საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან
მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან

მსოფ­ლიო აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინ­შია. ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც ბა­ი­დე­ნი პუ­ტინ­თან აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში გა­მარ­თავს.

ექ­სპერ­ტე­ბი "ცხელ და და­ძა­ბულ“ სა­უ­ბარს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, ვი­ნა­ი­დან შეხ­ვედ­რას წინ უძღვის არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტე­ბის მხრი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს ით­ქმის ჯო ბა­ი­დენ­ზე, რო­მელ­მაც პუ­ტინს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მკვლე­ლი უწო­და. თა­ვის მხრივ, პუ­ტინ­მა ბა­ი­დენს ასე უპა­სუ­ხა:

"რას ვუ­პა­სუ­ხებ­დი მას? მე მას ვე­ტყო­დი, ჯან­მრთე­ლად იყა­ვით... ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. ბავ­შვო­ბა­ში, რო­დე­საც ეზო­ში ერ­თმა­ნეთს ვე­კა­მა­თე­ბო­დით ხოლ­მე, ვამ­ბობ­დით: "ვინც იძა­ხის, იძა­ხის, თა­ვის თავ­ზე იძა­ხის". ეს სი­ტყვე­ბი მხო­ლოდ ბავ­შვუ­რი არ არის, მას­ში ღრმა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აზრი დევს. რო­დე­საც სხვებს ვა­ფა­სებთ, ჩვენ თით­ქოს სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბით და ჩვენს პრობ­ლე­მებს სხვებს ვა­კის­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზით, პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლი­ოს ბირ­თვულ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, რე­გი­ო­ნულ კონ­ფლიქ­ტებს, უკ­რა­ი­ნის სა­კითხს, აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის საქ­მეს, ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ზე და სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ზე რუ­სე­თის მხრი­დან შე­საძ­ლო კი­ბერ­თავ­დას­ხმებს.

გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხებ­ზე არა­ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს ად­გი­ლი, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტე­ბი შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ის­ტო­რი­ულ შეხ­ვედ­რას შვე­ი­ცა­რია 16 ივ­ნისს უმას­პინ­ძლებს. ის ჟე­ნე­ვის ის­ტო­რი­ულ სა­სახ­ლე­ში, მე-18 სა­უ­კუ­ნის ვი­ლა­ში შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვის ტბას­თან მდე­ბა­რე­ობს.

სა­ა­გენ­ტო Reuters-ი გვი­ზი­ა­რებს რეს­ტორ­ნი­სა და სას­ტუმ­როს ფო­ტოს, რო­მე­ლიც სა­სახ­ლის გვერ­დი­თაა და სა­დაც ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თე­ბა

სა­სახ­ლე ტბის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ხე­ე­ბით, ვარ­დის ბუჩ­ქე­ბით და უძ­ვე­ლე­სი შად­რევ­ნე­ბით. აქვს ულა­მა­ზე­სი ხედი. აქ არის ჟე­ნე­ვა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­დე­ბის ბაღი.

ხედი სა­სახ­ლი­დან

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯოჰნ
93

სად მიდიხარ ბიწოოო! ცხვარი მგელთან შესახვედრად?!

გივი
145

ასე გამოდის მსოფლიოს ბატონ პატრონი რუსეთია...ნუ ფაქტი სახეზეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან

მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან

მსოფლიო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც ბაიდენი პუტინთან აშშ-ის პრეზიდენტის რანგში გამართავს.

ექსპერტები "ცხელ და დაძაბულ“ საუბარს პროგნოზირებენ, ვინაიდან შეხვედრას წინ უძღვის არაერთი კრიტიკული განცხადება პრეზიდენტების მხრიდან. განსაკუთრებით კი ეს ითქმის ჯო ბაიდენზე, რომელმაც პუტინს ერთ-ერთ ინტერვიუში მკვლელი უწოდა. თავის მხრივ, პუტინმა ბაიდენს ასე უპასუხა:

"რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით... ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ვამბობდით: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის". ეს სიტყვები მხოლოდ ბავშვური არ არის, მასში ღრმა ფსიქოლოგიური აზრი დევს. როდესაც სხვებს ვაფასებთ, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ჩვენს პრობლემებს სხვებს ვაკისრებთ“, - განაცხადა პუტინმა.

წინასწარი პროგნოზით, პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხება მსოფლიოს ბირთვულ სტაბილურობას, რეგიონულ კონფლიქტებს, უკრაინის საკითხს, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს, ამერიკის დაზვერვის სამსახურზე და სხვა სახელმწიფო უწყებებზე რუსეთის მხრიდან შესაძლო კიბერთავდასხმებს.

განსახილველ საკითხებზე არანაკლებ ყურადღებას იპყრობს ადგილი, სადაც პრეზიდენტები შეხვედრას გამართავენ. უკვე ცნობილია, რომ ისტორიულ შეხვედრას შვეიცარია 16 ივნისს უმასპინძლებს. ის ჟენევის ისტორიულ სასახლეში, მე-18 საუკუნის ვილაში შედგება, რომელიც ჟენევის ტბასთან მდებარეობს.

სააგენტო Reuters-ი გვიზიარებს რესტორნისა და სასტუმროს ფოტოს, რომელიც სასახლის გვერდითაა და სადაც ვახშამი გაიმართება

სასახლე ტბის მარცხენა სანაპიროზეა განთავსებული. ის გარშემორტყმულია ხეებით, ვარდის ბუჩქებით და უძველესი შადრევნებით. აქვს ულამაზესი ხედი. აქ არის ჟენევაში ყველაზე დიდი ვარდების ბაღი.

ხედი სასახლიდან

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები

"არ ყოფილა არანაირი მუქარა... ზოგისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ დედაჩემზეც კი ვისაუბრე..." - ბაიდენი პუტინთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება