ბით, რე­ფორ­მე­ბის ტემ­პი­თა და სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ერთი მე­ო­რეს­გან გან­სხვავ­დე­ბა. ამი­ტომ, მათი ასე­თი მჭიდ­რო და­კავ­ში­რე­ბა, გნე­ბავთ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ფორ­მატ­ში, გნე­ბავთ - ნატო-სკენ მი­მა­ვალ გზა­ზე, შე­იძ­ლე­ბა, მთლად ბუ­ნებ­რი­ვი არ იყოს. თუმ­ცა, იმ შე­სა­შუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ფონ­ზე, რა­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე იჩენს, შე­იძ­ლე­ბა, დღეს ასე­თი ბმა, ასე­თი ტან­დე­მი სწო­რედ ის ლო­კო­მო­ტი­ვი იყოს, რო­მე­ლიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლის­ხმე­ვას გა­მო­ა­ცო­ცხლებს და გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვებს არ­სე­ბულ რე­ა­ლი­ებს მი­უ­სა­და­გებს. ამ მხრივ ვფიქ­რობ, რომ უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლი­თი დღეს ჩვენ­თვის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
11

სწორი ანალიზია!

კაკო
41

არა ნატოს.არა აგრესიას.არა ომს.

ავტორი:

"კომუნიკეს პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეა, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ - ექსპერტი

"კომუნიკეს პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეა, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ - ექსპერტი

14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი ჩატარდა, რომლის დასასრულსაც სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. საქართველოსთან დაკავშირებით კომუნიკეში დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გზავნილი, რომ ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი. ასევე, აღნიშნულია, რომ "საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“ და "ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კომუნიკეში ვკითხულობთ:

"მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება - შეწყვიტოს თვითნებური დაკავებები და მოქალაქეების შევიწროება“.

სამიტისა და კომუნიკეს შესახებ AMBEBI.GE "ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

- ეს კომუნიკე ძალიან სოლიდური დოკუმენტია და პრაქტიკულად ყველა საკითხს შეეხება, რასაც კი ნატო შეიძლება შეეხოს ამ ეტაპზე, როგორც ნატო-ს შიგნით თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე - ნატო-სა და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამდენად, შთამბეჭდავი დოკუმენტი მივიღეთ, რომელიც ყურადღებით ჩარღმავებას საჭიროებს. ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სამიტამდე იყო გარკვეული რყევები ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის, ძირითად, ნატო-ს ამერიკულ და ევროპულ მხარეებს შორის. ამ სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ერთი შეხედვით, ტექნიკური იყო, უდავოდ დიდია, რადგან ერთგვარად, ნატო-ს თავისი შიდა სამზარეულო უნდა მოეწესრიგებინა და მთელ რიგ საკითხებზე ერთიანი პოზიცია შეემუშავებინა, რაც მოხდა კიდეც.

რაც შეეხება საქართველოს, კომუნიკე საკმაოდ ვრცლად საუბრობს საქართველოსთან ურთიერთობებზე, თუმცა მე პირადად ვიტყვი, რომ განცხადებები, რაც იქაა მოცემული, არსებითად იმეორებს ჩვენთვის უკვე მანამდე გაკეთებულ განცხადებებსა და შეფასებებს. თავისთავად ცხადია, ნატო-ს მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი ერთგულებისა და მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამეორება არსებითია; კომუნიკეში აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყველა ის დესტრუქციული მოქმედება, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება, თუმცა მთავარი კითხვა, რა არის შემდგომი თვისობრივად ახალი ეტაპი ჩვენსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების განვითარებაში და რაც მთავარია, ვადაში როგორ იკვეთება ეს მომდევნო ეტაპი, პასუხგაუცემელი დარჩა. შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს, რადგან ამ ორი დღის განმავლობაში არაერთი პოზიტიური შეფასება მოვისმინეთ, მაგრამ დაე, ვიყო უმცირესობაში - მე მივიჩნევ, რომ ეს კომუნიკე მაინც ტოვებს ერთგვარი უკმარისობის განცდას.

- თქვენ რამდენიმე დღის წინ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ წერილი გამოაქვეყნეთ, რომელშიც, რომ დროთა განმავლობაში "ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ უსარგებლო პოლიტიკური და უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალს, ზედაპირული რეაგირების სანაცვლოდ“, - ეს საკმაოდ პესიმისტური პასაჟია. როგორ ფიქრობთ, საქმე მართლაც ამ მიმართულებით მიიწევს?

- რა თქმა უნდა, ქართული მოთმინება ამ საკითხის მიმართ დიდია და ნატო-ში ინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია, ამიტომ ეს ორი პრინციპი უცვლელი რჩება და არსებულ უკმარისობის განცდას, რომელიც კომუნიკეს გაცნობისას მე პირადად დამეუფლა, ამ პრინციპებზე არანაირი არსებითი გავლენა არ ექნება. თუმცა, 68-ე პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ძალიან ვრცლად საუბრობს, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. მე მაკვირვებს ის, რომ თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაში ყველა ელემენტი უკვე წარმატებულად ამოქმედებულია, რომლებსაც რეალურად იმ უმთავრესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებამდე მივყავართ, რაც საქართველოს ნატო-სთან ფორმალურ დაახლოვებას უკავშირდება და უტოლდება, მაშინ მიკვირს, რის მოლოდინში არიან ჩვენი პარტნიორები და რა უნდა მოახდინოს საქართველომ დამატებით იმისა, რაც უკვე მოახდინა და რასაც ახდენს.

