მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?
რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?

ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის პირ­ვე­ლი გა­და­ნერგვა მსოფ­ლი­ო­ში 1988 წელს მოხ­და, მას შემ­დეგ კი, სულ მცი­რე, 45 000 ასე­თი ტრან­სპლან­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და უკვე. პირ­ველ ეტაპ­ზე, ჭიპ­ლა­რის სის­ხლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სის­ხლმბა­დი სის­ტე­მის ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ (ლე­ი­კე­მია, ლიმ­ფო­მა, მი­ე­ლო­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა), ასე­ვე თან­და­ყო­ლი­ლი ანე­მი­ე­ბის, თა­ლა­სე­მი­ის და იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (ე.წ. ლი­ზო­სო­მუ­რი დაგ­რო­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი) დროს. მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი ათა­სი პა­ცი­ენ­ტი გა­ნი­კურ­ნა ამ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის­გან.

ამ­რი­გად, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ამა თუ იმ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ბოლო დროს ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ღე­რო­ვან უჯრე­დებს აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს. რა შემ­თხვე­ვა­შია მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი, ამა­ზე ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბანკ "ჯე­ო­ქორ­დის" სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის უჯრე­დუ­ლი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლუ­ბე­კის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (გერ­მა­ნია) მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი გოჩა შა­თი­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

მისი თქმით, ამ ბოლო ათწლე­ულ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აღ­დგე­ნით მე­დი­ცი­ნა­ში. "მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს არა­ერ­თი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ: აუ­ტიზ­მი, თან­და­ყო­ლი­ლი ანე­მი­ე­ბი, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მე­ბი, ბრონ­ქო­პულ­მო­ნა­ლუ­რი დისპლა­ზია, ჰი­პოპ­ლას­ტი­უ­რი მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის სინ­დრო­მი, ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლა, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ტრან­სპლან­ტა­ტი მას­პინ­ძლის წი­ნა­აღ­მდეგ, შიდსი, იმუ­ნუ­რი ან მე­ტა­ბო­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მძი­მე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ლე­ი­კე­მი­ე­ბი, ლიმ­ფო­მე­ბი, მი­ე­ლო­მუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მი­ე­ლო­დისპლა­ზი­უ­რი სინ­დრო­მი, ართრი­ტი და ორ­თო­პე­დი­უ­ლი ტრავ­მა, მი­ე­ლო­ფიბ­რო­ზი, სმე­ნის შე­ძე­ნი­ლი დაქ­ვე­ი­თე­ბა, ნამ­გლი­სებ­რი ანე­მია, ზურ­გის ტვი­ნის ტრავ­მა, იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტი, თა­ლა­სე­მია", - აღ­ნიშ­ნავს გოჩა შა­თი­რიშ­ვი­ლი.

- დიდი ხა­ნია აუ­ტიზ­მი­სა და ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო კვლე­ვა?

-და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ და­ი­წყო. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია დუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა, აშშ) როლი ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში. კვლე­ვებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და დღემ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჯოან კურცბერ­გი, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ექი­მი ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც 1988 წელს ჭიპ­ლა­რის სის­ხლის პირ­ველ ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი აუ­ტიზ­მის და ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თა­ვის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას იწ­ვევს. გა­და­ნერ­გი­ლი ღე­რო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ყო­ფენ აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, მათ შო­რის, ე.წ.ნე­ი­როტრო­ფი­ნებს, რომ­ლე­ბიც აძ­ლი­ე­რებს თა­ვის ტვი­ნის ნერ­ვუ­ლი უჯრე­დე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნარს. სის­ხლმბა­დი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი აძ­ლი­ე­რებს სის­ხლძარ­ღვთა წარ­მოქ­მნას, ანუ ან­გი­ო­გე­ნეზს და შე­დე­გად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა თა­ვის ტვი­ნის სის­ხლმო­მა­რა­გე­ბა; ჭიპ­ლა­რის სის­ხლის უჯრე­დებს აქვთ ასე­ვე იმუ­ნო­რე­გუ­ლა­ცი­ის უნა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ე.წ. თრეგ (რე­გუ­ლა­ტო­რულ უჯრე­დებს). რად­გა­ნაც აუ­ტიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვის ტვინ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა ე.წ. ნე­ი­რო­ინფლა­მა­ცია (ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი), ან­ტი­ან­თე­ბი­თი იმუ­ნო­რე­გუ­ლა­ცია და­დე­ბით როლს თა­მა­შობს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ჭიპ­ლა­რის სის­ხლის მო­ნო­ცი­ტებს კი ნერ­ვუ­ლი უჯრე­დე­ბის დამ­ცვე­ლი, ანუ ნე­ი­როპ­რო­ტექ­ტო­რუ­ლი როლი აქვს, რაც მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ ჭიპ­ლა­რის სის­ხლი ოც­და­ათ წელ­ზე მე­ტია, სის­ხლმბა­დი სის­ტე­მის სიმ­სივ­ნე­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად რა შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნე­ბენ მას?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ჭიპ­ლა­რის სის­ხლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დგომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სის­ხლმბა­დი სის­ტე­მის აღ­სად­გე­ნად. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბოლო წლებ­ში სულ უფრო იკ­ვე­თე­ბა ჭიპ­ლა­რის სის­ხლის გამ­რავ­ლე­ბუ­ლი ღე­რო­ვა­ნი და იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის როლი კი­ბოს იმუ­ნო­თე­რა­პი­ის­თვის. სიმ­სივ­ნის იმუ­ნო­თე­რა­პია ეწო­დე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­ვა­ცი­ას ან მო­დუ­ლი­რე­ბას სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. გამ­რავ­ლე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი სულ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა. მათ, ვინც შე­ი­ნა­ხავს ჭიპ­ლა­რის სის­ხლს, ახლო მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბათ სა­უ­კე­თე­სო წი­ნა­პი­რო­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის დროს, წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ ეს მე­თო­დი მრა­ვა­ლი დღე­ი­სათ­ვის უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ბა­ტო­ნი გო­ჩას თქმით, ეს კონ­ცეფ­ცია ეფუძ­ნე­ბა ფაქტს, რომ ჭიპ­ლა­რის სის­ხლი არა მხო­ლოდ ღი­რე­ბულ ღე­რო­ვან უჯრე­დებს შე­ი­ცავს, არა­მედ ასე­ვე მრა­ვალ სხვა სა­ხის უჯრედს, რო­მე­ლე­ბიც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბია და წარ­მო­ად­გე­ნენ ან­ტი­სიმ­სივ­ნუ­რი მოქ­მე­დე­ბის უჯრე­დე­ბის წყა­როს. მათ­გან კულ­ტი­ვა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­აქ­ტი­ვე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი მი­ი­ღე­ბა, - ისი­ნი კი­ბოს უჯრე­დებს ანად­გუ­რე­ბენ.

ჭიპ­ლა­რის სის­ხლში მო­ი­პო­ვე­ბა: B ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი, ცი­ტო­ტოქ­სი­უ­რი ტ ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი კი­ლე­რე­ბი - ნა­ტუ­რალ კილ­ლერ ცელლს (NK), სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია იმუ­ნუ­რი თე­რა­პი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბა:

შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის სა­კუ­თა­რი პე­რი­ფე­რუ­ლი სის­ხლის გა­აქ­ტი­ვე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი­თაც მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ ჭიპ­ლა­რის სის­ხლს აქვს უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რად­გან ხში­რად ბევ­რი მი­ზე­ზის გამო სიმ­სივ­ნი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტის მძი­მე ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, შე­ვაგ­რო­ვოთ მისი ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით.

- რა მი­ზე­ზე­ბია ეს?

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტის და­ბა­ლი წონა ან კა­ხექ­სია; გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და შორსწა­სუ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სის გამო პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბე­ბი (მაგ. საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, სა­შარ­დე სის­ტე­მის მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბი); ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცია და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დათ­რგუნ­ვა - იმუ­ნო­სუპ­რე­სია; სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი იმუ­ნო­სუპ­რე­სია; დიდი მო­ცუ­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

ამ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლის (100-200 მლ და მე­ტის) აღე­ბა პა­ცი­ენ­ტის­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჭიპ­ლა­რის სის­ხლი კი წარ­მო­ად­გენს იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წყა­როს შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბის გამო:

  • NK უჯრე­დე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა;
  • უჯრე­დე­ბის წყა­რო­ზე და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი წვდო­მა;
  • ჭიპ­ლა­რის სის­ხლის უჯრე­დე­ბის მა­ღა­ლი აქ­ტი­ო­ბა სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

ბუ­ნებ­რი­ვი კი­ლე­რი უჯრე­დე­ბი სიმ­სივ­ნის­გან ორ­გა­ნიზ­მის არას­პე­ცი­ფი­უ­რი მცვე­ლე­ბი არი­ან და სიმ­სივ­ნის აღ­მო­სა­ჩე­ნად არ სა­ჭი­რო­ე­ბენ სპე­ცი­ფი­უ­რი სტი­მუ­ლა­ცი­ას. ისი­ნი პირ­ვე­ლე­ბი ებ­რძვი­ან ახ­ლად წარ­მოქ­მნილ სიმ­სივ­ნის უჯრე­დებს. სინ­ჯა­რა­ში გა­აქ­ტი­ვე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კი­ლე­რე­ბი კი კი­დევ უფრო ეფექ­ტი­ა­ნად ებ­რძვი­ან სიმ­სივ­ნეს. ორ­გა­ნიზ­მში ინექ­ცი­ის შემ­დგომ ისი­ნი 10-15 დღე ცო­ცხლო­ბენ და ანად­გუ­რე­ბენ კი­ბოს უჯრე­დებს. ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­დან NK, LAK, CIK, DCV-ს მი­ღე­ბის­თვის სა­ჭი­როა, უჯრე­დე­ბის კულ­ტი­ვა­ცია აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის - ცი­ტო­კი­ნე­ბის და­მა­ტე­ბით.

ჭიპ­ლა­რის სის­ხლის უჯრე­დე­ბის ან­ტი­სიმ­სივ­ნურ მოქ­მე­დე­ბას მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი და კლი­ნი­კა იკ­ვლევს. სწავ­ლო­ბენ მათ მოქ­მე­დე­ბას მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი ლიმ­ფო­მე­ბი­სა და ლე­ი­კე­მი­ე­ბის დროს და მი­ე­ლო­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ჭიპ­ლა­რის სის­ხლის გა­მო­ყე­ნე­ბა კი­ბოს იმუ­ნო­თე­რა­პი­ა­ში ახა­ლი, მაგ­რამ მე­ტად პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ან­ტი­სიმ­სივ­ნუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი გახ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს?

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების პირველი გადანერგვა მსოფლიოში 1988 წელს მოხდა, მას შემდეგ კი, სულ მცირე, 45 000 ასეთი ტრანსპლანტაცია განხორციელდა უკვე. პირველ ეტაპზე, ჭიპლარის სისხლი გამოიყენებოდა სისხლმბადი სისტემის ონკოდაავადებების სამკურნალოდ (ლეიკემია, ლიმფომა, მიელომური დაავადება), ასევე თანდაყოლილი ანემიების, თალასემიის და იშვიათი გენეტიკური დაავადებების (ე.წ. ლიზოსომური დაგროვების დაავადებები) დროს. მრავალი ათეული ათასი პაციენტი განიკურნა ამ სასიკვდილო განაჩენებისგან.

ამრიგად, თანამედროვე მედიცინა ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, ბოლო დროს ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს აქტიურად იყენებს. რა შემთხვევაშია მისი გამოყენება ყველაზე ეფექტიანი, ამაზე ჭიპლარის სისხლის ბანკ "ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის უჯრედული თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლუბეკის სამედიცინო უნივერსიტეტის (გერმანია) მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი გვესაუბრება.

მისი თქმით, ამ ბოლო ათწლეულში აქტუალური გახდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენება აღდგენით მედიცინაში. "მსოფლიოში მიმდინარეობს არაერთი კლინიკური კვლევა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: აუტიზმი, თანდაყოლილი ანემიები, აუტოიმუნური დაავადებები, თავის ტვინის ტრავმები, ბრონქოპულმონალური დისპლაზია, ჰიპოპლასტიური მარცხენა პარკუჭის სინდრომი, ცერებრული დამბლა, ალცჰაიმერის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ, შიდსი, იმუნური ან მეტაბოლური დაავადებები, მძიმე ინფექციური დაავადებები, ლეიკემიები, ლიმფომები, მიელომული დაავადება, მიელოდისპლაზიური სინდრომი, ართრიტი და ორთოპედიული ტრავმა, მიელოფიბროზი, სმენის შეძენილი დაქვეითება, ნამგლისებრი ანემია, ზურგის ტვინის ტრავმა, იშემიური ინსულტი, თალასემია", - აღნიშნავს გოჩა შათირიშვილი.

- დიდი ხანია აუტიზმისა და ცერებრული დამბლის მიმართულებით დაიწყო კვლევა?

-დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. განსაკუთრებით დიდია დუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) როლი ამ საკითხის შესწავლაში. კვლევებს ხელმძღვანელობდა და დღემდე ხელმძღვანელობს ჯოან კურცბერგი, მსოფლიოს წამყვანი ექიმი ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციაში, რომელიც 1988 წელს ჭიპლარის სისხლის პირველ ტრანსპლანტაციაშიც მონაწილეობდა.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები აუტიზმის და ცერებრული დამბლის დროს დაზიანებული თავის ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას იწვევს. გადანერგილი ღეროვანი ნივთიერებები გამოყოფენ აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ე.წ.ნეიროტროფინებს, რომლებიც აძლიერებს თავის ტვინის ნერვული უჯრედების რეგენერაციის უნარს. სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები აძლიერებს სისხლძარღვთა წარმოქმნას, ანუ ანგიოგენეზს და შედეგად უმჯობესდება თავის ტვინის სისხლმომარაგება; ჭიპლარის სისხლის უჯრედებს აქვთ ასევე იმუნორეგულაციის უნარი, განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. თრეგ (რეგულატორულ უჯრედებს). რადგანაც აუტიზმის განვითარებაში თავის ტვინში აღინიშნება ე.წ. ნეიროინფლამაცია (ანთებითი პროცესები), ანტიანთებითი იმუნორეგულაცია დადებით როლს თამაშობს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჭიპლარის სისხლის მონოციტებს კი ნერვული უჯრედების დამცველი, ანუ ნეიროპროტექტორული როლი აქვს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორივე დაავადების მკურნალობისთვის.

- აღნიშნეთ, რომ ჭიპლარის სისხლი ოცდაათ წელზე მეტია, სისხლმბადი სისტემის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება. კონკრეტულად რა შემთხვევაში იყენებენ მას?

- ამ შემთხვევაში ჭიპლარის სისხლი გამოიყენება მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის შემდგომ დაზიანებული სისხლმბადი სისტემის აღსადგენად. პარალელურად, ბოლო წლებში სულ უფრო იკვეთება ჭიპლარის სისხლის გამრავლებული ღეროვანი და იმუნური უჯრედების როლი კიბოს იმუნოთერაპიისთვის. სიმსივნის იმუნოთერაპია ეწოდება იმუნური სისტემის აქტივაციას ან მოდულირებას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების გასაძლიერებლად. გამრავლებული უჯრედების გამოყენების არეალი სულ უფრო ფართოვდება. მათ, ვინც შეინახავს ჭიპლარის სისხლს, ახლო მომავალში ექნებათ საუკეთესო წინაპირობა, საჭიროების დროს, წარმატებით გამოიყენონ ეს მეთოდი მრავალი დღეისათვის უკურნებელი დაავადების სამკურნალოდ.

ბატონი გოჩას თქმით, ეს კონცეფცია ეფუძნება ფაქტს, რომ ჭიპლარის სისხლი არა მხოლოდ ღირებულ ღეროვან უჯრედებს შეიცავს, არამედ ასევე მრავალ სხვა სახის უჯრედს, რომელებიც იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილებია და წარმოადგენენ ანტისიმსივნური მოქმედების უჯრედების წყაროს. მათგან კულტივაციის პირობებში სიმსივნის საწინააღმდეგო გააქტივებული უჯრედები მიიღება, - ისინი კიბოს უჯრედებს ანადგურებენ.

ჭიპლარის სისხლში მოიპოვება: B ლიმფოციტები, ციტოტოქსიური ტ ლიმფოციტები, ბუნებრივი კილერები - ნატურალ კილლერ ცელლს (NK), საიდანაც შესაძლებელია იმუნური თერაპიისათვის საჭირო უჯრედების გამრავლება:

შესაძლოა, პაციენტის საკუთარი პერიფერული სისხლის გააქტივებული უჯრედებითაც მკურნალობა, მაგრამ ჭიპლარის სისხლს აქვს უპირატესობები, რადგან ხშირად ბევრი მიზეზის გამო სიმსივნიანი პაციენტის მძიმე ზოგადი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, შევაგროვოთ მისი ლიმფოციტები საკმარისი რაოდენობით.

- რა მიზეზებია ეს?

- გავრცელებული სიმსივნური ინტოქსიკაციის შედეგად პაციენტის დაბალი წონა ან კახექსია; გავრცელებული და შორსწასული სიმსივნური პროცესის გამო პაციენტის ორგანოთა სისტემების მძიმე უკმარისობები (მაგ. საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საშარდე სისტემის მძიმე დარღვევები); ქიმიოთერაპიის შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაცია და იმუნური სისტემის დათრგუნვა - იმუნოსუპრესია; სხივური თერაპიის შედეგად გამოწვეული იმუნოსუპრესია; დიდი მოცულობის ქირურგიული ჩარევა.

ამ შემთხვევებში საჭირო რაოდენობის სისხლის (100-200 მლ და მეტის) აღება პაციენტისგან შეუძლებელია. ჭიპლარის სისხლი კი წარმოადგენს იმუნური უჯრედების საუკეთესო ალტერნატიულ წყაროს შემდეგი ფაქტორების გამო:

  • NK უჯრედების მაღალი შემცველობა;
  • უჯრედების წყაროზე დაუყოვნებელი წვდომა;
  • ჭიპლარის სისხლის უჯრედების მაღალი აქტიობა სიმსივნის საწინააღმდეგოდ.

ბუნებრივი კილერი უჯრედები სიმსივნისგან ორგანიზმის არასპეციფიური მცველები არიან და სიმსივნის აღმოსაჩენად არ საჭიროებენ სპეციფიური სტიმულაციას. ისინი პირველები ებრძვიან ახლად წარმოქმნილ სიმსივნის უჯრედებს. სინჯარაში გააქტივებული ბუნებრივი კილერები კი კიდევ უფრო ეფექტიანად ებრძვიან სიმსივნეს. ორგანიზმში ინექციის შემდგომ ისინი 10-15 დღე ცოცხლობენ და ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ჭიპლარის სისხლიდან NK, LAK, CIK, DCV-ს მიღებისთვის საჭიროა, უჯრედების კულტივაცია აქტიური ნივთიერებების - ციტოკინების დამატებით.

ჭიპლარის სისხლის უჯრედების ანტისიმსივნურ მოქმედებას მსოფლიოს არაერთი სამედიცინო ცენტრი და კლინიკა იკვლევს. სწავლობენ მათ მოქმედებას მწვავე და ქრონიკული ლიმფომებისა და ლეიკემიების დროს და მიელომური დაავადების სამკურნალოდ.

ჭიპლარის სისხლის გამოყენება კიბოს იმუნოთერაპიაში ახალი, მაგრამ მეტად პერსპექტიული მიმართულებაა. ეს მიმართულება ახლო მომავალში წარმატებული ანტისიმსივნური მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება.

8 წლის ელენე სუბელიანს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

აქცია სოფელ ბობოყვათში - ადგილობრივებმა ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს

"მდგომარეობა დამძიმდა... მართვით სუნთქვაზე იმყოფება" - 37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება