მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სიძულვილი საზიზღარია და უნდა შეწყდეს" - კანადაში მუსლიმი ოჯახის მკვლელობის დეტალები: რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი
"ეს სიძულვილი საზიზღარია და უნდა შეწყდეს" - კანადაში მუსლიმი ოჯახის მკვლელობის დეტალები: რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი

სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლით გან­ზრახ თავ­დას­ხმის შე­დე­გად, კა­ნა­და­ში მუს­ლიმ­თა ოჯა­ხის ოთხი წევ­რი გარ­და­იც­ვა­ლა. კა­ნა­დის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა კვი­რას მოხ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან გა­დარ­ჩა მხო­ლოდ 9 წლის ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც მე­დია წერს, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ქუ­ჩა­ში მდგარ ოჯა­ხის წევ­რებს გან­ზრახ და­ე­ჯა­ხა იმის გამო, რომ ისი­ნი მუს­ლი­მე­ბი იყ­ვნენ.

ოთხი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და ერ­თის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 20 წლის კა­ნა­დე­ლი მა­მა­კა­ცი. კა­ნა­დე­ლი მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ეს არის 2017 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მძი­მე თავ­დას­ხმა. 2017 წელს კვე­ბე­კის მე­ჩეთ­ში 6 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს არის და­ნა­შა­უ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ნიშ­ნე­ბით და შე­საძ­ლოა, შე­ფას­დეს, რო­გორც ტე­რო­რიზ­მი.

  • დე­ტა­ლე­ბი მოკ­ლუ­ლე­ბის შე­სა­ხებ

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 74 და 44 წლის ქა­ლე­ბი, 46 წლის მა­მა­კა­ცი და 15 წლის გო­გო­ნა. 9 წლის ბიჭი კი უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და რო­გორც მე­დი­ას­თან აცხა­დე­ბენ, ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლია.

თავ­დამ­სხმე­ლი, 20 წლის ნა­თა­ნი­ელ ველტმა­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გი­ლი­დან 6 კი­ლო­მეტრში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ყო­ველ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე და­ა­კა­ვეს. ჯერ­ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის, აქვს თუ არა კავ­ში­რი მას რო­მე­ლი­მე დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, ასე­ვე ამ ეტაპ­ზე არ იკ­ვე­თე­ბა არა­ვი­თა­რი პრე­ის­ტო­რია, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვე­სა და მის მსხვერ­პლთა შო­რის რა­ი­მე სა­ხის კავ­შირს გა­მო­ავ­ლენ­და.

პო­ლი­ცი­ელ­თა თქმით, დამ­ნა­შა­ვე ასე­ვე აქამ­დე არ ყო­ფი­ლა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვა­ვი­ლე­ბით მი­დი­ან

  • რო­გორ გა­მო­ეხ­მა­უ­რა მომ­ხდარს კა­ნა­დის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი

მომ­ხდარს პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­სა და მე­დი­ა­ში ფარ­თო რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა და სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კა­ნა­დის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ჯას­ტინ ტრუ­დო­მაც. მისი თქმით, ის­ლა­მო­ფო­ბი­ის ად­გი­ლი არც ერთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არის.

"ის­ლა­მო­ფო­ბი­ის ად­გი­ლი არც ერთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არის, ეს სი­ძულ­ვი­ლი მზაკ­ვრუ­ლი და სა­ზი­ზღა­რია და ის უნდა შე­წყდეს", - წერს ტრი­უ­დო "ტვი­ტერ­ში.“

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
55

ცხოველი,მაგას სამუდამო პატიმრობა მოუხდებოდა!

ლაშა
30

ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი იმ ლიბერალური პოლიტიკის ბრალია, რაც დასავლეთში ხელისუფლების მიერ ტარდება. მთავრობამ პირველ რიგში იმ მოსახლეობაზე უნდა იზრუნოს, ვისმა წინაპრებმაც შექმნა და ააშენა წარმატებული ქვეყანა. პრიორიტეტიც ის ტრადიციები და რელიგია უნდა იყოს, რითაც დღემდე მოაღწიეს. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ეს სიძულვილი საზიზღარია და უნდა შეწყდეს" - კანადაში მუსლიმი ოჯახის მკვლელობის დეტალები: რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი

"ეს სიძულვილი საზიზღარია და უნდა შეწყდეს" - კანადაში მუსლიმი ოჯახის მკვლელობის დეტალები: რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი

სატვირთო ავტომობილით განზრახ თავდასხმის შედეგად, კანადაში მუსლიმთა ოჯახის ოთხი წევრი გარდაიცვალა. კანადის პოლიციის ცნობით, შემთხვევა კვირას მოხდა. ოჯახის წევრებიდან გადარჩა მხოლოდ 9 წლის ბიჭუნა, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც მედია წერს, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ქუჩაში მდგარ ოჯახის წევრებს განზრახ დაეჯახა იმის გამო, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ.

ოთხი ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის და ერთის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულია 20 წლის კანადელი მამაკაცი. კანადელი მუსლიმების წინააღმდეგ ეს არის 2017 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე თავდასხმა. 2017 წელს კვებეკის მეჩეთში 6 ადამიანი მოკლეს.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეს არის დანაშაული სიძულვილის ნიშნებით და შესაძლოა, შეფასდეს, როგორც ტერორიზმი.

  • დეტალები მოკლულების შესახებ

გარდაცვლილები არიან 74 და 44 წლის ქალები, 46 წლის მამაკაცი და 15 წლის გოგონა. 9 წლის ბიჭი კი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული და როგორც მედიასთან აცხადებენ, ეს დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელია.

თავდამსხმელი, 20 წლის ნათანიელ ველტმანი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან 6 კილომეტრში, სავაჭრო ცენტრში ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დააკავეს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, აქვს თუ არა კავშირი მას რომელიმე დაჯგუფებასთან, ასევე ამ ეტაპზე არ იკვეთება არავითარი პრეისტორია, რომელიც დამნაშავესა და მის მსხვერპლთა შორის რაიმე სახის კავშირს გამოავლენდა.

პოლიციელთა თქმით, დამნაშავე ასევე აქამდე არ ყოფილა ნასამართლევი.

შემთხვევის ადგილას ადგილობრივები ყვავილებით მიდიან

  • როგორ გამოეხმაურა მომხდარს კანადის პრემიერ მინისტრი

მომხდარს პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ფართო რეზონანსი მოჰყვა და საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც. მისი თქმით, ისლამოფობიის ადგილი არც ერთ საზოგადოებაში არ არის.

"ისლამოფობიის ადგილი არც ერთ საზოგადოებაში არ არის, ეს სიძულვილი მზაკვრული და საზიზღარია და ის უნდა შეწყდეს", - წერს ტრიუდო "ტვიტერში.“

წყარო

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს