სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე
"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე

ჩვენ ისე ავა­გეთ ეს სა­კი­თხე­ბი, რომ გვინ­და ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე დავ­ტო­ვოთ უფუნ­ქცი­ოდ, თა­მარ ჟვა­ნია იქ­ნე­ბა თუ ღო­ბეგ­ლე­ჯი­აშ­ვი­ლი, თუ მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ­თვის შე­ეც­დე­ბა ძვე­ლი სის­ტე­მით გა­ყალ­ბე­ბას, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში მის­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ამ წუ­თებ­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იმი­ტი­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სი ტარ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი გა­ყალ­ბე­ბის შან­სი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ამ­დე­ნი ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის არა­ვის მი­უღ­წე­ვია, შე­სა­ბა­მი­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამის რე­ა­ლი­ზე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­წყოს.

„ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი გა­ყალ­ბე­ბის შან­სი, ეს ინო­ვა­ცია მო­ვი­ფიქ­რეთ გა­ყალ­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც აქ ხდე­ბა. 90-95%- ით შემ­ცი­რე­ბუ­ლია გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 30- წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში ამ­დე­ნი ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის არა­ვის მი­უღ­წე­ვია, ჩვენ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტით მი­ვაღ­წი­ეთ ამას და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ი­წყოს ამის რე­ა­ლი­ზე­ბა. გარ­და ამი­სა, მქონ­და ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან სა­უ­ბა­რი, რომ თუ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა დაგ­ვჭირ­დე­ბა, დაგ­ვეხ­მა­რონ და მა­გა­ლი­თად სკა­ნე­რე­ბი გად­მოგ­ვცენ სა­ჩუქ­რად.

ყვე­ლა სხვა პრო­ცე­დუ­რულ ცვლი­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის დროს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი უნდა ამო­ვაგ­დოთ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან და მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ნერ­გი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ზღვე­უ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. სა­ხის ამომცნო­ბი სის­ტე­მა წამ­ში აი­დენ­ტი­ფიც­რებს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც მი­დის და შე­უძ­ლე­ბე­ლია არას­წო­რი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­დეს უბან­ზე. ახა­ლი თა­ო­ბის ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი აღი­რი­ცხე­ბა სა­ერ­თო სის­ტე­მა­ში ბარ­კო­დე­ბით, რომ არა­ვინ გა­ი­ტა­ნოს უბ­ნი­დან გა­რეთ. ხმის დათ­ვლის პრო­ცეს­ში დას­კა­ნირ­დე­ბა ყვე­ლა ბი­უ­ლე­ტი­ნი, ონ­ლა­ინ­ში შევ­ხე­დავთ და შეგ­ვეძ­ლე­ბა დავ­თვა­ლოთ ხმე­ბი. კა­მე­რა გა­და­ი­ღებს სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა ბი­უ­ლე­ტენს და იქ­ნე­ბა დათ­ვლი­ლი კა­მე­რის ქვეშ”, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩი
10

ახალგაზრდა ვაშაძე ყოველნაირად ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც უძლიერესმა პოლიტიკოსმა და მთელი ოპოზიციური ველის ლიდერმა. ამისთვის მიმართავს ყველა შესაძლე საშუალებას - პოპულიზმი, დემაგოგია, საკუთარი პერსონის პიარი, ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის არა აქტუალურობის დეკლარირება და ხაზგასმა.

გასკდი-გავარდიშვილი
16

დავუშვათ, რომ სიმართლეს ამბობს ეს ფუნაგორია, მაგრამ ხსენებული გვარის ხალხს ვინ მოუხდის ბოდიშს, პუშკინი???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე

"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე

ჩვენ ისე ავაგეთ ეს საკითხები, რომ გვინდა ცესკოს თავმჯდომარე დავტოვოთ უფუნქციოდ, თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართული ადამიანია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ამ წუთებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნების პროცესი ტარდება.

მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ცვლილებისათვის არავის მიუღწევია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამის რეალიზება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.

„ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, ეს ინოვაცია მოვიფიქრეთ გაყალბების პრევენციისთვის, რომელიც აქ ხდება. 90-95%- ით შემცირებულია გაყალბების შემთხვევები ამ ტექნოლოგიებით.

დამოუკიდებელი საქართველოს 30- წლიან ისტორიაში ამდენი ცვლილებისათვის არავის მიუღწევია, ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტით მივაღწიეთ ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება. გარდა ამისა, მქონდა ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი, რომ თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, დაგვეხმარონ და მაგალითად სკანერები გადმოგვცენ საჩუქრად.

ყველა სხვა პროცედურულ ცვლილებასთან მიმართებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები არჩევნების დროს. საბოლოო ჯამში, ადამიანური ფაქტორი უნდა ამოვაგდოთ საარჩევნო უბნიდან და მაქსიმალურად იქნება დანერგილი ტექნოლოგიები, რომელიც გადაზღვეულია უსაფრთხოების კუთხით. სახის ამომცნობი სისტემა წამში აიდენტიფიცრებს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მიდის და შეუძლებელია არასწორი ადამიანი შევიდეს უბანზე. ახალი თაობის ბიულეტენები აღირიცხება საერთო სისტემაში ბარკოდებით, რომ არავინ გაიტანოს უბნიდან გარეთ. ხმის დათვლის პროცესში დასკანირდება ყველა ბიულეტინი, ონლაინში შევხედავთ და შეგვეძლება დავთვალოთ ხმები. კამერა გადაიღებს სათითაოდ ყველა ბიულეტენს და იქნება დათვლილი კამერის ქვეშ”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"მომესმა, რომ ვიღაცას მუსიკა ჰქონდა ჩართული, მეგონა, ვიღაცას ტელეფონი დარჩა და რეკავდა..." - კახა კუჭავა პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვაზე

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაამტკიცა - რა შეიცვლება საარჩევო რეფორმის შედეგად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"