სამართალი
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს
მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს

წელს პირ­ვე­ლად, USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მი­სა და გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სამ რე­გი­ონ­ში მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებს გა­მო­ავ­ლენს.

რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის მი­ზა­ნია წარ­მო­ა­ჩი­ნოს და წა­ა­ხა­ლი­სოს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, გა­მოც­დი­ლი თუ ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, და ამავდრო­უ­ლად, გა­ზარ­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის, კერ­ძოდ კი­თხვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი - გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა - გა­სულ კვი­რას დას­რულ­და. ჟი­უ­რი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, იმე­რე­თის, შიდა ქარ­თლი­სა და კა­ხე­თის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებს 4 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მო­ავ­ლენს:

  • სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი კი­თხვის (მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის) სწავ­ლე­ბა­ში
  • სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა­ში
  • სა­უ­კე­თე­სო დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი­თხვის (მშობ­ლი­უ­რი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა) სწავ­ლე­ბა­ში
  • სა­უ­კე­თე­სო დამ­წყე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა­ში

ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან:

  1. შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი, დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი;
  2. სიკო ჯა­ნა­შია, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი;
  3. მეგი კავ­თუ­აშ­ვი­ლი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თვის;
  4. ზუ­რაბ ვა­ხა­ნია, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი, ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ფიზ.-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი.

მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 2021 წლის ივ­ნის­ში და­სა­ხელ­დე­ბი­ან.

ნენ­სი პარ­ქსი, USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი: წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ბავ­შვებს უნდა ჰქონ­დეთ ძლი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლი კი­თხვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში, რო­მელ­საც ისი­ნი და­წყე­ბით კლა­სებ­ში იქ­მნი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვთ ბავ­შვე­ბის მო­მა­ვალ აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბა­ში. USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდას და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის, კერ­ძოდ კი­თხვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის გა­მორ­ჩე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბა ერთ-ერთი გზაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის.

ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი:

ჩვენ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა შედ­გა USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­სა და ფონდს შო­რის.

გვჯე­რა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც კი მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას შე­უქ­მნის რე­გი­ო­ნის პე­და­გო­გებს, რო­მელ­თა ღვაწ­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბა ხში­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი და და­უ­ფა­სე­ბე­ლიც კი რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

ვფიქ­რობთ, ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა კონ­კურსს კი­დევ უფრო მეტ სან­დო­ო­ბას სძენს და მათ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი ელო­დე­ბა წინ. ვი­მე­დოვ­ნებთ, სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი მო­ი­პო­ვე­ბენ წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტულს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ვა­ფარ­თო­ვეთ ფონ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი იმ პრო­ექ­ტე­ბის სპექტრი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხა­ვენ გა­ხა­დონ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია პრეს­ტი­ჟი­უ­ლი და მი­სა­ბა­ძი, გაგ­ვაც­ნონ ჩვენ ყვე­ლას მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი, რომ მე­ტად და­ვა­ფა­სოთ მათი შრო­მა.

საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ: 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში სამმხრი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუტ­სა (RTI) და გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდს შო­რის საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­დე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ, რო­მელ­საც RTI ახორ­ცი­ე­ლებს, სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და­სა­ნერ­გად საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო.

RTI-ს შე­სა­ხებ:

RTI ახორ­ცი­ე­ლებს USAID სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ოთხწ­ლი­ან სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას, რომ­ლის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა და და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თან, რვა უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და ორ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

ფონ­დის შე­სა­ხებ:

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი 2017 წელს შე­იქ­მნა და მისი მი­სი­აა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. იგი მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას. გპფ მო­წო­დე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით შე­იქ­მნას სა­ჯა­რო და კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დის მიერ და­ფი­ნანსდა 20-ზე მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი. გპფ-ს ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში აღე­მა­ტე­ბა 2 მი­ლი­ონ ლარს.

NS

თედო
0

ეჰ...საწყალი პედაგოგები,,რამდენი წელია ექსპერიმენტებს ატარებებენ მათზე+ ასეთ ექსტრემელურ (ვირუსს ვგულისხმობ) ვითარებაში ამუშავენენ,,,მოკლედ....

ავტორი:

მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს

მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს

წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენს.

რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.

კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების მიღება - გასულ კვირას დასრულდა. ჟიური, რომელიც განათლების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იმერეთის, შიდა ქართლისა და კახეთის საუკეთესო მასწავლებლებს 4 ნომინაციაში გამოავლენს:

  • საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში
  • საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში
  • საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში
  • საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში

ჟიურის შემადგენლობაში არიან:

  1. შალვა ამონაშვილი, დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი;
  2. სიკო ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  3. მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისთვის;
  4. ზურაბ ვახანია, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფიზ.-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის ივნისში დასახელდებიან.

ნენსი პარქსი, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი: წარმატების მისაღწევად ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი საფუძველი კითხვასა და მათემატიკაში, რომელსაც ისინი დაწყებით კლასებში იქმნიან. შესაბამისად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვების მომავალ აკადემიურ წარმატებაში. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება ერთ-ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის.

ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი:

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ წარმატებული პარტნიორობა შედგა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამასა და ფონდს შორის.

გვჯერა, კონკურსში მონაწილეობაც კი მეტ მოტივაციას შეუქმნის რეგიონის პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელიც კი რჩება საზოგადოების მხრიდან.

ვფიქრობთ, ჟიურის შემადგენლობა კონკურსს კიდევ უფრო მეტ სანდოობას სძენს და მათ საინტერესო პროცესი ელოდება წინ. ვიმედოვნებთ, საუკეთესო პედაგოგები მოიპოვებენ წელს გამარჯვებულის ტიტულს.

აღნიშნული პროექტის დაფინანსებით გავაფართოვეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი იმ პროექტების სპექტრი, რომლებიც მიზნად ისახავენ გახადონ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟიული და მისაბაძი, გაგვაცნონ ჩვენ ყველას მათ შორის საუკეთესოები, რომ მეტად დავაფასოთ მათი შრომა.

საგრანტო ხელშეკრულების შესახებ: 2020 წლის ნოემბერში სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტსა (RTI) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამამ, რომელსაც RTI ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსება მიიღო.

RTI-ს შესახებ:

RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით. პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

ფონდის შესახებ:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გპფ მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 2 მილიონ ლარს.

NS

"ვმუშაობთ, რომ ოთხ დიდ ქალაქში ივლისიდან "ამცრელი სივრცეები" ჩამოყალიბდეს, აცრები ჩატარდება პავილიონებში, მოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში" - გამყრელიძე

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

რამდენი ადამიანია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი და რამდენი ინფიცირებული გადის მკურნალობას კლინიკაში - თამარ გაბუნია უახლესი მონაცემებით