მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო მამუკა, თბილისი როდის გიყვარდათ? დედაქალაქს რომ სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?" - ზარქუა ხაზარაძეს
"ბატონო მამუკა, თბილისი როდის გიყვარდათ? დედაქალაქს რომ სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?" - ზარქუა ხაზარაძეს

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გო­ნა, რომ ბა­ტო­ნი ხა­ზა­რა­ძე იყო სი­მარ­თლის, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ბიზ­ნე­სის, არა­ორ­მა­გი სტან­დარ­ტის ეტა­ლო­ნი. ალ­ბათ, ამის­თვის მა­ინც ღირ­და შე­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში, რომ გა­მე­გო ვინ ვინ არის, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სრუ­ლი ცი­ლის­წა­მე­ბაა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­სა და მისი გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც ფრაქ­ცია „ლელო-პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

„რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ „ამ­ნის­ტი­ის კა­ნონს“, მე­გო­ნა, თქვენ დაგ­ვას­წრებ­დით და იტყო­დით, ძა­ლი­ან მა­გა­რია და გვერ­დით და­ვუდ­გე­ბიო. ამის მა­გივ­რად, და­ი­წყეთ გა­უ­გე­ბა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა. თბი­ლი­სი რო­დის გიყ­ვარ­დათ, ბა­ტო­ნო მა­მუ­კა? რო­დე­საც დე­და­ქა­ლაქს თხოვ­დით, სა­ტყეო ზო­ნი­დან 5 ათა­სი სამ­შე­ნებ­ლო ზო­ნად გა­გე­კე­თე­ბი­ნათ? მა­შინ გიყ­ვარ­დათ ალ­ბათ თბი­ლი­სი. თუ მა­შინ გიყ­ვარ­დათ, რო­დე­საც თქვე­ნი სა­თა­ვო ოფი­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ნაგ­ვით აავ­სეთ ხე­ვე­ბი? ნუ ეც­დე­ბით ამის უარ­ყო­ფას, ჯა­რი­მე­ბი მაქვს აგერ მო­ტა­ნი­ლი. ამას თუ გი­მა­ლა­ვენ, მა­შინ გა­მო­დით და თქვით, რომ ვერ მარ­თავთ კომ­პა­ნი­ას. ნაგ­ვით ავ­სებ­დით ხე­ვებს ვაშ­ლი­ჯვარ­ში, დღეს რომ პრობ­ლე­მა გვაქვს. ორ­მა­გი სტან­დარ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის და ჩემი კო­ლე­გე­ბის­თვის, ამას არ გა­გი­ტა­რებთ. თუ მა­შინ გიყ­ვარ­დათ თბი­ლი­სი, რო­დე­საც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნი­დან ითხოვ­დით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ზო­ნის აშე­ნე­ბას და 41 000 კვად­რა­ტით მეტი აა­შე­ნეთ?,– მი­მარ­თა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ფრაქ­ცია „ლელო-პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს.

ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს ვე­რა­ვინ აა­შე­ნებს კორ­პუ­სებს სტა­დი­ო­ნებ­ზე და რეკ­რე­ა­ცი­ულ სივ­რცე­ებ­ში.

"კახა კა­ლა­ძის მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლაქ­მა გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა მი­ი­ღო. თქვენ მიერ მო­წო­ნე­ბულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა კი სა­ტყეო ზონა გა­აქ­რო და რისი დამ­სა­ხუ­რე­ბაც იყო, რომ ტყე გა­ყი­დუ­ლია, რაც ჩვენ და­ვუბ­რუ­ნეთ. სა­ტყეო ზონა, 138 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტი არის ახლა რუ­კა­ზე. რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა, 4 მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და, სწო­რედ კახა კა­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბით, საკ­რე­ბუ­ლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და გვერ­დით დგო­მით“, – აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
50

თუ თქვენც ორმაგი სტანდარტით არ ხემძღვანელიბთ და პოლიტიკური განცხადება არააა, 

მაში ბრაო!!!

თორე ხაზარაძე ვინაა ყველამ იცის

))
63

ზარქუას სამშობიაროში შემთხვევით ფეხი დაადგესო.................

ავტორი:

"ბატონო მამუკა, თბილისი როდის გიყვარდათ? დედაქალაქს რომ სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?" - ზარქუა ხაზარაძეს

"ბატონო მამუკა, თბილისი როდის გიყვარდათ? დედაქალაქს რომ სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?" - ზარქუა ხაზარაძეს

წლების განმავლობაში მეგონა, რომ ბატონი ხაზარაძე იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არაორმაგი სტანდარტის ეტალონი. ალბათ, ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო ვინ ვინ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრული ცილისწამებაა დედაქალაქის მერისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართული ის განცხადებები, რაც ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

„რაც შეეხება დღევანდელ „ამნისტიის კანონს“, მეგონა, თქვენ დაგვასწრებდით და იტყოდით, ძალიან მაგარია და გვერდით დავუდგებიო. ამის მაგივრად, დაიწყეთ გაუგებარი პრეტენზიების წამოყენება. თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს თხოვდით, სატყეო ზონიდან 5 ათასი სამშენებლო ზონად გაგეკეთებინათ? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი. თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები? ნუ ეცდებით ამის უარყოფას, ჯარიმები მაქვს აგერ მოტანილი. ამას თუ გიმალავენ, მაშინ გამოდით და თქვით, რომ ვერ მართავთ კომპანიას. ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ამას არ გაგიტარებთ. თუ მაშინ გიყვარდათ თბილისი, როდესაც რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელი ზონის აშენებას და 41 000 კვადრატით მეტი ააშენეთ?,– მიმართა ირაკლი ზარქუამ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერს.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, დღეს ვერავინ ააშენებს კორპუსებს სტადიონებზე და რეკრეაციულ სივრცეებში.

"კახა კალაძის მერობის პერიოდში დედაქალაქმა განვითარების გენერალური გეგმა მიიღო. თქვენ მიერ მოწონებულმა სააკაშვილმა კი სატყეო ზონა გააქრო და რისი დამსახურებაც იყო, რომ ტყე გაყიდულია, რაც ჩვენ დავუბრუნეთ. სატყეო ზონა, 138 მილიონი კვადრატი არის ახლა რუკაზე. რეკრეაციული ზონა, 4 მილიონით გაიზარდა, სწორედ კახა კალაძის დამსახურებით, საკრებულოს შუამდგომლობით და გვერდით დგომით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"