მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის" - იენს სტოლტენბერგის განცხადება
"სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის" - იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო-ს მო­მა­ვალ სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც 14 ივ­ნისს არის და­გეგ­მი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა სა­მი­ტის დღის წეს­რი­გის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, სა­მიტ­ზე, მო­კავ­ში­რე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფარ­თო სპექტრს.

"მო­კავ­ში­რე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ მთელ რიგ სხვა სა­კი­თხებს მათ შო­რი­საა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ჩი­ნე­თის შე­საძ­ლო გავ­ლე­ნა, რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ძლი­ერ თავ­დაც­ვას და დი­ა­ლოგს. ასე­ვე ნა­ტოს უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის - სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მან 14 ივ­ნისს, ბრი­უ­სელ­ში და­გეგ­მილ სა­მიტს "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი უწო­და ალი­ან­სი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის".

სტოლ­ტენ­ბერ­გმა ისა­უბ­რა სა­მიტ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის არის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მი­წო­დე­ბის ქსე­ლე­ბის მდგრა­დო­ბა. დღის წეს­რიგ­ში ასე­ვე შე­ტა­ნი­ლია წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის გაძ­ლი­ე­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა, მათ შო­რის პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის გზით და პარტნი­ო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გეგ­მე­ბით. ლი­დე­რე­ბი ისა­უბ­რე­ბენ კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­ზე და შე­თან­ხმდე­ბი­ან კი­ბერ-თავ­დაც­ვის ახალ პო­ლი­ტი­კა­ზე, ასე­ვე შე­თან­ხმდე­ბი­ან ნა­ტოს შემ­დე­გი სტრა­ტე­გი­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

”ნატო არის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ალი­ან­სი ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან სა­მოც­და­ათ წელ­ზე მე­ტია, ჩვენ სამ­ყა­როს­თან ერ­თად ვიც­ვლე­ბით. ორ­შა­ბათს, სა­მიტ­ზე, ჩვენ გვექ­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი დის­კუ­სი­ე­ბი და მი­ვი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ ჩვე­ნი ძლი­ე­რი ალი­ან­სი კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დეს და ერთი მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ვიც­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
24

აკი 10 ივნისს პუტინმა გითხრათ რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში არ შევუშვებთო.ალბათ მასეც იქნება ...თორე გაზი აღარ გექნებათ..ეხლა რუსეთის ხელში ხართ.

mimino
18

საქართველო ძალიან მალე შევა ამ სამხედრო ბლოკში.... ასევე გახდება ევროკავშირის წევრი... ვინც რა უნდა უსა თქვას... არ დამავიწყდეს რუსეთუმე მოაზროვნეებო და მეხოტბეებო, თუ ასე არ მოგწონთ დასავლეთი, რატომ უშვებთ თქვენ შვილებს იქ, ან სასაწავლებლად ან/და საცხოვრებლად, გაუშვით თქვენს საამაყო რუსეთში....

ავტორი:

"სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის" - იენს სტოლტენბერგის განცხადება

"სამიტზე განიხილება ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის" - იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისს არის დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე, მოკავშირეები განიხილავენ საერთაშორისო გლობალური გამოწვევების ფართო სპექტრს.

"მოკავშირეები განიხილავენ მთელ რიგ სხვა საკითხებს მათ შორისაა უსაფრთხოებაზე ჩინეთის შესაძლო გავლენა, რუსეთის აგრესიული ქმედებები და ჩვენი ორმხრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ძლიერ თავდაცვას და დიალოგს. ასევე ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან 14 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს "მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ალიანსისა და კოლექტიური უსაფრთხოებისათვის".

სტოლტენბერგმა ისაუბრა სამიტზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის არის პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება და ინფრასტრუქტურისა და მიწოდების ქსელების მდგრადობა. დღის წესრიგში ასევე შეტანილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების ძალისხმევა, მათ შორის პარტნიორობის გაღრმავების გზით და პარტნიორების მომზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებით. ლიდერები ისაუბრებენ კლიმატურ ცვლილებებზე და შეთანხმდებიან კიბერ-თავდაცვის ახალ პოლიტიკაზე, ასევე შეთანხმდებიან ნატოს შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაზე.

”ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან სამოცდაათ წელზე მეტია, ჩვენ სამყაროსთან ერთად ვიცვლებით. ორშაბათს, სამიტზე, ჩვენ გვექნება მასშტაბური დისკუსიები და მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - იანს სტოლტენბერგი

"ვერ ვიტყვი, რომ მარტივი საქმე იყო, მაგრამ მეუღლე შეეგუა საქართველოს" - რატომ გამოიქცა დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი, 10-წლიანი კარიერის შემდეგ, რუსეთიდან?

"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." - თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი