პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველების ნაწილს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ - დასაქმების სააგენტო
გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველების ნაწილს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ - დასაქმების სააგენტო

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე და­საქ­მე­ბულ ქარ­თვე­ლე­ბის ერთ ჯგუფს სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­და­იყ­ვა­ნენ. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თულ მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­და­იყ­ვა­ნონ, რის თა­ო­ბა­ზეც გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დას­კვნით ეტაპ­ზეა.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი ორი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი და­არ­ღვია და და­საქ­მე­ბის ად­გი­ლი თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვა, დაბ­რუნ­დნენ დამ­საქ­მე­ბელ­თან და ამ­ჟა­მად ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, იმის შე­სა­ხებ, რომ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე ქარ­თუ­ლი სა­მუ­შაო ძა­ლის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, გამ­გზავ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერთ ჯგუფს, დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან არ დახ­ვდათ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ის პი­რო­ბე­ბი რაც წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით იყო ცნო­ბი­ლი. ქარ­თუ­ლი მხა­რე, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­მარ­თვე­ლო, ისე­ვე რო­გორც ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სსიპ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­სა და გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხში. ამ­ჟა­მად გა­მოს­წორ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, საქ­მე­ში ჩა­ერ­თო გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ბა­მი­სი მო­ნი­ტო­რინ­გის უწყე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ად­გილ­ზე შე­ა­მოწ­მეს ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, ასე­ვე გა­უ­წი­ეს მათ კონ­სულ­ტა­ცია ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად უკვე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი მხა­რე მა­ინც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნას სხვა დამ­საქ­მე­ბელ­თან, რის თა­ო­ბა­ზეც გერ­მა­ნულ მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დას­კვნით ეტაპ­ზე არის. რაც შე­ე­ხე­ბა ორ პირს, ორი­ვე მათ­გა­ნი დაბ­რუნ­და დამ­საქ­მე­ბელ­თან, ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა სა­კუ­თარ საქ­ცი­ელს უწო­და „ნაჩ­ქა­რე­ვი“ და „ემო­ცი­ურ ფონ­ზე მი­ღე­ბუ­ლი".

სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ით­ქვას, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვის გარ­და, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან ნაკ­ლე­ბია ინ­ტე­რე­სი პროგ­რა­მის პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც კმა­ყო­ფი­ლია პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით, ისე­ვე რო­გორც ანა­ზღა­უ­რე­ბით. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ობი­ექ­ტუ­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­შუ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­ტი­ვი აღ­საქ­მე­ლი იქ­ნე­ბა, ის თუ რა და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს დრო­ე­ბით ლე­გა­ლურ და­საქ­მე­ბას რო­გორც გამ­გზავ­ნი, ასე­ვე მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის­თვის და თა­ვად ამ მიგ­რან­ტი­სათ­ვის, რისი მა­გა­ლი­თე­ბიც უკვე არ­სე­ბობს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია სულ რა­ღაც 3 თვის წინ და­ი­წყო, რაც ასე­ვე მო­ი­ცავ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ ტექ­ნი­კურ მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­საც.

2021 წლის 14 აპ­რი­ლი­დან 8 ივ­ნი­სამ­დე სულ გა­ემ­გზავ­რა 9 ჯგუ­ფი 95 პი­რის შე­მად­გენ­ლო­ბით“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თან არ­სე­ბულ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე შინ­მოვ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­საქ­მე­ბას, შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თან არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ამ ეტა­პის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე შინ­მოვ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­საქ­მე­ბას ერ­თი­დან 5 წლამ­დე. ამ ეტა­პის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინა
12

ეეე,საცოდავი საქართველო რა დღეშია ხალხი,,,,,საიდან სად,,,,არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი საკუთარ სამშობლოში გაეკეთებინათ?? (თუმცა ხომ გვითხრეს აქ ნუღარაფერს ნუ ელოდებითო..)-აფსუს....

სტელა
8

ამ დღისთვის (ღირდა) 9 წელი ლოდინი.

ავტორი:

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველების ნაწილს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ - დასაქმების სააგენტო

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველების ნაწილს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ - დასაქმების სააგენტო

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ ქართველების ერთ ჯგუფს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიუხედავად ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ დასაქმებულები სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანონ, რის თაობაზეც გერმანულ მხარესთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული ორი მოქალაქე, რომელმაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია და დასაქმების ადგილი თვითნებურად დატოვა, დაბრუნდნენ დამსაქმებელთან და ამჟამად ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებიან.

„ფართო საზოგადოებისათვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, იმის შესახებ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეების ერთ ჯგუფს, დამსაქმებლის მხრიდან არ დახვდათ შესრულებული ის პირობები რაც წინასწარი ინფორმაციით იყო ცნობილი. ქართული მხარე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, ისევე როგორც ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის თანამშრომლები, პირველივე დღიდან იყვნენ ჩართული ამ საკითხების გადაჭრასა და გერმანულ მხარესთან კომუნიკაციის საკითხში. ამჟამად გამოსწორდა ინფრასტრუქტურული პრობლემები, საქმეში ჩაერთო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი მონიტორინგის უწყებები, რომლებმაც ადგილზე შეამოწმეს ქართველი მიგრანტების საცხოვრებელი პირობები, ასევე გაუწიეს მათ კონსულტაცია ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად უკვე გატარებული ღონისძიებებისა, ქართული მხარე მაინც საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნული ჯგუფის წევრების გადაყვანას სხვა დამსაქმებელთან, რის თაობაზეც გერმანულ მხარესთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზე არის. რაც შეეხება ორ პირს, ორივე მათგანი დაბრუნდა დამსაქმებელთან, ამჟამად იმყოფება ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარ საქციელს უწოდა „ნაჩქარევი“ და „ემოციურ ფონზე მიღებული".

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ხსენებული ნეგატიური შემთხვევის გარდა, მედიასაშუალებების მხრიდან ნაკლებია ინტერესი პროგრამის პოზიტიური შედეგებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც კმაყოფილია პროგრამის ფარგლებში არსებული საცხოვრებელი პირობებით, ისევე როგორც ანაზღაურებით. მიგვაჩნია, რომ ობიექტური და კვალიფიციური გაშუქების შემთხვევაში, მარტივი აღსაქმელი იქნება, ის თუ რა დადებითი მხარეები აქვს დროებით ლეგალურ დასაქმებას როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნისთვის და თავად ამ მიგრანტისათვის, რისი მაგალითებიც უკვე არსებობს მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, რაც ასევე მოიცავდა ორგანიზაციულ ტექნიკურ მოსამზადებელ სამუშაოებსაც.

2021 წლის 14 აპრილიდან 8 ივნისამდე სულ გაემგზავრა 9 ჯგუფი 95 პირის შემადგენლობით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

რაც შეეხება ისრაელის სახელმწიფოსთან არსებულ შეთანხმებას, რომელიც სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს კონკრეტული კვალიფიკაციის და დადასტურებული სერტიფიკატის მქონე შინმოვლის სპეციალისტების დასაქმებას, შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისაგან განსხვავებით, ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული შეთანხმება ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს კონკრეტული კვალიფიკაციის და დადასტურებული სერტიფიკატის მქონე შინმოვლის სპეციალისტების დასაქმებას ერთიდან 5 წლამდე. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შერჩევის პროცედურები“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

რამდენია საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი და სად უხდიან ყველაზე მეტს დასაქმებულებს

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმაც პირობები დაარღვია, ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ - საელჩო