წლების წინ, ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ვარსკვლავური წყვილი ჰოლივუდში ყველაზე მომხიბვლელად მიიჩნეოდა, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა.
ბენი და ჯენიფერი 2002 წლიდან 2004 წლამდე დანიშნულები იყვნენ, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მისულა და მათი გზები გაიყო. დაშორებიდან 17 წლის შემდეგ კი, წყვილი კვლავ ერთადაა.
დასავლური ყვითელი პრესა დღეს უკვე დადასტურებულად წერს, რომ ბენსა და ჯენიფერს შორის რომანტიკული ურთიერთობა აღდგა.
პაპარაცებმა ისინი მალიბუში ერთ-ერთ რესტორანში კოცნის მომენტში ვიდეოკადრებზე აღბეჭდეს. ვიდეოში ჩანს ბიჭუნაც, ის ჯენიფერის შვილია, რომელიც მომღერალს მარკ ენტონისგან ჰყავს.
"ყველაფერი ისეა, თითქოს ერთმანეთს არც არასდროს დაშორებულან“, - წერენ ტაბლოიდები.
ნახეთ ვიდეო: