მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს
მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს

აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­ვედ­რი­სას უსა­თუ­ოდ მიხ­ვდე­ბით, თუ რა­ტომ უხ­დე­ბა ეს სა­მე­ზობ­ლო „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტის“ სა­ხე­ლოს­ნოს. თბი­ლი­სის ამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცო­ცხალ უბან­ში სახ­ლი და­ი­დო სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ულ­მა, კულ­ტუ­რულ­მა თუ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ. ქარ­თუ­ლი მო­დის ახალ­გაზ­რდა ბრენ­დის შთა­გო­ნე­ბის წყა­როც ქვეყ­ნის მდი­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ავან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა და ახა­ლი ტალ­ღის ქარ­თველ შე­მოქ­მე­დებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­აა. „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტის“ შე­მოდ­გო­მა/ზამ­თრის 2021-22 წლის კო­ლექ­ცი­ის შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო მიმ­დევ­რებს 2 მარტს, პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში მი­ე­ცათ.

„სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მო­დი­სა და ტან­საც­მლის ასო­ცი­ა­ცი­ის (Georgian Fashion and Apparel Association – GAFA) წევ­რია. ეს ბიზ­ნეს კლას­ტე­რი GIZ-ის (გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა) პრო­ექ­ტის – „კლას­ტე­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის (EU4Business ინი­ცი­ა­ტი­ვის ქვეშ) და გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტი გა­სუ­ლი წლი­დან ხელს უწყობს Situationist-ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ნა­წილ­ში და ბრენ­დს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

სა­მო­სი, რო­მე­ლიც ხა­სი­ა­თის­თვის იქ­მნე­ბა

„სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ 2015 წელს, ირაკ­ლი რუ­სა­ძი­სა და და­ვით გი­ორ­გა­ძის კო­ლა­ბო­რა­ცი­ით და­ი­წყო. ირაკ­ლი, თვით­ნას­წავ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და ბრენ­დის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია. და­ვი­თი კი, რო­გორც მხატ­ვა­რი და მო­დის ფო­ტოგ­რა­ფი, ბრენ­დის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე ზრუ­ნავს. ბრენ­დის კონ­ცეფ­ცია ხა­სით­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­მო­სის შექ­მნას ეფუძ­ნე­ბა. ეს სა­მო­სი ყვე­ლას­თვის არის და ის ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა ჩა­იც­ვა. „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტის­თვის“ იყო ტრენ­დუ­ლი არ არის საკ­მა­რი­სი, სა­მო­სი გარ­კვე­უ­ლი იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლიც უნდა იყოს.

„სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტის“ სა­მო­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა თა­ვად მისი შექ­მნის პრო­ცეს­შია – თი­თო­ე­უ­ლი მო­დე­ლი იჭ­რე­ბა და იკე­რე­ბა ერთი მკე­რა­ვის მიერ. ამ ფორ­მით ირაკ­ლი თა­ვი­სი გუნ­დის წევ­რე­ბის პრო­ფე­სი­ულ წა­ხა­ლი­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ვერ გან­სა­ზღვრავს მთე­ლი ბრენ­დის მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. დი­ზა­ი­ნერს არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია გა­მოც­დი­ლი გუნ­დის გა­რე­შე. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტან­საც­მლის თი­თო­ე­უ­ლი მო­დე­ლი შე­ი­კე­როს ერთი და იმა­ვე ადა­მი­ა­ნის მიერ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებს გა­ნა­ვი­თა­რონ მრა­ვა­ლი უნა­რი და მთლი­ა­ნად შექ­მნან სა­მო­სი – თა­ვად გა­მოჭ­რან და შე­კე­რონ.” – აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი მკე­რა­ვის შრო­მის აღი­ა­რე­ბის ნიშ­ნად, მათი სა­ხე­ლი შემ­დგომ მათ მიერ შე­კე­რი­ლი სა­მო­სის სპე­ცი­ა­ლურ იარ­ლიყ­ზე და­ი­ტა­ნე­ბა.

2016 წელს თბი­ლი­სის მერ­სე­დეს-ბენ­ცის მო­დის კვი­რე­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დის სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­აქ­ცია. ის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მელ­მაც მი­ლა­ნის Camera Moda–სა და პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ნა­წილ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პა­რიზ­ში კი, წელს უკვე მე­სა­მედ, წარ­სდგა თა­ვი­სი კო­ლექ­ცი­ით, რო­მელ­საც მო­დის წამ­ყვან სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია გა­მო­ცე­მებ­ში ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მას მო­წი­ნა­ვე ახალ ქარ­თულ ბრენ­და­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ბრენ­დის კო­ლექ­ცი­ებს მო­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი აფა­სე­ბენ, რო­გორც მი­ნი­მა­ლის­ტურს, დახ­ვე­წილ­სა და ავან­გარ­დულს.

მუ­შა­ო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში

COVID-19 პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ირაკ­ლი და მისი გუნ­დი წუხ­დნენ იმ შე­საძ­ლო უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნა­ზე, რა­საც კრი­ზი­სი მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე იქო­ნი­ებ­და. ბრენ­დი მა­ღა­ლი რის­კე­ბის წი­ნა­შე დად­გა, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გა დი­ზა­ი­ნე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვი­საც პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა, „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტმა“ მო­ა­ხერ­ხა 22 თა­ნამ­შრომ­ლის­გან შემ­დგა­რი პერ­სო­ნა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და უწყვე­ტი წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. კომ­პა­ნია მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში დად­გა, რო­დე­საც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის მე­ო­რე ეტა­პი (ლო­ქ­და­უ­ნი) გა­მო­ცხად­და. სწო­რედ ამ დროს კომ­პა­ნი­ას კლი­ენ­ტე­ბის­თვის შეკ­ვე­თე­ბის მი­წო­დე­ბა უწევ­და. „კლას­ტე­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ პრო­ექ­ტმა „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი­სა“ და GAFA–ს სხვა წევ­რი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა უზ­რუნ­ველ­ყო. ეს დახ­მა­რე­ბა ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა თი­თო­ე­უ­ლი ამ კომ­პა­ნი­ის­თვის, რო­მელ­თა რე­სურ­სე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის კრი­ზი­სის გამო შე­ი­ზღუ­და.

„სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტის“ გა­ყიდ­ვე­ბი 2020 წელს 34%–ით გა­ი­ზარ­და, კერ­ძოდ, 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი/ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში. ამ ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ბრენდმა სამ ახალ კო­მერ­ცი­ულ პარტნი­ორ­თან და­ამ­ყა­რა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ ამ­ჟა­მად ათე­უ­ლო­ბით წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ცა­ლო და ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ყი­დის პრო­დუქ­ცი­ას, რო­მელ­თა შო­რი­საა NET-A-PORTER, ISETAN, LLOOMM, CASIMIR. პა­რი­ზის წლე­ვან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ბრენ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას იმე­დოვ­ნებს.

მდგრა­დი წარ­მო­ე­ბა ბრენ­დის სა­ფუძ­ვლად

ბრენ­დი ამა­ყობს იმით, რომ სა­მოსს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით ქმნის. ირაკ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლია წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის ყო­ველ ნა­წილ­ში და სა­კუ­თა­რი ხე­ლით კე­ცავს და ფუ­თავს მზა სა­მოსს. ბრენ­დი მო­მა­ვალ­ში წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­საც იმე­დოვ­ნებს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბის ერ­თგუ­ლი.

