სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი
რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

“რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლის” ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ რი­ო­ნის ხე­ო­ბი­დან ბა­რი­კა­დე­ბი უნდა აი­ღონ, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ვიდ­ნენ და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თავ­და­პირ­ველ ად­გილ­ზე დაბ­რუნ­დნენ.

რო­გორც გო­ლე­თი­ან­მა “ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან” და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ცენ­ტრის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბებს “ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი უნდა და­თან­ხმდნენ” და პა­სუ­ხი პა­რას­კე­ვამ­დე გა­აჟ­ღე­რონ. გო­ლე­თი­ა­ნის თქმით, თუ ეს პი­რო­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა, შემ­დეგ გაგ­რძელ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა სხვა პი­რო­ბებ­ზე, მათ შო­რის ხე­ო­ბა­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე.

“ორი პი­რო­ბა გვქონ­და, რომ აღე­ბუ­ლი­ყო ბა­რი­კა­დე­ბი და შე­წყვე­ტი­ლი­ყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა იყო. ნა­წი­ლი ამ პი­რო­ბე­ბი­სა, შე­თან­ხმდა. ვგუ­ლის­ხმობ ბა­რი­კა­დე­ბის აღე­ბას, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის გას­ვლას და ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის დაბ­რუ­ნე­ბას პრო­ტეს­ტის ად­გილ­ზე, სა­დაც აქამ­დე იყო. ასე­ვე, ვგუ­ლის­ხმობ მო­ნი­ტო­რინგს ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­დე­საც ჩვენ იქ გა­და­ვი­ნაც­ვლებთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­ნე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რა ხდე­ბა ხე­ო­ბა­ში. ასე­ვე დად­გა და­კა­ვე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბის, ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის სა­კი­თხი. პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­სა­მარ­თით იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბა, რომ უნდა იქ­ნან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, მათ შო­რის სა­მი­ნის­ტრო­მაც ჩა­ი­ნიშ­ნა ეს სა­კი­თხი. ჩვენ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ტენ­ცი­უ­რი და­კა­ვე­ბის სა­კი­თხი, რაზე გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია. ამ ნა­წილ­შიც და­ვა­ყე­ნეთ სა­კი­თხი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი უნდა შე­წყდეს, რომ პრო­ცეს­მა გა­და­ი­ნაც­ვლოს დი­ა­ლო­გის მშვი­დო­ბი­ან ფორ­მატ­ში. ასე­ვე შევ­თან­ხმდით, რომ თუ ეს პი­რო­ბე­ბი რო­მე­ლიც დად­გა შემ­დეგ პა­რას­კე­ვამ­დე შეს­რულ­დე­ბა, ისევ შე­ვიკ­რი­ბე­ბით და დად­გე­ბა შემ­დგო­მი პი­რო­ბის გან­ხილ­ვის სა­კი­თხი, რაც გუ­ლის­ხმობს უშუ­ა­ლოდ ხე­ო­ბა­ში მუშა პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით დეკ­ლა­რი­რე­ბულ პა­სუხს, რომ ბა­რო­კა­დე­ბი უნდა იყოს აღე­ბუ­ლი და პო­ლი­ცია გაყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ უნდა დავ­ბრუნ­დეთ პრო­ტეს­ტის ად­გილ­ზე. მე­ო­რე ნა­წილ­ში, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბას და­ვა­ლო­დე­ბით შემ­დე­გი პა­რას­კე­ვი­დან.

ჩვენ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე არას­დროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი მე­ო­რე მხა­რეს არ არი­ან ხოლ­მე, დღე­საც იგი­ვე იყო. ბრძან­დე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც არ შე­უძ­ლი­ათ გა­დაჭ­რით გაგ­ვცენ პა­სუ­ხი კი­თხვებ­ზე და სხვა­დას­ხვა პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. რა­საც და­თან­ხმდნენ, ესეც გა­სავ­ლე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თან და ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა იყოს პა­რას­კე­ვამ­დე. თუ ეს შეს­რულ­დე­ბა, ვაგ­რძე­ლებთ შემ­დგე პი­რო­ბებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას”,- გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს, გო­ლე­თი­ა­ნის თქმით, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მისი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე, მათ შო­რის მი­წის 99 წლით გა­და­ცე­მის ვა­დის შემ­ცი­რე­ბა არ გა­ნუ­ხი­ლავთ.

“ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე გა­და­ვალთ, თუ მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. იმის­თვის, რომ ვიმ­სჯე­ლოთ დე­ტა­ლებ­ზე სა­ჭი­როა პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
8

მოდის... რევოლუცია მოდის! 

;;;;;;;;;;;;
4

მაინც ყველაფერი ევროკავშირის ჩართულობით ხდება და ბარემ მიგვიღონ რა მაგ კავშირში, ჩვენც გვინდა მინიმალური პენსია 700 ევრო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ.

როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეთანხმების პირობებს “ჯერ გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა დათანხმდნენ” და პასუხი პარასკევამდე გააჟღერონ. გოლეთიანის თქმით, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა სხვა პირობებზე, მათ შორის ხეობაში სამუშაოების შეჩერებაზე.

“ორი პირობა გვქონდა, რომ აღებულიყო ბარიკადები და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა. ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ადგილზე, სადაც აქამდე იყო. ასევე, ვგულისხმობ მონიტორინგს ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია რა ხდება ხეობაში. ასევე დადგა დაკავებული ბიჭების, ჩვენი თანამებრძოლების საკითხი. პროკურატურის მისამართით იქნება მოწოდება, რომ უნდა იქნან გათავისუფლები ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს საკითხი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოტენციური დაკავების საკითხი, რაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უნდა შეწყდეს, რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში. ასევე შევთანხმდით, რომ თუ ეს პირობები რომელიც დადგა შემდეგ პარასკევამდე შესრულდება, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს უშუალოდ ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას. ჩვენ ველოდებით დეკლარირებულ პასუხს, რომ ბაროკადები უნდა იყოს აღებული და პოლიცია გაყვანილი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ადგილზე. მეორე ნაწილში, რაც გულისხმობს სამუშაოების შეჩერებას დავალოდებით შემდეგი პარასკევიდან.

ჩვენთან შეხვედრებზე არასდროს გადაწყვეტილების მიმღები პირები მეორე მხარეს არ არიან ხოლმე, დღესაც იგივე იყო. ბრძანდებოდნენ მინისტრის მოადგილეები, რომელთაც არ შეუძლიათ გადაჭრით გაგვცენ პასუხი კითხვებზე და სხვადასხვა პირობების შესრულებაზე. რასაც დათანხმდნენ, ესეც გასავლელია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ამაზე პასუხი უნდა იყოს პარასკევამდე. თუ ეს შესრულდება, ვაგრძელებთ შემდგე პირობებზე მოლაპარაკებას”,- განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, გოლეთიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მისი შინაარსობრივი მხარე, მათ შორის მიწის 99 წლით გადაცემის ვადის შემცირება არ განუხილავთ.

“შინაარსობრივ მხარეზე გადავალთ, თუ მედიაციის პროცესი დაიწყება. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ დეტალებზე საჭიროა პირობების შესრულება”,- განაცხადა გოლეთიანმა.

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში