ავტორი:

"ხალხს ბავშვთა სახლი წარმოუდგინეს "კონცლაგერად", სადაც თითქოს მუდმივად ბავშვებს აწამებენ - ამხელა შრომის არაფრად ქცევა, უმადურობაა" - რას ამბობს დეკანოზი მეუფე სპირიდონის პანსიონიდან წასვლაზე

"ხალხს ბავშვთა სახლი წარმოუდგინეს "კონცლაგერად", სადაც თითქოს მუდმივად ბავშვებს აწამებენ - ამხელა შრომის არაფრად ქცევა, უმადურობაა" - რას ამბობს დეკანოზი მეუფე სპირიდონის პანსიონიდან წასვლაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე სპირიდონი პანსიონიდან საკუთარი ნებით წავიდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„რომ არა მეუფე სპირიდონის პირადი გადაწყვეტილება ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ ვინმეს ეთქვა მისთვის, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩადებული აქვს ამ ადამიანს ამ სახლში. გადაწყვეტილება მიიღო თავად მან, გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რომელიც შეიქმნა, იმ რთული და დაძაბული ვითარებიდან, რაც ამ სახლის ირგვლივ შეიქმნა“, - განაცხადა დეკანოზმა.

ამასთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ, აღნიშნა, რომ პანსიონატში შესაძლებელია, რომ რეალურად ხდებოდა რაღაცები, თუმცა მისი თქმით, ეს საჭიროებს გამოძიებას.

„ჩვენ თანდათან ვსწავლობთ ამ ახალ სტანდარტებს. ჩვენთან სოციალური მუშაკის სამსახური სრულიად ახალი შექმნილია, თავად სოციალური მუშაკებიც დიდი ხანი არ არის, რაც ბავშვებთან ურთიერთობის ახალ სტანდარტების სწავლებას შეუდგნენ. შესაძლებელია ამ სტანდარტების მიხედვით მართლაც გამოვლინდეს, რომ არის გადაცდომები, თუმცა აუცილებელია, ითქვას, რომ საპატრიარქოს ბავშვთა სახლის პანსიონების წარმოჩენა, რომ იქ არის რაღაცა გეტო, კონცლაგერი და ბავშვებს რკინის კეტებით ცემენ და ორი ღამე არ აძინებენ, წარმოიდგინეთ უბრალოდ. ისმოდა, თითქოს ბავშვს გადაამტვრიეს პოლის ჯოხი თავზე... წარმოგიდგენიათ თქვენ ბავშვს რა მოუვა პოლის ჯოხი გადაამტვრიო თავზე, ან როგორ უნდა მოახერხო, რომ ორი ღამე არ ეძინოს ბავშვს, მასთან ერთად არ უნდა ეძინოს სადისტ აღმზრდელს, თუ ამ სადისტმა აღმზრდელებმა უნდა იმორიგეონ, თვითონ დრო და დრო დაიძინონ და ეს ბავშვი არ დააძინონ. რა თქმა უნდა, უტრირებულია ბევრი რამე, თუმცა შესაძლებელი არის, ვუშვებ ამას, გასაგები არის, რომ ნაწილობრივ ამ ახალი სტანდარტით გადაცდომები იყოს. შესაძლებელია არის ისიც, რომ რეალურად ხდებოდა რაღაცები, რაც გამოძიებას საჭიროებს. ასე ხელაღებით ამხელა შრომის, ღვაწლის, სიკეთის არაფრად ქცევა, ნამდვილად დიდი უმადურებაა. აუცილებელია, რომ სპეციალისტებმა შეაფასონ, ფსიქოლოგებმა გააკეთონ დასკვნები და გამოძიებამ, რომელსაც აქვს საშუალება , რომ გამოკითხოს, გამოიძიოს, დადოს დასკვნები, თუ რა გადაცდომებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, საკითხი არ უნდა იქცეს პოლიტიკურ თემად. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფების გავლენით ბავშვთა პანსიონი წარმოჩინდა საწამებელ ადგილად.

„იმ ჯგუფების ხელში, რომლებიც ნებისმიერ თემაზე, მუდმივად ეკლესიას ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ, ამ პრობლემამ მიაღწია იქამდე, რომ კონცლაგერად წარმოუჩინეს ხალხს ბავშვთა სახლი, რაღაცა საწამებელ ადგილად, სადაც თითქოს მუდმივად ბავშვებს აწამებენ და თითქოს, მეტი საქმე არ აქვთ. გასაგებია, რომ შეიძლება იყოს იქ დანაშაული, მუშაობენ სპეციალისტები გამოავლენენ ამას და პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც იტყვის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს”, - აცხადებს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა.

"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ამ ქვეყნაში ჩასული ქართველი მუშების საცხოვრებელ პირობებზე?

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, არ მისცეს ნება იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე" - მეუფე სპირიდონი