ავტორი:

"დოიჩე აფთიაქის“ პეკინის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული აქციები, ფასდაკლებები და საჩუქრები გელოდებათ

"დოიჩე აფთიაქის“ პეკინის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული აქციები, ფასდაკლებები და საჩუქრები გელოდებათ

14 ივნისს პეკინის 17 ნომერში "დოიჩე აფთიაქის“ რიგით მე-4 ფილიალი გაიხსნა, რასთან დაკავშირებითაც 3 დღის განმავლობაში საჩუქრები, ფასდაკლებები და გრანდიოზული აქციები გელოდებათ ექსკლუზიურ და პრემიუმ ხარისიხის გერმანულ ბრენდებზე.

"დოიჩე აფთიაქი“ საქართველოს ბაზარზე სულ ახლახანს გამოჩნდა და მომხმარებელს სთავაზობს მედიკამენტებისა და პარაფარმაციის ფართო ასორტიმენტს და რაც მთავარია, სხვადასხვა საფასო კატეგორიაში. აფთიაქში წარმოდგენილია როგორც ევროპული, ისე სხვა ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტები სხვადასხვა საფასო კატეგორიით.

აქ შეიძენთ გერმანიის მოსახლეობისთვის წარმოებულ პროდუქციას (მაგალითად, Denk Pharma-ს), რომელიც ევროკავშირის ყველა რეგულაციის დაცვით მზადდება და რაც მთავარია, მისაღებ ფასად. გარდა ამისა, დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის პარაფარმაციის მრავალფეროვანი არჩევანი: შამპუნები, კანის, პირის ღრუს მოვლის საშუალებები, გასახდომი პროდუქცია, მხოლოდ უსაფრთხო შემადგენლობის მქონე სათამაშოები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ სააფთიაქო ბაზარზე "დოიჩე აფთიაქმა“ სიახლე საოჯახო ქიმიის რეალიზაციის კუთხითაც შემოიტანა. აფთიაქის თაროებზე დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის და რაც მთავარია, ეკო სარეცხი საშუალებები, როგორც ჭურჭლის, ისე ტანსაცმლის, ასევე სამზარეულოსა და აბაზანის სადეზინფექციო საშუალებები, რომელიც არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, მათ შორის დიდი რაოდენობით ქლორამინს. შეგვიძლია, აღნიშნული საოჯახო ქიმია თამამად გამოვიყენოთ და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ამით საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს არ ვაყენებთ. პროდუქციის ჩამონათვალშია ისეთი ბრენდები, როგორიც არის FIT, Sunil, Sanso და სხვა. აღნიშნული პროდუქცია ევროკავშირის მოსახლეობამ უკვე დიდი ხანია აღიარა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

"დოიჩე აფთიაქის“ ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით ფასდაკლებები დაგხვდებათ მედიკამენტებზეც. გარდა განსაკუთრებული დღეებისა, კომპანია სხვადასხვა პროდუქციაზე ფასდაკლებას ყოველდღიურად შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება პარაფარმაციას, თავის მოვლის პროდუქციის ფასი აფთიაქში 8 ლარიდან იწყება და მომხმარებელს საშუალება აქვს, ხარისხიანი, ევროპული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.

გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული კანის მოვლის საშუალებები, როგორიც არის Dr. Hauschka-ს სახის საცხები, რომელიც სრულად ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული და ხელს უშლის კანის დაბერებას, ასწორებს მის ნაკლოვანებებს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.

რაც მთავარია, "დოიჩე აფთიაქი“ გთავაზობთ სპეციალურ ბარათზე ქულების დაგროვების ყველაზე მარტივ სისტემას 1 ქულა უდრის 1 ლარს, რომელიც სურვილების ასრულების საშუალებას მოგცემთ. გარდა ამისა, კომპანია შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელმისაწვდომ ფასად ჩამოგიტანთ მედიკამენტებს და დაგეხმარებათ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

არ გამოტოვოთ აქციები და საჩუქრების მიღების შანსი "დოიჩე აფთიაქის“ ახალ ფილიალში, რომელიც მომხმარებლებს სულ მალე - 14 ივნისიდან მასპინძლობს.

R

“ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები