კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, თე­ლავ­სა და ქუ­თა­ის­ში 13 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

„ყვე­ლა მათ­გა­ნი: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად „ვიტო“), 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ. ხ. (მეტ­სა­ხე­ლად „ჯეკო“) , 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. გ. (მეტ­საც­ლე­ად პუ­პუ­შა“, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. რ. (მეტ­სა­ხე­ლად „ხონ­სკი“), 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. დ. (მეტ­სა­ხე­ლად „ბაჩო“), 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. შ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ლ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. მ. (მეტ­სა­ხე­ლად „გი­ბო­ნა“), 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. დ., 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. ჭ., 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. კ. (მეტ­სა­ხე­ლად „ტყვლი­პე“), 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. მ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. მ. ( მეტ­სა­ხე­ლად „მემი“) და­კა­ვე­ბუ­ლია „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს ზ. მ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „გლე­ხო­ვიჩს“) კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა, რაც 9-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში შე­მო­სავ­ლე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფი­ნან­სუ­რი დავა წარ­მო­ექ­მნა ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან.

მო­და­ვე მხა­რე­ებ­მა უთან­ხმო­ე­ბის გამო არ­სე­ბუ­ლი და­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს მი­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც ერთ-ერ­თმა სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ­მა კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა - ზ.მ.-მ საქ­მის გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა თა­ვის შვილს - მ.მ.-ს და­ა­ვა­ლა.

ამ უკა­ნას­კნელ­მა კი 2021 წლის 16 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, და­ვის ქურ­დუ­ლი წე­სით გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ­ლის შე­დე­გად, ერთ-ერთ მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ 80 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის განჩნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პო­ლი­ცი­ამ 4 ავ­ტო­მან­ქა­ნა და საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის“ და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, 223-ე პრი­მა-3 და 223-ე პრი­მა-4 მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BAjaglaria
7

male virtxebs sheugzavni da usaqmurad ar iqnebian kai bichebi

ნინი
3

1995-1996 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებსაც რომ ასეთი ცხოვრების ინტერესი ექნებათ.... რა სამწუხაროა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მ. მ. ( მეტსახელად „მემი“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ზ. მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩს“) კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან.

მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა - ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს - მ.მ.-ს დაავალა.

ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.