მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცრემლები, ემოციები და ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო - კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა ახლა
ცრემლები, ემოციები და ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო - კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა ახლა

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ფი­ნეთ­სა და და­ნი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე სა­ფეხ­ბურ­თო თა­მა­შის დროს მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი მსოფ­ლიო ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­შე­მო გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მატ­ჩის მსვლე­ლო­ბი­სას და­ნი­ის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, კრის­ტი­ან ერიქ­სენ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ე­დან­ზე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ექი­მე­ბი კი მის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ედ­ნი­დან კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ის გა­დარ­ჩა.

მატ­ჩი მცი­რე დრო­ით გა­და­ი­დო, თუმ­ცა მა­ინც გაგ­რძელ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე გონ­ზე მო­სუ­ლი ერიქ­სე­ნი ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რა თა­ნა­გუნ­დე­ლებს და სთხო­ვა მათ, რომ თა­მა­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ.

  • ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი

გუ­შინ­დელ­მა დღემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, სო­ლი­და­რო­ბის, გუნ­დუ­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ემო­ცი­უ­რი კად­რი გავ­რცელ­და.

რო­დე­საც კრის­ტი­ა­ნი ცუ­დად გახ­და და მინ­დორ­ზე და­ე­ცა, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა მის გარ­შე­მო წრე შეკ­რეს, რათა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ვარ­სკვლა­ვის­თვის ფო­ტო­ე­ბი არ გა­და­ე­ღოთ და მე­დი­ა­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, გარ­და ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია და­ნი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, სა­ი­მონ კი­ა­ე­რის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც რთულ მო­მენ­ტში არ და­იბ­ნა და დრო­უ­ლად უხმო სა­მე­დი­ცი­ნო შტაბს. მე­დი­ა­ში მას გუ­შინ­დე­ლი დღის გმირს უწო­დე­ბენ და წე­რენ, რომ რომ არა მისი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, შე­საძ­ლოა, უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი ყო­ფი­ლი­ყო.

სა­ი­მონ კი­ა­ე­რი და კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნი
ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ერიქ­სე­ნის გარ­შე­მო

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ისიც, რომ, რო­დე­საც და­ნი­ე­ლი ნა­ხევ­რამ­ცვე­ლი სა­კა­ცით გაჰ­ყავ­დათ, ფი­ნელ­მა ფა­ნებ­მა დრო­შა მი­ი­ტა­ნეს, რათა, ჩა­მო­ე­ფა­რე­ბი­ნათ მის­თვის და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ფეხ­ბურ­თე­ლის კად­რე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ასე­ვე ყვე­ლამ ნახა, კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნის მე­უღ­ლეც, რო­მე­ლიც მინ­დორ­ზე ატი­რე­ბუ­ლი ჩა­ვი­და. უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კი მის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

მომ­ხდარ ფაქტს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. მათ შო­რის იყო პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუქ­ზე“ ერიკ­სენ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გა­ამ­ხნე­ვა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვა.

"ვფიქ­რობთ და ვლო­ცუ­ლობთ კრის­ტი­ან ერიქ­სენ­სა და მის ოჯახ­ზე. მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თი იმე­დი­ა­ნად ელო­დე­ბა კარგ სიაxლეს. ერთი სული მაქვს, რო­დის გი­ხი­ლავ კკვლავ მინ­დორ­ზე, ძლი­ე­რი იყა­ვი, კრის“, - წერს რო­ნალ­დუ.

გარ­და ამი­სა, გუ­შინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რუ­სეთ­სა და ბელ­გი­ას შო­რის შედ­გა სა­ფეხ­ბურ­თო და­პი­რის­პი­რე­ბა. მატ­ჩი ბელ­გი­ამ მო­ი­გო (3:0). ბელ­გი­ელ­მა ფორ­ვარ­დმა, რო­მე­ლუ ლუ­კა­კუმ რუ­სე­თის კარ­ში გა­ტა­ნი­ლი პირ­ვე­ლი გოლი ერიქ­სენს მი­უ­ძღვნა. გო­ლის გა­ტა­ნის შემ­დეგ, მან კა­მე­რას­თან მი­ირ­ბი­ნა და თქვა - "მიყ­ვარ­ხარ, კრის.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ფი­ნე­თი­სა და და­ნი­ის თა­მა­ში, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის შემ­დეგ გაგ­რძელ­და. ფი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მად­ლო­ბის ნიშ­ნად და­ნი­ე­ლებს ჯერ ტაში და­უკ­რეს, ხოლო შემ­დეგ, და­ნი­ელ­თა კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გოლი არ აღ­ნიშ­ნეს.

  • რო­გო­რია ერიქ­სე­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა?

და­ნი­ე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცნო­ბით, ის გონ­ზეა და შე­უძ­ლია სა­უ­ბა­რიც. თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ფეხ­ბურ­თე­ლი ესა­უბ­რა, ამ­ბო­ბენ, რომ კრის­ტი­ა­ნი თავს კარ­გად გრძნობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გუ­შინ­დე­ლი მძი­მე შემ­თხვე­ვა და ჯან­მრთე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა მომ­ხდა­რი. ფეხ­ბურ­თელს კლი­ნი­კა­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა და და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ერიქ­სე­ნი ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

29 წლის კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნი და­ნი­ის ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნი­ის ნაკ­რე­ბის ლი­დე­რია. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ის თა­მა­შობ­და აიაქსში, ტო­ტე­ნ­ჰემ­ში, ინ­ტერ­ში. ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ლონ­დო­ნურ გუნდში, ტო­ტე­ნ­ჰემ­ში ჰქონ­და.

ერიკ­სენს ჰყავს ცოლი, საბ­რი­ნა ჯენ­სე­ნი და ორი შვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აგერაა შედეგიც
89

30 მაის გაუკეთებია ფაიზერის ვაკცინა კახს და რა მოუვიდა წადით ჩადექით რიგში ახლა ვისაც არ გჯერათ კიდე ვაკცინების მავნებლობაში რატო უნდა იყოთ თუნდაც ის 1 100 და ვისაც მასე დაემართება???

ზურაბ
7

ჯანმრთელობას ვუსურვებ. მსოფლიოს სიკეთე და სიყვარული მართავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ცრემლები, ემოციები და ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო - კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა ახლა

ცრემლები, ემოციები და ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო - კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა ახლა

ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთსა და დანიას შორის მიმდინარე საფეხბურთო თამაშის დროს მომხდარმა შემთხვევამ მთელი მსოფლიო ერთი ადამიანის გარშემო გააერთიანა. მატჩის მსვლელობისას დანიის ნაკრების ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანზე უგონო მდგომარეობაში იყო, ექიმები კი მის დახმარებას ცდილობდნენ.

ფეხბურთელი მოედნიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი გულშემატკივარს შეატყობინეს, რომ ის გადარჩა.

მატჩი მცირე დროით გადაიდო, თუმცა მაინც გაგრძელდა. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე გონზე მოსული ერიქსენი ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა თანაგუნდელებს და სთხოვა მათ, რომ თამაში გაეგრძელებინათ.

  • ემოციური კადრები

გუშინდელმა დღემ საზოგადოებას ურთიერთობების, სოლიდარობის, გუნდურობისა და მხარდაჭერის მაგალითი აჩვენა. სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური კადრი გავრცელდა.

როდესაც კრისტიანი ცუდად გახდა და მინდორზე დაეცა, თანაგუნდელებმა მის გარშემო წრე შეკრეს, რათა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვარსკვლავისთვის ფოტოები არ გადაეღოთ და მედიაში არ გავრცელებულიყო, გარდა ამისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელი ფეხბურთელის, საიმონ კიაერის ქმედება, რომელიც რთულ მომენტში არ დაიბნა და დროულად უხმო სამედიცინო შტაბს. მედიაში მას გუშინდელი დღის გმირს უწოდებენ და წერენ, რომ რომ არა მისი სწრაფი რეაგირება, შესაძლოა, უმძიმესი შედეგი ყოფილიყო.

საიმონ კიაერი და კრისტიან ერიქსენი
ფეხბურთელები ერიქსენის გარშემო

აღსანიშნავია, ისიც, რომ, როდესაც დანიელი ნახევრამცველი საკაცით გაჰყავდათ, ფინელმა ფანებმა დროშა მიიტანეს, რათა, ჩამოეფარებინათ მისთვის და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის კადრები არ გავრცელებულიყო.

ასევე ყველამ ნახა, კრისტიან ერიქსენის მეუღლეც, რომელიც მინდორზე ატირებული ჩავიდა. უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელები კი მის დამშვიდებას ცდილობდნენ.

მომხდარ ფაქტს მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, საფეხბურთო კლუბები, მწვრთნელები, ფეხბურთელები. მათ შორის იყო პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც "ფეისბუქზე“ ერიკსენთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა.

"ვფიქრობთ და ვლოცულობთ კრისტიან ერიქსენსა და მის ოჯახზე. მსოფლიო ფეხბურთი იმედიანად ელოდება კარგ სიაxლეს. ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ კკვლავ მინდორზე, ძლიერი იყავი, კრის“, - წერს რონალდუ.

გარდა ამისა, გუშინ ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთსა და ბელგიას შორის შედგა საფეხბურთო დაპირისპირება. მატჩი ბელგიამ მოიგო (3:0). ბელგიელმა ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი პირველი გოლი ერიქსენს მიუძღვნა. გოლის გატანის შემდეგ, მან კამერასთან მიირბინა და თქვა - "მიყვარხარ, კრის.“

აღსანიშნავია ასევე ფინეთისა და დანიის თამაში, რომელიც მომხდარის შემდეგ გაგრძელდა. ფინელმა ფეხბურთელებმა მადლობის ნიშნად დანიელებს ჯერ ტაში დაუკრეს, ხოლო შემდეგ, დანიელთა კარში გატანილი გოლი არ აღნიშნეს.

  • როგორია ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?

დანიელი ნახევარმცველის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მისი ოჯახის წევრების ცნობით, ის გონზეა და შეუძლია საუბარიც. თანაგუნდელები, რომლებსაც ფეხბურთელი ესაუბრა, ამბობენ, რომ კრისტიანი თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია გუშინდელი მძიმე შემთხვევა და ჯანმრთელობის რა პრობლემებს უკავშირდება მომხდარი. ფეხბურთელს კლინიკაში გამოკვლევები უტარდება და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ერიქსენი ცოლთან და შვილებთან ერთად

29 წლის კრისტიან ერიქსენი დანიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და თანამედროვე დანიის ნაკრების ლიდერია. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა აიაქსში, ტოტენჰემში, ინტერში. ყველაზე წარმატებული კარიერა ლონდონურ გუნდში, ტოტენჰემში ჰქონდა.

ერიკსენს ჰყავს ცოლი, საბრინა ჯენსენი და ორი შვილი.

კრისტიან ერიქსენს კარდიოსტიმულატორს ჩაუდგამენ - რას აცხადებს დანიის ნაკრების ექიმი?

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები