დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები ლაბორატორიულად აღარ დადასტურებულა.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მონიტორინგი და სავარაუდო ფაქტების გამოკვლევა მუდმივად მიმდინარეობს.
„ვირუსის ახალი შტამების შემთხვევები საქართველოში ლაბორატორიულად არ დადასტურებულა იმის შემდეგ, რაც გვქონდა. მიმდინარეობს სავარაუდო ფაქტების გამოკვლევა. როდესაც ხდება ეჭვის მიტანა სხვადასხვა შტამზე, ხდება მათი შემდგომი სეკვენირება. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მუდმივი მონიტორინგი სხვადასხვა შტამებზე და მათ ცირკულირებაზე მიმდინარეობს. 5+1 შემთხვევის შემდეგ ეს აღარ დადასტურებულა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა. ე.წ. ინდური შტამი საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს დაუდასტურდა.