ავტორი:

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის კომენტარი

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკის რეანიმატოლოგის, ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

"ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა.

გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 4-ვე მათგანი კონტაქტურია", - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ

სოხუმში ყოფილი საკონდიტრო ქარხნის შენობაში მასშტაბური ხანძარი

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება" - ანდრია ჯაღმაიძე