ავტორი:

რამდენი სტუმრის მიღებაა ნებადართული ხელის მოწერის ცერემონიაზე - შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგულაციას აქვეყნებს

რამდენი სტუმრის მიღებაა ნებადართული ხელის მოწერის ცერემონიაზე - შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგულაციას აქვეყნებს

შრომის ინსპექციის სამსახური განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისის განახლება საზოგადოების ნაწილმა ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს, რომ ქორწინების მსურველებისა და მათი თანმხლები პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 პირს.

„როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის - ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, ქორწინების მსურველებისა და მათი თანმხლები პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 პირს, ასევე, სარეგისტრაციო სივრცეში თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს პირბადით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა რეგულაციის შემსუბუქება და ის სოციალური ღონისძიების - ქორწინების საზეიმო ცერემონიის ნებართვასთან გააიგივა. შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას. გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ 10 პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები“, - წერია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს

"ერი ფეხზე უნდა დადგეს... ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე" - მეუფე სპირიდონი

"რეზოს ყოფილ ქმართან ერთად შევხვდი და მთელი დასი ჩვენს სახლში დავპატიჟეთ..." - ვინ არის სამი ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელსაც საქართველო რეზო გაბრიაძემ შეაყვარა