ამასთანავე, რამდენიმე მედიასაშუალებაში აღმინიშნავს და თქვენი ავტორიტეტული გამოცემის მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა, მკითხველის ყურადღება შემდეგ გარემოებას მივაქციო: კომუნიკე ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრება ინდივიდუალური წევრობის გეგმის გავლით მოხდება; იმავე განცხადებებში ნატო ამბობს, რომ პრაქტიკულად, ამ გეგმის ყველა კომპონენტი დღეს უკვე სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების სახით ნატოსა და საქართველოს შორის რეალურადაა ამოქმედებული - ეს ერთი გარემოებაა; შემდეგი ელემენტი ისაა, რომ თავის დროზე მიღებული ეს ნატო-ში გაწევრების მექანიზმი, რომელიც 1998 წლით თარიღდება, არც მეტი და არც ნაკლები, იმ ისტორიულ რეალობას ასახავს, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა. შესაბამისად, არაერთი ქვეყანა, რომელიც მაშინ გაწევრდა (და სხვათა შორის, ნატო-ში არაერთი გაწევრდა სწორედ ამ ინდივიადუალური წევრობის გეგმის გავლით), ამა თუ იმ ეტაპზე არსებული ისტორიული ფანჯრის შესაძლებლობას ასახავდა. დღეს ეს მექანიზმი არსებითად მოძველებულია. ვფიქრობ, გარდა ამისა, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების სისტემა, უკეთ რომ ვთქვათ, უსისტემობა, ანუ სისტემა, რომელიც თავდაყირაა დაყენებული, მეტი გაბედულობისკენ და პრინციპულობისკენ მოუწოდებს და მოუხმობს ჩვენს ნატოელ პარტნიორებს. აი, ესაა ალბათ, მთავარი გზავნილი, როდესაც ერთგვარ უკმარისობაზე ვსაუბრობთ. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ და მე მგონი, ჩვენი გულწრფელობა და ერთგულება ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის პროცესისადმი, არ გვაძლევს იმის უფლებას თუ საშუალებას, ან ჩვენ მოვიტყუოთ თავი, ან ჩვენს პარტნიორებს მოვაჩვენოთ, რომ ვართ აბსოლუტურად კმაყოფილები იმ შედეგით, რაც 14 ივნისის კომუნიკეში მივიღეთ.

- მეორე მხრივ, რას იტყვით უკვე უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხზე?

- ეს კომუნიკე შედარებით უკეთეს ფორმულირებებს გვთავაზობს უკრაინაზე და პრაქტიკულად, უკრაინა ერთგვარ ტესტადაა გამოყვანილი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, უკრაინელებს გაცილებით მეტი წინაპირობა აქვთ, გუშინდელი სამიტის შედეგებით შედარებით კმაყოფილები იყვნენ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში უკრაინელი დიპლომატიისა და საგარეო ხაზის მკვეთრი გააქტიურება ვიხილეთ, რაც ძალიან თვალშისაცემია. მე, როგორც რიგითი ქართველი, ადამიანი, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ამ ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა, ვისურვებდი, ჩვენი აქტივობა ამ მიმართულებით უკრაინული აქტივობის ხარისხს არ ჩამორჩებოდეს. შემიძლია, ამ აქტივობის ფაქტები დაგისახელოთ, როდესაც ბოლო ხანებში უკრაინისა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ფორმალური გაღრმავების თვალსაზრისით უკრაინამ რამდენიმე კონცეპტუალური ვარიანტი როგორც აშშ-ს, ასევე ნატო-ს. ჩემს ინფორმაციაზე დაფუძნებით, ასეთი ვარიანტების დეფიციტი ოფიციალური თბილისის მხარეს მკვეთრად შეინიშნება და ვფიქრობ, ასე ვითარების გაგრძელება არ ივარგებს.

თავის დროზე, არ დაგიმალავთ, მაღიზიანებდა ჩვენი ქვეყნების დაკავშირება, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს ორი ქვეყანა თავისი პოლიტიკური სისტემის ბუნებით, რეფორმების ტემპითა და სხვადასხვა გარემოებების გამო ერთი მეორესგან განსხვავდება. ამიტომ, მათი ასეთი მჭიდრო დაკავშირება, გნებავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, გნებავთ - ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება, მთლად ბუნებრივი არ იყოს. თუმცა, იმ შესაშური აქტივობის ფონზე, რასაც უკრაინული მხარე იჩენს, შეიძლება, დღეს ასეთი ბმა, ასეთი ტანდემი სწორედ ის ლოკომოტივი იყოს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ძალისხმევას გამოაცოცხლებს და გარკვეულწილად, ჩვენს ინიციატივებს არსებულ რეალიებს მიუსადაგებს. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ უკრაინის მაგალითი დღეს ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო გახდა.

ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე - ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია