მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა

მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­დას­ცა. ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია ამო­ღე­ბუ­ლი იქნა კლი­ნი­კა „იმე­დი­დან“. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია საქ­მის სხვა მა­სა­ლებ­თან ერ­თად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტებ­საც გა­და­ე­ცათ , - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­დი­ას­თან ურ­თერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ბაია ცა­ნა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, თუ რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, თით­ქოს გა­მო­ძი­ე­ბა კლი­ნი­კა „იმე­დი­დან“ და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან მი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ერ­თმა­ნეთს ადა­რებს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან და კლი­ნი­კა „იმე­დი­დან“ ამო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­და­რე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბაია ცა­ნა­ვას თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე „ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ ექი­მებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბაია ცა­ნა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა. ასევე, გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ამოღებული იქნა კლინიკა „იმედიდან“. მოცემულ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული დოკუმენტაცია საქმის სხვა მასალებთან ერთად დაზარალებულის ადვოკატებსაც გადაეცათ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსმა ბაია ცანავამ განუცხადა.

"ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რით არის განპირობებული, თითქოს გამოძიება კლინიკა „იმედიდან“ და რეგულირების სააგენტოდან მიღებულ დოკუმენტაციას ერთმანეთს ადარებს, პროკურატურაში განმარტავენ, რომ რეგულირების სააგენტოდან და კლინიკა „იმედიდან“ ამოღებული დოკუმენტაციის შედარება გამოძიების და დაზარალებულის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ბაია ცანავას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე აქტიურად თანამშრომლობენ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. გამოძიების ფარგლებში, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბაია ცანავამ.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები