საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ
"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში "სტუმ­რად ნო­ეს­თან", ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა. კა­ლა­ძის თქმით, გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ, პი­რა­დად მის­თვის მო­სა­წო­ნი არ იყო.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მო­ვუ­წო­ნე, პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არ იყო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ იყო ლა­მა­ზი მისი მხრი­დან. რო­დე­საც შენ ხარ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, ლი­დე­რი გუნდში, ასეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში... ანუ, რო­დე­საც ყვე­ლას ერთი მო­საზ­რე­ბა ჰქონ­და და მო­საზ­რე­ბა იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი - სა­ხელ­მწი­ფო უნდა სა­ხელ­მწი­ფობ­დეს და კა­ნო­ნი უნდა კა­ნო­ნობ­დეს, მორ­ჩა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბა გაქვს, რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ - თუ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ხარ, კა­ნონ­მა უნდა იმოქ­მე­დოს და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო, მე ვფიქ­რობ, პირ­ველ რიგ­ში, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და ეს რა თქმა უნდა, მო­მა­ვალ­ში აი­სა­ხე­ბა მას­ზე და მის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვას - გა­ხა­რი­ას წას­ვლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" და­ნაკ­ლი­სია? კა­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"ცხა­დია, გუნ­დის ერთ-ერთი ლი­დე­რი იყო და ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. მე რო­გორც გუნ­დის წევ­რს, რა თქმა უნდა, გული დამ­წყდა, რო­დე­საც ასეთ­მა რე­ი­ტინ­გულ­მა ფი­გუ­რამ და­ტო­ვა გუნ­დი. რო­გორც ფეხ­ბურთში, რო­დე­საც ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­დის, გულ­და­სა­წყვე­ტია. რა თქმა უნდა, ეს გუნ­დზეც აი­სა­ხე­ბა", - ამ­ბობს კახა კა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
////////////?
17

აი სწორი შეფასება ხოდა გიორგი მაშინთუ ვერ გაუმკლავდა იმ წინააღმდეგობას ეხლა გაუმკლავდება ამდენი პარტიების შემოსევას?? გაიქცევა საქართველოდან.

კახის
16
ადამიანი ხარ კახი! ამბობ იმას რასაც ფიქრობ და არ ილანძღები ზოგიერთებივით (გუშინ რო გახარიას მზეს იფიცებდნენ და დღეს ილანძღებიან)! აზრის გამოხატვასაც თავისი შნო უნდა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ

"როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია..." - რას ამბობს კახა კალაძე გიორგი გახარიას შესახებ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში "სტუმრად ნოესთან", ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა. კალაძის თქმით, გახარიას გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, პირადად მისთვის მოსაწონი არ იყო.

"გადაწყვეტილება არ მოვუწონე, პირადად ჩემთვის ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და არ იყო ლამაზი მისი მხრიდან. როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პირველი პირი, ლიდერი გუნდში, ასეთ რთულ ვითარებაში... ანუ, როდესაც ყველას ერთი მოსაზრება ჰქონდა და მოსაზრება იყო ძალიან მარტივი - სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და კანონი უნდა კანონობდეს, მორჩა, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობა გაქვს, რაღაცას წარმოადგენ - თუ დანაშაულს სჩადიხარ, კანონმა უნდა იმოქმედოს და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, დამაზიანებელი იყო მისთვის.

საქართველოა, საქართველოში ვცხოვრობთ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი შეფასებები მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და ეს რა თქმა უნდა, მომავალში აისახება მასზე და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - განაცხადა კალაძემ.

კითხვას - გახარიას წასვლა "ქართული ოცნებისთვის" დანაკლისია? კალაძე ასე პასუხობს:

"ცხადია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ერთ-ერთი რეიტინგული პოლიტიკოსი. მე როგორც გუნდის წევრს, რა თქმა უნდა, გული დამწყდა, როდესაც ასეთმა რეიტინგულმა ფიგურამ დატოვა გუნდი. როგორც ფეხბურთში, როდესაც ძლიერი ფეხბურთელი მიდის, გულდასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ეს გუნდზეც აისახება", - ამბობს კახა კალაძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"