"საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’" მოგებები გრძელდება, 71 წლის ზურაბ ხვინგიამ ბორჯომიდან ,,ლოტო 6/42-ში’’ 9 471 ლარი მოიგო. ბატონმა ზურაბმა ლოტოს თამაში მეუღლის მიმბაძველობით დაიწყო.
"ჩემი მეუღლე ლატარიას სისტემატურად თამაშობს, მაგრამ დიდი თანხა არასდროს მოუგია, მეუღლის შემხედვარე გავბრაზდი და ,,ლოტო 6/42’’-ის მხოლოდ ორი ბილეთი 4 ლარად შევიძინე, პირველივე შენაძენი იღბლიანი აღმოჩნდა და 9471 ლარი მომაგებინა’’. ბატონ ზურაბს უკვე გადაწყვეტილი აქვს სად დახარჯავს მოგებულ თანხას ,,სამი შვილი და რვა შვილიშვილი მყავს, მოგება ყველას თანაბრად უნდა გავუნაწილო და როგორც საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ გაახარა ჩემი გული, ისე უნდა გავახარო მეც ჩემი შთამომვავლობა’’ - თავის გეგმებს გვიზიარებს ბატონი ზურაბი.
"საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ზურაბ ხვინგიას მოგებას და მას წარმატებას უსურვებს. შეგახსენებთ, რომ ,,ლოტო 6/42’’-ის გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში 20:45 საათზე. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge -ზე და კომპანიის გაყიდვების წერტილებში მთელი საქართველოს მასშტაბით. იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.
R