სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელ ჩაპოს" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში - "ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე
"ელ ჩაპოს" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში - "ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე

მექ­სი­კუ­რი "ნარ­კო­კარ­ტე­ლის მე­ფის", კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ხო­ა­კინ გუს­მა­ნის, იმა­ვე "ელ ჩა­პოს" მე­უღ­ლე, ემა აის­პუ­რო, რო­მელ­საც "ნარ­კო­ბიზ­ნე­სის დე­დო­ფა­ლიც" შე­არ­ქვეს, მა­ღა­ლი მო­დი­დან სა­მარ­ტოო სა­კან­ში აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მექ­სი­კუ­რი კლა­ნის ბო­სის მე­უღ­ლე და­კა­ვე­ბამ­დე ნიუ-იორკში, უდარ­დე­ლად ცხოვ­რობ­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ და­კა­ვე­ბამ­დე ის სა­კუ­თა­რი ბრენ­დის სა­მო­სის - "ელ ჩაპო გუს­მა­ნის" და­არ­სე­ბა­საც გეგ­მავ­და, თუმ­ცა ახლა "ნარ­კო­ბიზ­ნე­სის დე­დო­ფა­ლი" სა­მარ­ტოო სა­კან­შია და ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ე­ლა მი­როს ცნო­ბით, სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბის კი­თხვით გაჰ­ყავს დრო.

31 წლის "ნარ­კო­ბიზ­ნე­სის დე­დო­ფა­ლი" 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვა­შინგტო­ნის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. მას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მექ­სი­კუ­რი ნარ­კო­კარ­ტე­ლის - "სი­ნა­ლო­ას" მარ­თვას ედა­ვე­ბი­ან.

ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მტკი­ცე­ბით, აის­პუ­რო მექ­სი­კი­დან აშშ-ში კო­კა­ი­ნის კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით შე­ტა­ნას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 2015 წელს "ელ პა­ჩოს" ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვაც მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით მოხ­და.

სა­სა­მარ­თლოს თა­რი­ღი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ემა აის­პუ­როს უმ­კაც­რეს სას­ჯელს - უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დე­ბენ.

აის­პუ­როს მე­უღ­ლე, ნარ­კო­კარ­ტე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, 64 წლის ხო­ა­კინ გუს­მა­ნი ამ­ჟა­მად კო­ლო­რა­დოს შტატ­ში, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დის სას­ჯელს. მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

31 წლის აის­პუ­როს გავ­ლე­ნი­სა და ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ არა მარ­ტო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ღა­ლა­ტი­თა და ტკი­ვი­ლით, ის არ უშინ­დე­ბო­და მე­უღ­ლის საყ­ვარ­ლებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რას.

სხვა ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბის ცო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თა მი­სია მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რად ჩაც­მა და ჩრდილ­ში ყოფ­ნაა, აის­პუ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად ჩნდე­ბო­და, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხდე­ბოდ­ნენ კლა­ნის წევ­რე­ბი და სწო­რედ მისი თან­ხმო­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბო­და ნარ­კო­ბა­რონ­თან შეხ­ვედ­რაც და­გეგ­მი­ლი­ყო.

"მან და­ამ­ტკი­ცა, რომ ამ სამ­ყა­რო­ში ქალს შე­უძ­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა", - ამ­ბობს სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპერ­ტი სე­სი­ლია მენ­დე­სი.

"როცა კო­კა­ი­ნის ბიზ­ნეს­ში ხარ, ან მოგ­კლა­ვენ ან და­გი­ჭე­რენ. სა­ბო­ლო­ოდ, მისი სამ­ყა­როც ჩა­მო­ინ­გრა", - ამ­ბობს ამე­რი­კე­ლი სპეც­რაზ­მე­ლი დე­რეკ მალ­ცი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ემა აის­პუ­რო მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს 17 წლის ასაკ­ში შეხ­ვდა, ისი­ნი მა­ლე­ვე და­ქორ­წინ­დნენ და ნარ­კო­კარ­ტე­ლის მო­მა­ვალ "დე­დო­ფალს" ტყუ­პიც შე­ე­ძი­ნა.

მო­დუ­რად ჩაც­მის მოყ­ვა­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მე­უღ­ლის ერ­თგუ­ლი იყო. ის არც ერთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს არ ტო­ვებ­და, სა­დაც "ნარ­კო­კარ­ტე­ლის ბო­სის" საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. სა­სა­მარ­თლო­ზე მი­სუ­ლი აის­პუ­როს ჩაც­მის სტი­ლი ყვე­ლას­თვის შე­სამ­ჩნე­ვი იყო. ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლე­ბით, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლი­თა და წი­თე­ლი პო­მა­დით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი "ნარ­კო­კარ­ტე­ლის დე­დო­ფა­ლი", მე­უღ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს ბო­ლომ­დე ეს­წრე­ბო­და, შეს­ვე­ნე­ბებ­ზე კი კა­ფე­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გაჰ­ყავ­და დრო. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­სა და ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის სა­მოს­სა თუ ნივთს ატა­რებ­და. თუმ­ცა გლა­მუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის უკან საკ­მა­ოდ რთუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იმა­ლე­ბო­და.

2006 წელს მექ­სი­კის მთავ­რო­ბამ ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და კრი­მი­ნალს და ნარ­კო­და­ნა­შა­ულს. სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი­სას და­ი­ღუ­პა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - გუს­მა­ნის კლა­ნის წევ­რე­ბი და საყ­ვარ­ლე­ბი. მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლის ცხე­და­რი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში იპო­ვეს.

ერ­თგუ­ლე­ბის ფასი

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ემა აის­პუ­როს მე­უღ­ლე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ის ყვე­ლა სა­კი­თხში უჭერ­და მხარს გუს­მანს. ამ­ბობ­და კიდე, "ის ჩე­მი­აო", თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ნარ­კო­ბიზ­ნე­სის დე­დო­ფალს მე­უღ­ლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღა­ლა­ტობ­და.

ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო­ზე მო­დუ­რად გა­მო­წყო­ბილ აის­პუ­როს მე­უღ­ლის მსგავ­სი ხა­ვერ­დის პი­ჯა­კი ეცვა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ერ­თნა­ი­რი პი­ჯა­კი მათ ერ­თი­ა­ნო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­სა­კი­თხად დარ­ბაზ­ში ლუ­სე­რო სან­ჩეს ლო­პე­სი - გუს­მა­ნის საყ­ვა­რე­ლი შე­მო­იყ­ვა­ნეს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ad
0

პოპკორნს მოვიტან და დადეთ მეორე სერიაც რა

!
1

ნურც გამოსულა იქიდან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ელ ჩაპოს" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში - "ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე

"ელ ჩაპოს" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში - "ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე

მექსიკური "ნარკოკარტელის მეფის", კრიმინალურ სამყაროში ყველასთვის ცნობილი ხოაკინ გუსმანის, იმავე "ელ ჩაპოს" მეუღლე, ემა აისპურო, რომელსაც "ნარკობიზნესის დედოფალიც" შეარქვეს, მაღალი მოდიდან სამარტოო საკანში აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, მექსიკური კლანის ბოსის მეუღლე დაკავებამდე ნიუ-იორკში, უდარდელად ცხოვრობდა. ცნობილია ისიც, რომ დაკავებამდე ის საკუთარი ბრენდის სამოსის - "ელ ჩაპო გუსმანის" დაარსებასაც გეგმავდა, თუმცა ახლა "ნარკობიზნესის დედოფალი" სამარტოო საკანშია და ადვოკატის, მარიელა მიროს ცნობით, სასიყვარულო რომანების კითხვით გაჰყავს დრო.

31 წლის "ნარკობიზნესის დედოფალი" 2021 წლის თებერვალში სამართალდამცავებმა ვაშინგტონის აეროპორტში დააკავეს. მას მეუღლესთან ერთად მექსიკური ნარკოკარტელის - "სინალოას" მართვას ედავებიან.

ამერიკის ფედერალური ბიუროს მტკიცებით, აისპურო მექსიკიდან აშშ-ში კოკაინის კონტრაბანდული გზით შეტანას ხელმძღვანელობდა, 2015 წელს "ელ პაჩოს" ციხიდან გაქცევაც მისი ორგანიზებით მოხდა.

სასამართლოს თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ემა აისპუროს უმკაცრეს სასჯელს - უვადო პატიმრობას შეუფარდებენ.

აისპუროს მეუღლე, ნარკოკარტელის ხელმძღვანელი, 64 წლის ხოაკინ გუსმანი ამჟამად კოლორადოს შტატში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს. მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

31 წლის აისპუროს გავლენისა და ქმედებების შესახებ საუბრობენ არა მარტო სამართალდამცავები. როგორც ამბობენ, მისი ცხოვრება სავსეა ღალატითა და ტკივილით, ის არ უშინდებოდა მეუღლის საყვარლებთან პირისპირ შეხვედრას.

სხვა ნარკობარონების ცოლებისგან განსხვავებით, რომელთა მისია მხოლოდ სექსუალურად ჩაცმა და ჩრდილში ყოფნაა, აისპურო საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა, მისი გადაწყვეტილებით ხდებოდნენ კლანის წევრები და სწორედ მისი თანხმობის შემდეგ შეიძლებოდა ნარკობარონთან შეხვედრაც დაგეგმილიყო.

"მან დაამტკიცა, რომ ამ სამყაროში ქალს შეუძლია ძალაუფლების მოპოვება", - ამბობს სან-დიეგოს უნივერსიტეტის ექსპერტი სესილია მენდესი.

"როცა კოკაინის ბიზნესში ხარ, ან მოგკლავენ ან დაგიჭერენ. საბოლოოდ, მისი სამყაროც ჩამოინგრა", - ამბობს ამერიკელი სპეცრაზმელი დერეკ მალცი, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელობდა.

ემა აისპურო მომავალ მეუღლეს 17 წლის ასაკში შეხვდა, ისინი მალევე დაქორწინდნენ და ნარკოკარტელის მომავალ "დედოფალს" ტყუპიც შეეძინა.

მოდურად ჩაცმის მოყვარული ქალბატონი მეუღლის ერთგული იყო. ის არც ერთ სასამართლო პროცესს არ ტოვებდა, სადაც "ნარკოკარტელის ბოსის" საქმე განიხილებოდა. სასამართლოზე მისული აისპუროს ჩაცმის სტილი ყველასთვის შესამჩნევი იყო. ბრილიანტის სამკაულებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და წითელი პომადით დამშვენებული "ნარკოკარტელის დედოფალი", მეუღლის სასამართლო პროცესებს ბოლომდე ესწრებოდა, შესვენებებზე კი კაფეში, მეგობრებთან ერთად გაჰყავდა დრო. როგორც ექსპერტები ამბობენ, ის ძვირად ღირებულ ნივთებსა და ცნობილი ბრენდების სამოსსა თუ ნივთს ატარებდა. თუმცა გლამურული ცხოვრების უკან საკმაოდ რთული ყოველდღიურობა იმალებოდა.

2006 წელს მექსიკის მთავრობამ ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალს და ნარკოდანაშაულს. სპეცოპერაციებისას დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის - გუსმანის კლანის წევრები და საყვარლები. მისი ერთ-ერთი საყვარელის ცხედარი მანქანის საბარგულში იპოვეს.

ერთგულების ფასი

როგორც ცნობილია, ემა აისპუროს მეუღლე ძალიან უყვარდა. ის ყველა საკითხში უჭერდა მხარს გუსმანს. ამბობდა კიდე, "ის ჩემიაო", თუმცა აღმოჩნდა, რომ ნარკობიზნესის დედოფალს მეუღლე წლების განმავლობაში ღალატობდა.

ერთ-ერთ სასამართლოზე მოდურად გამოწყობილ აისპუროს მეუღლის მსგავსი ხავერდის პიჯაკი ეცვა. ექსპერტების თქმით, ერთნაირი პიჯაკი მათ ერთიანობას გამოხატავდა. მოულოდნელად დასაკითხად დარბაზში ლუსერო სანჩეს ლოპესი - გუსმანის საყვარელი შემოიყვანეს. წაიკითხეთ სრულად

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს