4 თვის ნენე ბაღათურიას, რომელსაც მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას "დედების ფონდი" ავრცელებს.
"მეხის გავარდნასავით იყო... ნანატრი შვილი რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა"... ლეიკემია გამაჩენი არ არის.
4 თვის ნენე ბაღათურიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა... ასაკი პატარაა, წონა კიდევ უფრო პატარა... ორგანიზმი ძნელად ეგუება დაავადებას და დაავადებაც უტევს პატარა გოგოს... სასწრაფოდ ოჯახს სჭირდება ნენეს დახმარება, ბავშვი უნდა გადარჩეს...
დაგვეხმარეთ კიდევ ერთი სიცოცხლე ვიხსნათ..." - წერია ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
თიბისი ბანკი - GE65TB7033145063600076
მიმღები: დავით ბაღათურია
საქართველოს ბანკი - GE49BG0000000742164000
მიმღები: ლევან ბაღათურია