პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე აშშ-ის სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (SDSU) პრე­ზი­დენტს, დოქ­ტორ ადე­ლა დე ლა ტო­რეს შეხ­ვდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ „სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი-სა­ქარ­თვე­ლოს“ (SDSU-G), სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და „ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და მიმ­დი­ნა­რე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­ერ­თა­შო­რი­სო ABET-აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ABET-აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი. მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს SDSU-ს მოქ­მე­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ნერგვის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ამ მიზ­ნით შექ­მნი­ლი კო­მი­ტე­ტის (SDSU to GTU Programs Transition Committee) მიერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შაო და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი.

რო­გორც რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბამ­დე ამაღ­ლე­ბა, რაც ახლო მო­მა­ვალ­ში დას­რულ­დე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ABET აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის და­ნერგვის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა. და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ABET-აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იმუ­შა­ვებს ABET-ის სა­კი­თხებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო ABET-აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის, რაც თა­ვის­თა­ვად, გუ­ლის­ხმობს სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ დარ­გებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის, უახ­ლე­სი სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას. ახლო მო­მა­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლებს სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მდგრად მარ­თვას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, ადე­ლა დე ლა ტო­რემ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა, გა­მოთ­ქვა სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი და რექ­ტო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­იწ­ვია. მან თა­ვა­დაც სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, კვლავ ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კურ­სადმთავ­რე­ბულ­თა გა­მო­საშ­ვე­ბი ცე­რე­მო­ნია და სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა გა­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი, აშშ-ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი, მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა კელი დეგ­ნა­ნი, SDSU-ის პრე­ზი­დენ­ტი, დოქ­ტო­რი ადე­ლა დე ლა ტორე, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ (SDSU-G), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივები და მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო ABET-აკრედიტაციას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ აკადემიური პროგრამების განვითარებას, რომლებიც საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის მისაღებად უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი. მხარეებმა განიხილეს SDSU-ს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანერგვის პერსპექტივები და ამ მიზნით შექმნილი კომიტეტის (SDSU to GTU Programs Transition Committee) მიერ გაწეული სამუშაო და მიღწეული შედეგები.

როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე ამაღლება, რაც ახლო მომავალში დასრულდება, უნივერსიტეტში ABET აკრედიტებული დიპლომების დანერგვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-აკრედიტაციის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომელიც მუდმივად იმუშავებს ABET-ის საკითხებსა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფაზე.

„საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რაც თავისთავად, გულისხმობს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სტანდარტების დაცვის მიმართულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავებული უმაღლესი საერთაშორისო პრაქტიკის, უახლესი სტრატეგიებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას. ახლო მომავალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრად მართვას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ადელა დე ლა ტორემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა, გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და რექტორი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია. მან თავადაც სურვილი გამოთქვა, კვლავ ჩამოვიდეს საქართველოში ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა კურსადმთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, SDSU-ის პრეზიდენტი, დოქტორი ადელა დე ლა ტორე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

NS

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება" - კახა კალაძე

"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?

31 გარდაცვლილი და 821 ახალი ინფიცირებული - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები და რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი შემთხვევა