მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლის მეპატრონეს, დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს - პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა
სახლის მეპატრონეს, დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს - პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.მ. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.წ. ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე და­ა­კა­ვა 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.გ., რო­მელ­მაც ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს ნივ­თე­ბი ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში, ოქ­როს ნივ­თე­ბით მო­ვაჭ­რე ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონ­ზე გა­ა­სა­ღა. აგ­რეთ­ვე, იგი სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ინა­ხავ­და საბ­რძო­ლო მა­სა­ლას.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ნისს, გ.მ. და გ.წ.

ყა­ჩა­ღუ­რად თავს და­ესხნენ თბი­ლის­ში, ს. ჩი­ქო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს და და­ნის მუ­ქა­რით, 40 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს ნივ­თე­ბი გას­ტა­ცეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყა­ჩა­ღო­ბის შე­დე­გად გა­ტა­ცე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი კ.გ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას კი ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს დიდი ოდე­ნო­ბით ნივ­თის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ბი­ნა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბას და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო:პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
8

წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი აბა მეტი ვინ იქნებოდა

goga
16

წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ გარეთ გამოშვებული - ეგეთია კრიმინალის 90%. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სახლის მეპატრონეს, დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს - პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

სახლის მეპატრონეს, დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს - პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ ასევე დააკავა 1987 წელს დაბადებული კ.გ., რომელმაც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოპოვებული ოქროს ნივთები ქალაქ ქუთაისში, ოქროს ნივთებით მოვაჭრე ერთ-ერთ ქალბატონზე გაასაღა. აგრეთვე, იგი საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, გ.მ. და გ.წ.

ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული კ.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია სამი პირი

"სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ" - პროკურატურა ბავშვის წამებაში ბრალდებულ დედასა და მამინაცვალზე

საზარელი ფაქტი თბილისში - 7 წლის ბავშვის წამებისთვის დაკავებულია დედა და მამინაცვალი

სამტრედიაში დაჭრილი 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა