მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე
ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

“ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა პი­როვ­ნე­ბის ხა­სი­ა­თი­დან იწყე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ანა და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბაა, ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი და უშ­რე­ტი ენერ­გი­ის პატ­რო­ნია. მას პი­ა­რი­სა და ლო­ჯის­ტი­კის სა­ო­ცა­რი ნიჭი გა­აჩ­ნია. ზუს­ტად აღიქ­ვამს ადა­მი­ა­ნებ­სა და გა­რე­მოს. ჩემი აზ­რით, ეს ის თვი­სე­ბე­ბია, რი­თიც ანა გა­მო­ირ­ჩე­ვა და რაც პირ­ველ რიგ­ში სჭირ­დე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტსა და ტექ­ნო­ლო­გი­ებს. ამას­თან ერ­თად, ის ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც სწო­რი PR გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია”, - ასე აფა­სებს მხატ­ვა­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია ბრენ­დინ­გი­სა და PR სპე­ცი­ა­ლისტს ანა ჩან­გი­ანს, რომ­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბაც ამ სფე­რო­ში 9 წე­ლი­წადს ით­ვლის.

თუმ­ცა, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად თე­ქის სპე­ცი­ა­ლის­ტად, შემ­დეგ უამ­რა­ვი კულ­ტუ­რუ­ლი, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად იც­ნობ­და. შემ­დეგ იყო უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი, დიდი და პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ე­ბი, სტრუქ­ტუ­რა და ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლებ­თა­ნაც ანა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

თიკა რუ­ხა­ძე, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

ანას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. მე თა­ვად ვარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ამი­ტომ ხში­რად გა­დაკ­ვე­თი­ლა ჩვე­ნი გზე­ბი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ სხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას ან სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის PR კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თვი­სას. ვფიქ­რობ, რომ ანა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და თა­ვის გარ­შე­მო ყო­ველ­თვის კომ­ფორ­ტულ გა­რე­მოს ქმნის. გუნ­დუ­რა­დაც კარ­გად მუ­შა­ობს და მი­ნა­ხავს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც რო­გორ აკე­თებს პრო­ქ­ტებს, ამი­ტომ მას, რო­გორც კვა­ლი­ფი­ცი­ურ პი­არსპე­ცი­ა­ლისტს, მე ნამ­დვი­ლად ვენ­დო­ბი. პი­არ­ში მთა­ვა­რია, სწო­რად ხე­დავ­დე, სწო­რად გეს­მო­დეს და სწორ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გეგ­მავ­დე. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დეც სი­მარ­თლე ყო­ველ­გვა­რი ტყუ­ი­ლი­სა და შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე უნდა მი­გ­ქონ­დეს და ანას ეს ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია. მას აქვს სწო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვა და მი­მაჩ­ნია, რომ ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობს.

ანას ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და ცალ­კე საქ­ველ­მოქ­მე­დო მხა­რე, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თუ პი­როვ­ნე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და.

ანუ­კი არე­ში­ძე, დი­ზა­ი­ნე­რი:

ანა არის უაღ­რე­სად კე­თი­ლი, სან­დო, პო­ზი­ტი­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. მძი­მე და რთულ მო­მენ­ტებ­ში, რო­მე­ლიც ერ­თად ხში­რად გა­დაგ­ვი­ტა­ნია, არის უერ­თგუ­ლე­სი და ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი. მი­ზანს თუ და­ი­სა­ხავს, მთას მი­იყ­ვანს მუ­ჰა­მედ­თან და მა­ინც ბო­ლომ­დე მი­აღ­წევს მი­ზანს. სას­წა­უ­ლი უნა­რი აქვს ადა­მი­ა­ნე­ბი მის სწორ იდე­ებ­ში, სწო­რად და­არ­წმუ­ნოს, ასე­ვე, შექ­მნას მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო ახალ ნაც­ნო­ბებ­თან. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში, მეტ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­როს და მისი სი­კე­თე უამ­რავ პა­ტა­რა­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლოს. ანა რომ არა, ბევრ პრო­ექტს ნამ­დვი­ლად ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი და კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს ვერ გა­ვა­ხა­რებ­დი. ანა არის ადა­მი­ა­ნი, ვისი იმე­დიც მუ­დამ უნდა გქონ­დეს, ყვე­ლა­ზე რთულ დრო­საც კი!

ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ “ კვი­რა­დან” და­ი­წყო, რო­გორც კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა. მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ მისი უნა­რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და პი­ა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­წი­ნა­ვე რი­გებ­ში მყო­ფი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­გა­ნაც.

მა­რი­ამ ქუ­თა­თე­ლა­ძე, „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი:

ანამ ჩვენ­თან, თით­ქმის, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა. მე ამ გუნდს 1 წლის წინ შე­ვუ­ერ­თდი და მინ­და გი­თხრათ, რომ ასე­თი შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ცოტა შემ­ხვედ­რია. მის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა დღეა ან დღის რო­მე­ლი მო­ნაკ­ვე­თი - მუ­შა­ო­ბა არას­დროს ეზა­რე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, საქ­მეს ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნად და გე­მოვ­ნე­ბით აკე­თებს. ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ძა­ლი­ან სწრა­ფად გვი­წევ­და ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ადრე და­გეგ­მვის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ანაც ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას აორ­გა­ნი­ზებ­და. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან ერ­თად, მას შე­უძ­ლია, დამ­კვეთს მომ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა­ზე ია­ფად შეს­თა­ვა­ზოს. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე და საქ­მის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ალ­ბათ, როცა შენი საქ­მე არ გიყ­ვარს, ასე­თი კომ­პე­ტენ­ტუ­რი და კარ­გი ვერ იქ­ნე­ბი. ასე რომ, ყველ­გან და ყო­ველ­თვის მე მას რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­ვუ­წევ.

„მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს სჭირ­დე­ბო­და პრ-ისა და კონ­სალ­ტინ­გის კუ­თხით დახ­მა­რე­ბა. 8 წლის მან­ძილ­ზე, 30-ზე მეტ კომ­პა­ნის­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ჩემ­თვის ოჯა­ხია, დღე­საც ვგულ­შევ­მატ­კივ­რობ და მინ­და რომ მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გით. ამ წლებ­მა მომ­ცა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ანა­ლი­ზის უნა­რი თუ რას ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პი­ა­რი და რა შე­დეგს ელი­ან ამ მომ­სა­ხუ­რე­ბი­დან. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა კი იყოს ის, რომ მცი­რე ბი­ნე­სის­თვის პი­ა­რი და კონ­სალ­ტინ­გი უცხო ხი­ლია, რო­მე­ლიც მათ­თვის აღიქ­მე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბად. ამ დროს კი, როცა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი და სწო­რი სტრა­ტე­გი­ის გან­სა­ზღვრაა სა­ჭი­რო, სწო­რედ პი­არ­მომ­სა­ხუ­რე­ბაა ის ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­ცა და ღი­რე­ბუ­ლე­ბაც ყვე­ლა­ფერს და ყვე­ლას ერ­გე­ბა. მთა­ვა­რი მისი ამ სფე­როს სწო­რედ გაც­ნო­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბაა.

ამ მიზ­ნით, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ძა­ლი­ან დიდი ხანი ვგეგ­მავ­დი, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ამას­თა­ნა­ვე დრო­უ­ლად, შე­იქ­მნა ბრენ­დინ­გი­სა და კონ­სალ­ტინ­გის კომ­პა­ნია „ქოლ­გა“. ჩვე­ნი გუნ­დის, მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი­სა და მას­ტერკლა­სე­ბის დახ­მა­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­გზავ­რო­ბა და არა მათი რეკ­ლა­მი­რე­ბა. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი აწარ­მო­ე­ბენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პრო­დუქტსა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბას, მაგ­რამ მათ უჭირთ დრო­ის დე­ლე­გი­რე­ბა, სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტის სწო­რად მი­წო­დე­ბა“.

„თა­ვი­დან­ვე მსურ­და, რომ ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბი კრე­ა­ტი­უ­ლი, გან­სხა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ და სწო­რედ მათი რჩე­ვე­ბით გან­მე­სა­ზღვრა ის მო­მა­ვა­ლი, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. ვფიქ­რობ, ახალ თა­ო­ბას უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი, სხვა­ნა­ი­რი ხედ­ვე­ბი და მიდ­გო­მე­ბი აქვთ. ეს კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ასეც მოხ­და - ჩვენ სა­ო­ცა­რი გუნ­დი გვყავს!“,- ამ­ბობს ანა და დას­ძენს, რომ „ქოლ­გა“ არას­დროს გახ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ყა­ვარ­ჯე­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის და­ეყ­რდნო­ბი­ან, მისი თქმით, „ქოლ­გა“ არის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც A პუნ­ქტი­დან B პუნ­ქტამ­დე უნდა მი­ა­ცი­ლოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

NS

! :)
0

ჩანგიანია თუ ჭუნირიანი არ ვიცი, აგრამ კაი გოგო კია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

“ყველა საქმიანობა პიროვნების ხასიათიდან იწყება. გარდა იმისა, რომ ანა დადებითი პიროვნებაა, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი და უშრეტი ენერგიის პატრონია. მას პიარისა და ლოჯისტიკის საოცარი ნიჭი გააჩნია. ზუსტად აღიქვამს ადამიანებსა და გარემოს. ჩემი აზრით, ეს ის თვისებებია, რითიც ანა გამოირჩევა და რაც პირველ რიგში სჭირდება მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებს. ამასთან ერთად, ის ძალიან გონიერი ადამიანია, რომელსაც სწორი PR გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია”, - ასე აფასებს მხატვარი ნიკუშა შენგელაია ბრენდინგისა და PR სპეციალისტს ანა ჩანგიანს, რომლის მოღვაწეობაც ამ სფეროში 9 წელიწადს ითვლის.

თუმცა, მას საზოგადოება თავდაპირველად თექის სპეციალისტად, შემდეგ უამრავი კულტურული, საქველმოქმედო აქციების ორგანიზატორად იცნობდა. შემდეგ იყო უამრავი პროექტი, დიდი და პატარა კომპანიები, სტრუქტურა და ორგანიზაცია, რომლებთანაც ანა წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

თიკა რუხაძე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი:

ანას დიდი ხანია ვიცნობ. მე თავად ვარ კომუნიკაციებისა და პიარის სპეციალისტი, ამიტომ ხშირად გადაკვეთილა ჩვენი გზები სახელოვნებო თუ სხვა ტიპის ღონისძიების ჩატარებისას ან სხვადასხვა ორგანიზაციის PR კამპანიის წარმართვისას. ვფიქრობ, რომ ანა ძალიან კარგი ადამიანია და თავის გარშემო ყოველთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. გუნდურადაც კარგად მუშაობს და მინახავს, ინდივიდუალურადაც როგორ აკეთებს პროქტებს, ამიტომ მას, როგორც კვალიფიციურ პიარსპეციალისტს, მე ნამდვილად ვენდობი. პიარში მთავარია, სწორად ხედავდე, სწორად გესმოდეს და სწორ კომუნიკაციას გეგმავდე. საზოგადოებამდეც სიმართლე ყოველგვარი ტყუილისა და შელამაზების გარეშე უნდა მიგქონდეს და ანას ეს ნამდვილად შეუძლია. მას აქვს სწორი პროფესიული ხედვა და მიმაჩნია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ღირსეული ადამიანია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.

ანას ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა ცალკე საქველმოქმედო მხარე, რომელსაც ყოველწლიურად, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თუ პიროვნებასთან თანამშრომლობით ახორციელებდა.

ანუკი არეშიძე, დიზაინერი:

ანა არის უაღრესად კეთილი, სანდო, პოზიტივის მატარებელი ადამიანი. მძიმე და რთულ მომენტებში, რომელიც ერთად ხშირად გადაგვიტანია, არის უერთგულესი და ძალიან ენერგიული. მიზანს თუ დაისახავს, მთას მიიყვანს მუჰამედთან და მაინც ბოლომდე მიაღწევს მიზანს. სასწაული უნარი აქვს ადამიანები მის სწორ იდეებში, სწორად დაარწმუნოს, ასევე, შექმნას მეგობრული გარემო ახალ ნაცნობებთან. მოტივირებულია, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, მეტ ადამიანს დაეხმაროს და მისი სიკეთე უამრავ პატარაზე გადაანაწილოს. ანა რომ არა, ბევრ პროექტს ნამდვილად ვერ განვახორციელებდი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვერ გავახარებდი. ანა არის ადამიანი, ვისი იმედიც მუდამ უნდა გქონდეს, ყველაზე რთულ დროსაც კი!

ყველაფერი საინფორმაციო პორტალ “ კვირადან” დაიწყო, როგორც კომერციულმა დირექტორმა. მალევე მიხვდა, რომ მისი უნარები საშუალებას აძლევდა პიარის მიმართულებითაც დაეწყო მუშაობა. დიდი გამოწვევებისა და გამოცდილების შემდეგ, იყო შემოთავაზებები საქართველოს მოწინავე რიგებში მყოფი მსხვილი კომპანიებისგანაც.

მარიამ ქუთათელაძე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი:

ანამ ჩვენთან, თითქმის, 4 წლის განმავლობაში იმუშავა. მე ამ გუნდს 1 წლის წინ შევუერთდი და მინდა გითხრათ, რომ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი ძალიან ცოტა შემხვედრია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა დღეა ან დღის რომელი მონაკვეთი - მუშაობა არასდროს ეზარება. რაც ყველაზე მთავარია, საქმეს ძალიან ხარისხიანად და გემოვნებით აკეთებს. ჩვენს კომპანიაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძალიან სწრაფად გვიწევდა ღონისძიების ჩატარება და გარკვეული დროით ადრე დაგეგმვის ფუფუნება არ გვქონია. შესაბამისად, ანაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობდა და სხვადასხვა ღონისძიებას აორგანიზებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მას შეუძლია, დამკვეთს მომსახურება ყველაზე იაფად შესთავაზოს. ძალიან შრომისმოყვარე და საქმისთვის თავდადებული ადამიანია. ალბათ, როცა შენი საქმე არ გიყვარს, ასეთი კომპეტენტური და კარგი ვერ იქნები. ასე რომ, ყველგან და ყოველთვის მე მას რეკომენდაციას გავუწევ.

„მრავალწლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდებოდა პრ-ისა და კონსალტინგის კუთხით დახმარება. 8 წლის მანძილზე, 30-ზე მეტ კომპანისთან მქონდა ურთიერთობა. თითოეული მათგანი ჩემთვის ოჯახია, დღესაც ვგულშევმატკივრობ და მინდა რომ მიაღწიონ წარმატებას მაქსიმალური შედეგით. ამ წლებმა მომცა დიდი გამოცდილება და ანალიზის უნარი თუ რას ნიშნავს ადამიანებისთვის პიარი და რა შედეგს ელიან ამ მომსახურებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი იყოს ის, რომ მცირე ბინესისთვის პიარი და კონსალტინგი უცხო ხილია, რომელიც მათთვის აღიქმება ფუფუნებად. ამ დროს კი, როცა ყველაფერი შეიცვალა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სწორი სტრატეგიის განსაზღვრაა საჭირო, სწორედ პიარმომსახურებაა ის ინსტრუმენტი, რომლის შესაძლებლობებიცა და ღირებულებაც ყველაფერს და ყველას ერგება. მთავარი მისი ამ სფეროს სწორედ გაცნობა და გამოყენებაა.

ამ მიზნით, რომლის განხორციელებასაც ძალიან დიდი ხანი ვგეგმავდი, სრულიად მოულოდნელად და ამასთანავე დროულად, შეიქმნა ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგა“. ჩვენი გუნდის, მთავარი მიმართულება არის რეკომენდაციები და კონსულტაციები, ტრენინგებისა და მასტერკლასების დახმარებით ნებისმიერი კომპანიის თანამგზავრობა და არა მათი რეკლამირება. ხშირად ადამიანები აწარმოებენ არაჩვეულებრივ პროდუქტსა თუ მომსახურებას, მაგრამ მათ უჭირთ დროის დელეგირება, სწორი კომუნიკაცია და მომხმარებლისთვის თავიანთი პროდუქტის სწორად მიწოდება“.

„თავიდანვე მსურდა, რომ ჩემი გუნდის წევრები კრეატიული, განსხავებული ხედვებით და თანამედროვე გემოვნების მქონე ახალგაზრდები ყოფილიყვნენ და სწორედ მათი რჩევებით განმესაზღვრა ის მომავალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, ახალ თაობას უზარმაზარი პოტენციალი, სხვანაირი ხედვები და მიდგომები აქვთ. ეს კი მნიშვნელოვანია. ეს ასეც მოხდა - ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს!“,- ამბობს ანა და დასძენს, რომ „ქოლგა“ არასდროს გახდება მომხმარებლისთვის ყავარჯენი, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობიან, მისი თქმით, „ქოლგა“ არის ინსტრუმენტი, რომელმაც A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა მიაცილოს მომხმარებელი.

NS

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"