გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის!” - წერს გიორგი გახარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრას გახარია ტვიტერზეც ეხმაურება.
"დღეს, ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან და საქართველოში აშშ-ის ელჩ,კელი დეგნანთან. განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ჩვენ ასევე გავაცანით დეტალები ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგისა და გეგმების შესახებ“, - წერს პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე - გიორგი გახარია საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის - ფილიპ რიკერისა და გიორგი გახარიას შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და პარტია "საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი - კახაბერ ქემოკლიძე.
კახაბერ ქემოკლიძე უსაფრთხოების სპეციალისტია და გახარიას პარტიის დაფუძნებამდე - წლების განმავლობაში ქვეყნის ძალოვან და უსაფრთხოების სისტემებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობდა.
ეს ქემოკლიძე გახარიას გაფუჭებული ასლია!
გახარიას და მის გუნდს უკვე აშკარაა რომ დასავლეთის სრული მხარდჭერა აქვს! ევროკავშირის ელჩიც აქებდა გახარიას და მის პარტიას, პროევროპულიაო, ამათ უნდა მიბაძოს სხვებმაცო. ახლა აგერ აშშ-ის ამხელა თანამდებობის პირი შევხედრია პირადად. გახარია ყველგან გახარიაა - პრემიერის პოსტზე წინამძღოლი იყო ქვეყნისთვის და ოპოზიციაში წასული მთავარ ხელმძღვანელად რჩება. ვის ელაპარაკებიან დასავლეთის ლიდერები როცა საქართველოს მათთან თანამშრომლობას განიხილავენ? - გახარიას!