რაც მთა­ვა­რია, კომ­პა­ნია მდგრა­დი ტან­საც­მლის წარ­მო­ე­ბის პრინ­ცი­პე­ბის მიმ­დე­ვა­რია და უნარ­ჩე­ნო წარ­მო­ე­ბა­ზეა ორი­ე­ტი­რე­ბუ­ლი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან ძა­ლის­ხმე­ვა­სა და დროს მო­ი­თხოვს, მაგ­რამ პრო­ცე­სე­ბი ისეა და­გეგ­მი­ლი, რომ წარ­მო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი ფრთხი­ლი გათ­ვლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის ოდე­ნო­ბა თით­ქმის ნუ­ლამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

„სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ GAFA–ს წევ­რო­ბა­ში ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბი­სა და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­დავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ GAFA მარ­თვის პრო­ცე­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­ზე, მ.შ. ტრე­ნინ­გებ­ზე წვდო­მას უზ­რუნ­ველ­ყოფს. პრო­ექ­ტი „კლას­ტე­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ გეგ­მავს GAFA–ს ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­სა­ზღვრას და შემ­დგომ­ში შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვას. GAFA ასე­ვე წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან პლატ­ფორ­მას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. ეს არის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც „სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტის“ გუნდს კლას­ტერ­ში იზი­დავს.

„„სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­დუქ­ტია და მას კო­ლა­ბო­რა­ცია, პარტნი­ო­რო­ბა ამოძ­რა­ვებს. GAFA კი, თა­ვის მხრივ, კარგ ფორ­მატს გვთა­ვა­ზობს მო­დის ინ­დუსტრი­ის სხვა მო­თა­მა­შე­ებ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად, იდე­ე­ბის გაც­ვლა-გა­მოც­ვლი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.” – აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტან­საც­მლი­სა და მო­დის ასო­ცი­ა­ცია (GAFA) ამ­ჟა­მად 24 წევ­რს აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა შო­რი­საა ტექ­სტი­ლის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, ტან­საც­მლის ფაბ­რი­კე­ბი და ატე­ლი­ე­ბი. კლას­ტე­რის წევ­რე­ბის მიერ და­საქ­მე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 1000-ზე მე­ტია. GAFA პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც ბიზ­ნესს კლას­ტე­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს და აძ­ლი­ე­რებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და მდგრა­დი ტან­საც­მლი­სა და ქსო­ვი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბას. სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტი „კლას­ტე­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ მხარს უჭერს GAFA- ს წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა-ბაზ­რო­ბებ­ში, ონ­ლა­ინ შო­უ­რუ­მებ­სა და მო­დის ჩვე­ნე­ბებ­ში.

პრო­ექ­ტი: კლას­ტე­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის – უკეთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაკო
0

საინტერესო პროექტია. კარგი იქნებოდა GAFA Ს ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲢᲔᲑᲘ ᲛᲘᲒᲔᲗᲘᲗᲔᲑᲘᲜᲐᲗ. ᲡᲘᲐᲛᲝᲕᲜᲔᲑᲘᲗ ᲕᲘᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲓᲘ ᲛᲐᲗᲗᲐᲜ ᲑᲔᲚᲒᲘᲘᲓᲐᲜ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს

მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს

აღმაშენებლის გამზირზე მოხვედრისას უსათუოდ მიხვდებით, თუ რატომ უხდება ეს სამეზობლო „სიტუაციონისტის“ სახელოსნოს. თბილისის ამ ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ უბანში სახლი დაიდო სხვადასხვა ისტორიულმა, კულტურულმა თუ შემოქმედებითმა დაწესებულებამ. ქართული მოდის ახალგაზრდა ბრენდის შთაგონების წყაროც ქვეყნის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, ავანგარდული ხელოვნება და ახალი ტალღის ქართველ შემოქმედებთან კოლაბორაციაა. „სიტუაციონისტის“ შემოდგომა/ზამთრის 2021-22 წლის კოლექციის შეფასების შესაძლებლობა მოდის საერთაშორისო მიმდევრებს 2 მარტს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მიეცათ.

„სიტუაციონისტი“ ახლად დაფუძნებული ქართული მოდისა და ტანსაცმლის ასოციაციის (Georgian Fashion and Apparel Association – GAFA) წევრია. ეს ბიზნეს კლასტერი GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის (EU4Business ინიციატივის ქვეშ) და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი გასული წლიდან ხელს უწყობს Situationist-ის მონაწილეობას პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში და ბრენდს ონლაინ პლატფორმაზე პრეზენტაციისთვის საჭირო ვიზუალური მასალის მომზადებაში ეხმარება.

სამოსი, რომელიც ხასიათისთვის იქმნება

„სიტუაციონისტი“ 2015 წელს, ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის კოლაბორაციით დაიწყო. ირაკლი, თვითნასწავლი დიზაინერი და ბრენდის კრეატიული დირექტორია. დავითი კი, როგორც მხატვარი და მოდის ფოტოგრაფი, ბრენდის ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს. ბრენდის კონცეფცია ხასითზე მორგებული სამოსის შექმნას ეფუძნება. ეს სამოსი ყველასთვის არის და ის ყველგან შეიძლება ჩაიცვა. „სიტუაციონისტისთვის“ იყო ტრენდული არ არის საკმარისი, სამოსი გარკვეული იდეის მატარებელიც უნდა იყოს.

„სიტუაციონისტის“ სამოსის განსაკუთრებულობა თავად მისი შექმნის პროცესშია – თითოეული მოდელი იჭრება და იკერება ერთი მკერავის მიერ. ამ ფორმით ირაკლი თავისი გუნდის წევრების პროფესიულ წახალისებას უზრუნველყოფს.

„ერთი კონკრეტული სახელი და გვარი ვერ განსაზღვრავს მთელი ბრენდის მუშაობის პროცესს. ჩვენი პროდუქცია გუნდური მუშაობის შედეგია. დიზაინერს არაფრის გაკეთება შეუძლია გამოცდილი გუნდის გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმლის თითოეული მოდელი შეიკეროს ერთი და იმავე ადამიანის მიერ. ეს საშუალებას აძლევს ჩვენი გუნდის წევრებს განავითარონ მრავალი უნარი და მთლიანად შექმნან სამოსი – თავად გამოჭრან და შეკერონ.” – აღნიშნავს ირაკლი.

თითოეული მკერავის შრომის აღიარების ნიშნად, მათი სახელი შემდგომ მათ მიერ შეკერილი სამოსის სპეციალურ იარლიყზე დაიტანება.

2016 წელს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულში მონაწილეობამ „სიტუაციონისტი“ საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოაქცია. ის პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც მილანის Camera Moda–სა და პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში მიიღო მონაწილეობა. პარიზში კი, წელს უკვე მესამედ, წარსდგა თავისი კოლექციით, რომელსაც მოდის წამყვან საერთაშორისო მედია გამოცემებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მას მოწინავე ახალ ქართულ ბრენდადაც მოიხსენიებენ. ბრენდის კოლექციებს მოდის საერთაშორისო მიმომხილველები აფასებენ, როგორც მინიმალისტურს, დახვეწილსა და ავანგარდულს.

მუშაობა პანდემიის პერიოდში

COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე ირაკლი და მისი გუნდი წუხდნენ იმ შესაძლო უარყოფით გავლენაზე, რასაც კრიზისი მათ საქმიანობაზე იქონიებდა. ბრენდი მაღალი რისკების წინაშე დადგა, თუმცა საბედნიეროდ, ზოგიერთი კოლეგა დიზაინერისგან განსხვავებით, ვისაც პრობლემები გაუჩნდა, „სიტუაციონისტმა“ მოახერხა 22 თანამშრომლისგან შემდგარი პერსონალის შენარჩუნება და უწყვეტი წარმოების პროცესის უზრუნველყოფა. კომპანია მთავარი გამოწვევის წინაშე გასული წლის დეკემბერში დადგა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების მეორე ეტაპი (ლოქდაუნი) გამოცხადდა. სწორედ ამ დროს კომპანიას კლიენტებისთვის შეკვეთების მიწოდება უწევდა. „კლასტერები განვითარებისთვის“ პროექტმა „სიტუაციონისტისა“ და GAFA–ს სხვა წევრი მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და ორი თვის განმავლობაში მათი თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა უზრუნველყო. ეს დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თითოეული ამ კომპანიისთვის, რომელთა რესურსებიც კორონავირუსის კრიზისის გამო შეიზღუდა.

„სიტუაციონისტის“ გაყიდვები 2020 წელს 34%–ით გაიზარდა, კერძოდ, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში. ამ ჩვენების შემდეგ ბრენდმა სამ ახალ კომერციულ პარტნიორთან დაამყარა თანამშრომლობა. „სიტუაციონისტი“ ამჟამად ათეულობით წამყვანი საერთაშორისო საცალო და ონლაინ მაღაზიის საშუალებით ყიდის პროდუქციას, რომელთა შორისაა NET-A-PORTER, ISETAN, LLOOMM, CASIMIR. პარიზის წლევანდელი წარმატებული ჩვენების შემდეგ ბრენდი საერთაშორისო კავშირების გაფართოებას იმედოვნებს.

მდგრადი წარმოება ბრენდის საფუძვლად

ბრენდი ამაყობს იმით, რომ სამოსს მაღალი ხარისხის ბუნებრივი ქსოვილების გამოყენებითა და უმაღლესი პროფესიული სტანდარტით ქმნის. ირაკლი პერსონალურად ჩართულია წარმოების პროცესის ყოველ ნაწილში და საკუთარი ხელით კეცავს და ფუთავს მზა სამოსს. ბრენდი მომავალში წარმოების გაფართოებასაც იმედოვნებს, თუმცა ყოველთვის დარჩება მისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხისა და ექსკლუზიურობის ერთგული.

რაც მთავარია, კომპანია მდგრადი ტანსაცმლის წარმოების პრინციპების მიმდევარია და უნარჩენო წარმოებაზეა ორიეტირებული. ეს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, მაგრამ პროცესები ისეა დაგეგმილი, რომ წარმოების თითოეული ეტაპი ფრთხილი გათვლებით მიმდინარეობს და გამოყენებული ქსოვილებისა და მასალების ნარჩენების ოდენობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

„სიტუაციონისტი“ GAFA–ს წევრობაში ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობას ხედავს. აღსანიშნავია, რომ GAFA მართვის პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ცოდნაზე, მ.შ. ტრენინგებზე წვდომას უზრუნველყოფს. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ გეგმავს GAFA–ს ცალკეული წევრების საჭიროებების განსაზღვრას და შემდგომში შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას. GAFA ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც „სიტუაციონისტის“ გუნდს კლასტერში იზიდავს.

„„სიტუაციონისტი“ გუნდური მუშაობის პროდუქტია და მას კოლაბორაცია, პარტნიორობა ამოძრავებს. GAFA კი, თავის მხრივ, კარგ ფორმატს გვთავაზობს მოდის ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებთან დასაკავშირებლად, იდეების გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობისთვის.” – აღნიშნავს ირაკლი.

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA) ამჟამად 24 წევრს აერთიანებს, რომელთა შორისაა ტექსტილის მწარმოებლები, მოდის დიზაინერები, ტანსაცმლის ფაბრიკები და ატელიები. კლასტერის წევრების მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1000-ზე მეტია. GAFA პოზიციონირებს, როგორც ბიზნესს კლასტერი, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ტანსაცმლისა და ქსოვილების წარმოებას. სხვა მიმართულებებთან ერთად, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარს უჭერს GAFA- ს წევრების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში, ონლაინ შოურუმებსა და მოდის ჩვენებებში.

პროექტი: კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/860lFC0w39M" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად

11 ივნისი - „ჯინო ფერედაისის“ გრანდიოზული გახსნა და საჩუქრები ყველა სტუმარს

პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან