საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?
გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: ლე­ვან ვა­სა­ძე, ირაკ­ლი გო­გა­ვა, ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია, დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში ულტრა­კონ­სერ­ვა­ტო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ კი­დევ ერთხელ მი­ი­პყრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა - პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შე­მოს­ვლის გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა და მოძ­რა­ო­ბა "ერი“ (ერ­თო­ბა, რა­ო­ბა იმე­დი) და­ა­ფუძნა. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლი­სა და ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის გან­ზრახ­ვა ვა­სა­ძემ პირ­ვე­ლად 2016 წელს გა­მოთ­ქვა, რო­დე­საც მისი მიზ­ნის - მე­სა­მე ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა. ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ლე­ვან ვა­სა­ძე "ოც­ნე­ბის“ ელექ­ტო­რატ­ზე იმუ­შა­ვებს, ასე­ვე, მათ­ზე, ვინც ნი­ჰი­ლის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ (ე.წ. შუ­ა­შის­ტე­ბი) და ვინც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბით“.

სოსო მან­ჯა­ვი­ძე

მარ­თა­ლია, ლე­ვან ვა­სა­ძის თა­ნა­მო­აზ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, მაგ­რამ ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი პარ­ტი­ის წევ­რებ­ში შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გნე­ლი ირაკ­ლი გო­გა­ვა, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ყო­ფი­ლი წევ­რი სოსო მან­ჯა­ვი­ძე, "ქარ­თუ­ლი მარ­შის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­შია, "ალტ-ინ­ფოს“ წამ­ყვა­ნი ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი, ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია, ხოლო ვა­სა­ძის პარ­ტი­ის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი თბი­ლის­ში, შე­საძ­ლოა, დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იყოს.

კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­შია

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ვცა­დეთ.

ირაკ­ლი გო­გა­ვამ ინ­ფორ­მა­ცია არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო და გვი­თხრა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია:

"ლე­ვანს კარ­გად ვიც­ნობ, პა­ტივს ვცემ, ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია და თუ მი­ვი­ღებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა­ცხა­დებ. მოძ­რა­ო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია“.

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია:

"ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვი­ტი­ლე­ბა არ მი­მი­ღია, თუმ­ცა­ღა, იყო რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა ლე­ვან ვა­სა­ძეს­თან და მინ­და გი­თხრათ, რომ პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი­დან კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ სრუ­ლი თან­ხვედ­რაა ჩვენს იდე­ო­ლო­გი­ას შო­რის. ბავ­შვი არ ვარ და მყა­რად ვიცი, რა მინ­და. ჩემი გან­წყო­ბით, ჩემი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით კონ­სერ­ვა­ტორ-ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვარ და ლე­ვა­ნიც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ამ იდე­ო­ლო­გი­ას, მო­დის საბ­რძოლ­ვე­ლად, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან გა­ვა­ძე­ვოთ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს ნე­ო­ლი­ბე­რა­ლე­ბი არი­ან არა მარ­ტო“ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, ბო­კე­რია და სხვა მის­თა­ნე­ბი, არა­მედ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“ და გა­ხა­რი­ას ახა­ლი პარ­ტი­აც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ და კი­დევ უფრო ჩავ­ხე­დავ, რა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა იქ­ნე­ბა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მქონ­და სა­უ­ბა­რი სოსო მან­ჯა­ვი­ძეს­თან და ირაკ­ლი გო­გა­ვას­თა­ნაც. თუ არ ვცდე­ბი, სო­სომ უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ირაკ­ლი­ზე და ბა­ტონ დი­მა­ზე ჯერ არა­ფე­რი ვიცი".

და­ნარ­ჩე­ნებ­მა ჩვენს ზა­რებს არ უპა­სუ­ხეს.

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
123

Ეძიკას ნარჩენები!

ლია
121

ღმერთო რა დააშავა ამ საწყალმა საქართველომ ყველა მილიონერს,რომ ხელისუფლებაში მოსვლა სურს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?

გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?
  • ფოტოკოლაჟზე: ლევან ვასაძე, ირაკლი გოგავა, ხათუნა ხოფერია, დიმიტრი ლორთქიფანიძე

მაისის შუა რიცხვებში ულტრაკონსერვატორი შეხედულებების მქონე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება - პოლიტიკურ ველზე შემოსვლის განაცხადი გააკეთა და მოძრაობა "ერი“ (ერთობა, რაობა იმედი) დააფუძნა. პოლიტიკაში მოსვლისა და ქვეყნის გადარჩენის განზრახვა ვასაძემ პირველად 2016 წელს გამოთქვა, როდესაც მისი მიზნის - მესამე ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ პრეტენზია გამოთქვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლევან ვასაძე "ოცნების“ ელექტორატზე იმუშავებს, ასევე, მათზე, ვინც ნიჰილისტურად არის განწყობილი არჩევნების მიმართ (ე.წ. შუაშისტები) და ვინც იმედგაცრუებულია "ქართული ოცნებით“.

სოსო მანჯავიძე

მართალია, ლევან ვასაძის თანამოაზრების ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, მაგრამ ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მისი პარტიის წევრებში შესაძლოა ვიხილოთ, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგნელი ირაკლი გოგავა, "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე, "ქართული მარშის" ყოფილი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, "ალტ-ინფოს“ წამყვანი ზურაბ მახარაძე და დიდი ალბათობით, ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ხოლო ვასაძის პარტიის მერობის კანდიდატი თბილისში, შესაძლოა, დიმიტრი ლორთქიფანიძე იყოს.

კონსტანტინე მორგოშია

ჩვენი წყაროს ინფორმაციის გადამოწმება ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებთან ვცადეთ.

ირაკლი გოგავამ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო და გვითხრა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

"ლევანს კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ, ის ყველაზე ძლიერი ქართველი ინტელექტუალია და თუ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, აუცილებლად გამოვაცხადებ. მოძრაობაში გაერთიანება ჯერ არ გადამიწყვეტია“.

ხათუნა ხოფერია:

"ჯერჯერობით გადაწყვიტილება არ მიმიღია, თუმცაღა, იყო რამდენიმე შეხვედრა ლევან ვასაძესთან და მინდა გითხრათ, რომ პირადი საუბრებიდან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სრული თანხვედრაა ჩვენს იდეოლოგიას შორის. ბავშვი არ ვარ და მყარად ვიცი, რა მინდა. ჩემი განწყობით, ჩემი მსოფლმხედველობით კონსერვატორ-ტრადიციონალისტი ვარ და ლევანიც განეკუთვნება ამ იდეოლოგიას, მოდის საბრძოლველად, რომ ქართული პოლიტიკური ველიდან გავაძევოთ ნეოლიბერალები. მოგეხსენებათ, დღეს ნეოლიბერალები არიან არა მარტო“ ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“, ბოკერია და სხვა მისთანები, არამედ, "ქართული ოცნებაც“ და გახარიას ახალი პარტიაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და კიდევ უფრო ჩავხედავ, რა სამოქმედო გეგმა იქნება და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მქონდა საუბარი სოსო მანჯავიძესთან და ირაკლი გოგავასთანაც. თუ არ ვცდები, სოსომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ირაკლიზე და ბატონ დიმაზე ჯერ არაფერი ვიცი".

დანარჩენებმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"