საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოფშორებიდან საქართველოში 5.2 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, მათგან 10 კომპანია ივანიშვილთან არის კავშირში -  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიში
ოფშორებიდან საქართველოში 5.2 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, მათგან 10 კომპანია ივანიშვილთან არის კავშირში -  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიში

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა“ - 2011-2020 წლებ­ში ოფ­შო­რუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან 5.2 მლრდ დო­ლა­რამ­დე უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­და -10 ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ხერ­ხდა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ან­გა­რი­შის - "ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში: ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი და კო­რუფ­ცი­ის რის­კე­ბი“ მი­ხედ­ვით, 2011-2020 წლებ­ში ოფ­შო­რუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 5.2 მლრდ აშშ დო­ლა­რამ­დე პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­და, რაც ამ პე­რი­ო­დის მთლი­ა­ნი უცხო­უ­რო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის 38%-ია.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში 3 200-მდე კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მთლი­ა­ნი ან გარ­კვე­უ­ლი წი­ლის მფლო­ბე­ლი ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა. ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა ეზღუ­დე­ბათ, შე­საძ­ლოა, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს იყე­ნებ­დნენ. ეს მათ სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტებ­ში, პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ა­ში და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მის­ცემს.

ოფ­შო­რებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ფლო­ბენ : "თბი­ლი­სი ენერ­ჯის“, "ბი­ლა­ინს“, "აი­დი­ეს ბორ­ჯომს“, "ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუმ ჯორ­ჯი­ას“, "რუს­თა­ვის ფო­ლადს“, "სილქ როუდ გრუპ ჰოლ­დინგს“, "ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნალს“, "რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბას“, "ფო­თის მარ­ცვლე­უ­ლის ტერ­მი­ნალს“, "სუფ­თა სახ­ლს“ და სხვა 160-მდე მსხვი­ლი და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მოს.

2011-2020 წლებ­ში ოფ­შო­რუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 5.2 მლრდ აშშ დო­ლა­რამ­დე პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­და, რაც ამ პე­რი­ო­დის მთლი­ა­ნი უცხო­უ­რო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის 38%-ია.

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მო­ხერ­ხდა ისე­თი 10 ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს 10 კომ­პა­ნია, თა­ვის მხრივ, 26 ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას ფლობს.

2012-2020 წლებ­ში 6 ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ას პირ­და­პი­რი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის წე­სით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა გა­და­ე­ცა, მათ შო­რის სამს, სიმ­ბო­ლურ ფა­სად, ერთ ლა­რად. 15-მა ოფ­შო­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა აუქ­ცი­ო­ნის გზით მი­ი­ღო. ამ ქო­ნე­ბის საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 77 მლნ ლა­რია.

ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ანო­ნი­მუ­რი მფლო­ბე­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში "ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის“ ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია. 2016 წლის მა­ის­ში ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ ანტი-კო­რუფ­ცი­ულ სა­მიტ­ზე, სა­ქარ­თვე­ლომ ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლე­ბის რე­ესტრის შექ­მნა­ზე გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა დღემ­დე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს.

ბოლო წლებ­ში ევ­რო­კავ­შირ­მა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტე­ბი გა­ამ­კაც­რეს, რაც ძი­რი­თა­დად, სა­ბო­ლოო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მო­თხოვ­ნებ­ში გა­მო­ი­ხა­ტა. 2020 წელს ევ­რო­კო­მი­სი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცია გა­მოს­ცა, პან­დე­მი­ის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მე­ბი­დან ოფ­შო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა და­ფი­ნან­სე­ბა არ მი­ი­ღონ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად არის შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ას­რუ­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD) ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ქსე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ა­ლურ მფლო­ბელ­თა გამ­ჟღავ­ნე­ბა უნდა მო­ი­თხო­ვოს მი­ნი­მუმ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ან მათი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ა­ში, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში ან სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ სხვა პროგ­რა­მა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“,- ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
31

იხარე ერო, მოკვდი მტერო

ნანიკო
111

ეკა გიგაურს ვინც ენდობით, შეგიძლიათ დაუღეჭავად გადაყლაპოთ

ავტორი:

ოფშორებიდან საქართველოში 5.2 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, მათგან 10 კომპანია ივანიშვილთან არის კავშირში -  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიში

ოფშორებიდან საქართველოში 5.2 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, მათგან 10 კომპანია ივანიშვილთან არის კავშირში -  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან 5.2 მლრდ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა -10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც ივანიშვილთანაა დაკავშირებული

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის - "ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები“ მიხედვით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

"საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნეს საქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ. ეს მათ სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს.

ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ : "თბილისი ენერჯის“, "ბილაინს“, "აიდიეს ბორჯომს“, "ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, "რუსთავის ფოლადს“, "სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, "ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, "რუსთავის ავტობაზრობას“, "ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, "სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.

2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.

ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში "ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ.

რეკომენდაციების თანახმად, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით.

საქართველომ უნდა შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას“,- ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

რამდენია საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი და სად უხდიან ყველაზე მეტს დასაქმებულებს

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები