პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე
"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ქარ­თველ რე­ჟი­სორს, მწე­რალ­სა და მხატ­ვარ რეზო გაბ­რი­ა­ძეს დღეს, 10 ივ­ნისს, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

რეზო გაბ­რი­ა­ძის ცხე­დარს ან­ჩის­ხა­ტის ტაძ­რი­დან 15:00 სა­ათ­ზე გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

გთა­ვა­ზობთ მწე­რალ აკა მორ­ჩი­ლა­ძის მო­ნა­ყოლს რეზო გაბ­რი­ა­ძე­ზე, რო­მელ­შიც მას­თან წლე­ბის წი­ნა­ნა­დელ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს:

"ერთხელ კოტე ჯან­დი­ერ­მა რეზო გაბ­რი­ა­ძეს­თან წა­მიყ­ვა­ნა... იჯდა და ხმა­დაბ­ლა გვი­ამ­ბობ­და რა­ღა­ცებს... ეწე­ო­და ძა­ლი­ან წვრილ სი­გა­რე­ტებს, ჩას­ცქე­რო­და სა­ფერ­ფლეს და ხმა­დაბ­ლა გვიყ­ვე­ბო­და, რო­გორ ჩა­მო­ვი­და ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში, და­ბა­ლი და გამ­ხდა­რი; რო­გორ და­დი­ო­და სა­ჯა­რო­ში, სად რო­მე­ლი ბირ­ჟა იყო რუს­თა­ველ­ზე და ამას ჰყვე­ბო­და არა წარ­სუ­ლი­სად­მი მისი თა­ო­ბის თბი­ლი­სელ­თათ­ვის ჩვე­უ­ლი რო­მან­ტი­კით და ლა­ღი­ძის წყლებ­ზე აქ­ცენ­ტით, არა­მედ რო­გორც გან­ვლილ ტკი­ვილ­ზე. ეს არ იყო ტკი­ვი­ლი წა­სუ­ლი რო­მან­ტიზ­მის შე­სა­ხებ, ეს სულ სხვა ტკი­ვი­ლი იყო.

მე მინ­დო­და, ქუ­თა­ის­ზე მო­ე­ყო­ლა. ხომ არ და­ვუ­წყებ­დი გა­მო­კი­თხვას. იმ ნა­ამ­ბობ­ში ქუ­თა­ი­სი ერ­თა­დერ­თხელ ახ­სე­ნა და ისე, რომ არ უხ­სე­ნე­ბია. ასე თქვა: ჩა­მო­ვე­დი აქ, ბავ­შვი. სიყ­ვა­რუ­ლის მეტი არა­ფე­რი მე­ნა­ხა და არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჰოდა, რა­ი­მეს კი­თხვა ქუ­თა­ი­სის შე­სა­ხებ რაღა სა­ჭი­რო იყო. კაც­მა თქვა, - სიყ­ვა­რუ­ლი­დან ჩა­მო­ვე­დიო".

ისე რა­ღაც­ნა­ი­რად და­მა­მახ­სოვ­რდა… ახლა ხომ არ მოვ­ყვე­ბი, რა არის რეზო გაბ­რი­ა­ძის ქუ­თა­ი­სი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ჩვენ­თვის მის ქუ­თა­ისს ბოლო ორ­მოც წე­ლი­წადს. მგო­ნი, რა­ღაც კუ­თხით, მის­მა ქუ­თა­ის­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა კი­დეც. ოღონდ ადა­მი­ა­ნებს არ უყ­ვართ ასეთ რა­მე­ებ­ზე ფიქ­რი. ვაი და, სა­დამ­დე მიხ­ვი­დე.

მე კი­დევ, რა უნდა ვთქვა ქუ­თა­ის­ზე. ეს იყო ხმელ­თა­შუა ზღვის ქა­ლა­ქი, რა­ტომ­ღაც მოხ­ვედ­რი­ლი ხმელ­თა­შუა ზღვის­გან შორს. ალ­ბათ ეს არის ამ ქა­ლა­ქის დრა­მა.

მო­ვი­გეთ, ფე­ო­ლა…

გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ.

მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძე­მაც იქი­დან დაძ­რა თა­ვი­სი წყლე­ბი თბი­ლი­სის­კენ”. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
2

მე მგონი ჯობდა ქუთაისში მისი დასაფლავება. 

ILIA
1

გიო, მაგარი კაცი ხარ, მაგრამ ეგ ჯანდიერი აქ, გაბრიაძის გვერდით, რა მოსატანი იყო...

ავტორი:

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე

თეატრისა და კინოს ქართველ რეჟისორს, მწერალსა და მხატვარ რეზო გაბრიაძეს დღეს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძის ცხედარს ანჩისხატის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

გთავაზობთ მწერალ აკა მორჩილაძის მონაყოლს რეზო გაბრიაძეზე, რომელშიც მასთან წლების წინანადელ შეხვედრას იხსენებს:

"ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა... იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს... ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იყო რუსთაველზე და ამას ჰყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილ ტკივილზე. ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ, ეს სულ სხვა ტკივილი იყო.

მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო".

ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა… ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე.

მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.

მოვიგეთ, ფეოლა…

გაგიჭირდებოდათ.

მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ”. წაიკითხეთ სტატია სრულად

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე