ავტორი:

"მარიუპოლი ბათუმის მსგავს ახალ სასწაულად უნდა ვაქციო" - სააკაშვილის ახალი გეგმები უკრაინაში

"მარიუპოლი ბათუმის მსგავს ახალ სასწაულად უნდა ვაქციო" - სააკაშვილის ახალი გეგმები უკრაინაში

უკრაინული ტელეკომანია "უკრაინა 24“-ის პირდაპირ ეთერში მეტად საინტერესო ფორმაში ჩაერთო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ამ ქალაქის საკურორტო სასწაულად გადაქცევა დააანონსა. როგორც ვიდეოდან ჩანს, მან ზღვაში გაცურა, საიდანაც ჩართვამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა. მისი თქმით, მან მარიუპოლიში ლევან ვარშალომიძეც ჩაიყვანა და მასთან ერთად აპირებს "ახალი სასწაულის" მოხდენას.

"მარიუპოლი ბათუმის მსგავს ახალ სასწაულად უნდა ვაქციო, რაც კი აშენებულია ბათუმში, ლევანის და ჩემი აშენებულია. აქ მარიოპოლიშიც ვხედავ ასეთივე გადასარევ შესაძლებლობას ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად. ლევანთან ერთად, გვსურს კორსორციუმის შექმნა, რომლის ეგიდით გაიხსნება სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. ძალიან კარგი და საქმიანი მერია ჰყავს ქალაქს, რომელიც შექმნის საჭირო კომუნიკაციებს, ახლა აშენებს ფუნიკულიორს. გაძლევთ სიტყვას, რომ აქ მარიუპოლიში 2 წლის შემდეგ არავინ გაიხსენებს ომსა და სროლას, ყველა ილაპარაკებს იმაზე, რომ მარიოპოლი ყველაზე მაგარი, ახალი ტურისტული ადგილია უკრაინაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მარიუპოლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, მდებარეობს. ის ეკუთვნოს დონეცკის ოლქს. მოსახლეობა - 461 810. მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი და უკრაინის უდიდესი საზღვაო პორტია. მარიუპოლი შედის უკრაინის უდიდესი ქალაქების ათეულში, წარმოადგენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო და ეკონომიკურ ცენტრს.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი" - ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერის ძვირადღირებული საათის ფოტო წარადგინა

"რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას,  129 მილიონი ლარი რომ მოეპარა?"- რა ჰკითხა რომან გოცირიძემ ფინანსთა და შს მინისტრებს?