მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალ-ახალი ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე
"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალ-ახალი ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რას ამ­ბო­ბენ ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის სა­ხელ­მწი­ფო­ზე და რე­ა­ლუ­რად, მათ უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ვი­თა­რე­ბა­ზე", - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბი­ან და მძი­მე ის­ტო­რი­ებს ყვე­ბი­ან.

"დღეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა პა­რა­ლე­ლუ­რად იმი­სა, რაც ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში გა­მო­იკ­ვე­თა არის ის, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­წო­ლა რო­გორც ყო­ფი­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის, ასე­ვე სრულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან, ან აპი­რე­ბენ, რომ მის­ცენ ჩვე­ნე­ბე­ბი. ეს ზე­წო­ლა მომ­დი­ნა­რე­ობს სწო­რედ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან და მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში ამ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ სწო­რედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ზო­გა­დად მი­მაჩ­ნია, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­თან ერ­თად არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­მა ამ სა­კი­თხთან და სხვა მრა­ვალ მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან პო­ზი­ცი­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ისი­ნი წარ­მო­აგ­დე­ნენ უკა­ნას­კნელ იმედს.

ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს, რომ იყოს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე. პრობ­ლე­მე­ბი არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იმი­ტომ, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს უკავ­შირ­დე­ბა ახალ-ახა­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, რო­მე­ლიც გვიყ­ვე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე უფრო მძი­მე ის­ტო­რი­ას და ეს ის­ტო­რი­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა, ამი­ტომ დღეს მთა­ვა­რი არის ის, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა ეფექ­ტუ­რად და დრო­უ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნონ და გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე­ე­ბი. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად მხარ­და­ჭე­რა უნდა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ ამ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც უდი­დე­სი ზე­წო­ლის ქვეშ არი­ან.

ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცესს გა­რე­დან, ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო­დან, თუმ­ცა თუ ჩვენ ჩავ­თვლით, რომ იქ პრო­ცე­სი ბრკოლ­დე­ბა და ჩვენ ვერ და­ვი­ნა­ხავთ რე­ა­ლუ­რად წინ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეც­დე­ბით ჩა­ვე­რი­ოთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რას ამ­ბო­ბენ ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის სა­ხელ­მწი­ფო­ზე და რე­ა­ლუ­რად მათ უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ვი­თა­რე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ere
76

sadaa lomgaria stalini

ლომჯარია
110

ლგბდ-ს დედოფალა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალ-ახალი ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალ-ახალი ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

"მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ბენეფიციარები ყოველდღიურად უკავშირდებიან და მძიმე ისტორიებს ყვებიან.

"დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან.

ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიციური როლი შეასრულა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ისინი წარმოაგდენენ უკანასკნელ იმედს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან.

ჩვენ ვაკვირდებით პროცესს გარედან, ვიღებთ ინფორმაციებს ზრუნვის სააგენტოდან, თუმცა თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ იქ პროცესი ბრკოლდება და ჩვენ ვერ დავინახავთ რეალურად წინ გადადგმულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით ჩავერიოთ.

მიუხედავად იმისა რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