საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს
ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ნი­დერ­ლან­დებ­ში, ჰა­ა­გა­ში გაგ­რძელ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც 2014 წლის 17 ივ­ლისს უკ­რა­ი­ნის ცაში, დონ­ბას­თან მა­ლა­ი­ზი­უ­რი "ბო­ინგ-777"-ის ჩა­მოგ­დე­ბის (რა­საც 298 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა) ფაქტს იძი­ებს. გა­ნახ­ლე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პირ­ვე­ლად იქნა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი იმ ფრაგ­მენ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა წარ­მო­ე­ბის "ბუ­კის" სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტას ეკუთ­ვნის.

ამ რა­კე­ტის სამი მცი­რე ფრაგ­მენ­ტი ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი "ბო­ინ­გის" ფრთის კონ­სტრუქ­ცი­ი­დან, სა­დაც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა. ჰა­ერ­ში აფეთ­ქე­ბუ­ლი "ბო­ინ­გის" ფრაგ­მენ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კი­ლო­მეტრზე გა­ი­ფან­ტა. მათი დიდი ნა­წი­ლი შემ­დგომ შეგ­როვ­და და ჰა­ა­გა­ში გა­იგ­ზავ­ნა.

რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი დე­ტა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ თვითმფრი­ნა­ვის ფრთის ნამ­სხვრე­ვებ­ში იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი "ბუ­კის" სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტის ეს სამი მცი­რე ფრაგ­მენ­ტი, რაც სა­ბო­ლო­ოდ ამ­ყა­რებს გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ას, რომ უკ­რა­ი­ნის თავ­ზე მფრე­ნი მა­ლა­ი­ზი­უ­რი სამ­გზავ­რო "ბო­ინ­გი", რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან უკ­რა­ი­ნის დონ­ბას­ში მა­ლუ­ლად შეყ­ვა­ნი­ლი, რუ­სე­თის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, კურსკის 53-ე სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო ბრი­გა­დის "ბუ­კი­დან" გაშ­ვე­ბულ­მა რა­კე­ტამ ჩა­მო­აგ­დო.

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო, იმე­დია, რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ას­რუ­ლებს მუ­შა­ო­ბას და სა­ბო­ლოო ვერ­დიქტს გა­მო­ი­ტანს, რომ 298 უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი უკ­რა­ი­ნის ცაში სწო­რედ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ გაშ­ვე­ბულ­მა სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტამ იმ­სხვერ­პლა, თუმ­ცა ეს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ეტყო­ბა, ბევ­რს ვე­რა­ფერს შეც­ვლის - მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი გამ­ყა­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბი­სა, კრემ­ლი მა­ინც ჯი­უ­ტად უარ­ყოფს, რომ სწო­რედ მის­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ჩა­მო­აგ­დეს ეს "ბო­ინ­გი", თუნ­დაც - შეც­დო­მით... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rusi
99

რუსული ბუკით ამერიკის სპეცსამსახურები ვერ ჩამოაგდებდნენ? თუ ვერ მოახერხაბდნენ?

მე
20

მოეკითხებათ, თან აუცილებლად!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ნიდერლანდებში, ჰააგაში გაგრძელდა სასამართლო პროცესი, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ცაში, დონბასთან მალაიზიური "ბოინგ-777"-ის ჩამოგდების (რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა) ფაქტს იძიებს. განახლებულ სასამართლო პროცესზე პირველად იქნა გამოქვეყნებული დეტალური ფოტოსურათები იმ ფრაგმენტებისა, რომელიც საბჭოთა წარმოების "ბუკის" საზენიტო რაკეტას ეკუთვნის.

ამ რაკეტის სამი მცირე ფრაგმენტი ამოღებული იქნა ჩამოგდებული "ბოინგის" ფრთის კონსტრუქციიდან, სადაც ის, სავარაუდოდ, საზენიტო რაკეტის სამგზავრო თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში აფეთქების შემდეგ აღმოჩნდა. ჰაერში აფეთქებული "ბოინგის" ფრაგმენტები რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიფანტა. მათი დიდი ნაწილი შემდგომ შეგროვდა და ჰააგაში გაიგზავნა.

როგორც ჩანს, რამდენიმეწლიანი დეტალური შემოწმების შემდეგ თვითმფრინავის ფრთის ნამსხვრევებში იქნა აღმოჩენილი "ბუკის" საზენიტო რაკეტის ეს სამი მცირე ფრაგმენტი, რაც საბოლოოდ ამყარებს გამოძიების ვერსიას, რომ უკრაინის თავზე მფრენი მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი", რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის დონბასში მალულად შეყვანილი, რუსეთის შეირაღებული ძალების, კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის "ბუკიდან" გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ჰააგის სასამართლო, იმედია, რამდენიმე თვეში დაასრულებს მუშაობას და საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს, რომ 298 უდანაშაულო ადამიანი უკრაინის ცაში სწორედ რუსი სამხედროების მიერ გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ იმსხვერპლა, თუმცა ეს, საერთო ჯამში, ეტყობა, ბევრს ვერაფერს შეცვლის - მიუხედავად ძალიან ბევრი გამყარებული მტკიცებისა, კრემლი მაინც ჯიუტად უარყოფს, რომ სწორედ მისმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ეს "ბოინგი", თუნდაც - შეცდომით... გააგრძელეთ კითხვა

ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი მოკლეს

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა

"ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა შეცდომაა... ეს გულს მიკლავს" - ჯორჯ ბუში