მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა - მან ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე" - ფიქრია ჩიხრაძე
"ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა - მან ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე" - ფიქრია ჩიხრაძე

დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას „ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო ტრი­უ­კი“ შეს­თა­ვა­ზა, დღეს მან სა­გან­გე­ბოდ და­რეკ­ლა­მე­ბუ­ლი ძა­ლად ოპო­ზი­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტი დადო სა­არ­ჩევ­ნო დახლზე, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ლე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წვრილ­ფე­ხო­ბას მწვა­ნე აუნ­თო გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ.

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რომ "ტრი­უ­კე­ბი“ უყ­ვარს, თა­ვად გვამ­ცნო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დიდი თავ­მო­წო­ნე­ბით. ჩვენც არა­ერ­თხელ გავ­ხდით მისი „ტრი­უ­კე­ბის“ მომსწრე ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

წინა არ­ჩევ­ნებ­ზეც ვნა­ხეთ ელექ­ტო­რა­ლუ­რად საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სა­ზი­ა­ნო ტრი­უ­კი( გა­რეჯ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღა­ლა­ტის საქ­მე). “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა და და­პი­რე­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია. მმარ­თველ­მა გუნ­დმა ორი ტრი­უ­კით სცა­და არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბა - ე.წ. „ღა­ლა­ტის საქ­მის“ და პან­დე­მი­უ­რი კრი­ზი­სის „ეფექ­ტუ­რი მარ­თვის“ ტრი­უ­კით.

მო­მა­ვა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრში რე­ფე­რენ­დუ­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა. “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ამ რე­ფე­რენ­დუმ­ში რთუ­ლი ამო­ცა­ნა აქვს. მან ხმე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა მო­აგ­რო­ვოს, რაც 2020 არ­ჩევ­ნებ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად გა­ჭირ­ვე­ბით ( მოს­ყიდ­ვით, და­ში­ნე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სით, გა­ყალ­ბე­ბით) მო­აგ­რო­ვა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­თა­და­რი­გო თა­მა­ში სჭირ­დე­ბა, იმის­თვის რომ: 1. “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე” გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი სხვა­გან არ წა­ვი­დეს; 2.ამომ­რჩე­ვე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი­და­ნაც შე­მო­ი­მა­ტოს.

რო­გორ უნდა შე­ას­რუ­ლოს გა­ხა­რი­ამ ეს ორი ფუნ­ქცია. პირ­ველ ამო­ცა­ნას მარ­ტი­ვად შე­ას­რუ­ლებს - „ოც­ნე­ბა­ზე“ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი, არ­ჩე­ვანს დიდ­წი­ლად გა­ხა­რი­ა­ზე შე­ა­ჩე­რებს. ეს კომ­ბი­ნა­ცია კარ­გად იმუ­შა­ვებ­და შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტამ­დე, მაგ­რამ 43 % - იანი ნიშ­ნუ­ლის გა­ჩე­ნამ სა­ჭად­რა­კო დაფა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არია. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, „ოც­ნე­ბას“ არ აწყობს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი მის მარ­ცხად გა­ფორმ­დეს, ამი­ტომ გა­ხა­რი­ას პრო­ექ­ტი მხო­ლოდ გა­ნა­წყე­ნე­ბულ­თა ხმე­ბის შემგრო­ვე­ბე­ლი კი არ უნდა გახ­დეს, არა­მედ ოპო­ზი­ცი­ას უნდა წა­არ­თვას ამომ­რჩე­ვე­ლი.

გა­ხა­რი­ას კა­ლიბ­რი და მისი რბი­ლი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა არა­საკ­მა­რი­სია მებ­რძო­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის იმი­ჯის შე­საქ­მნე­ლად. მას არც შე­უძ­ლია და არც უფ­ლე­ბა აქვს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­დეს. ამი­ტომ თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლი და­უ­პი­რის­პირ­და მას.

„ღა­ლა­ტი -2“ ის სა­ხით ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო ტრი­უ­კი შეს­თა­ვა­ზა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წვრილ­ფე­ხო­ბას მწვა­ნე აუნ­თეს გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ. მო­ვის­მენთ უმწვა­ვეს გან­ცხა­დე­ბებს გა­ხა­რი­ა­ზე, მის ღა­ლატ­ზე, შე­საძ­ლოა აღ­ძრან აბ­სურ­დუ­ლი საქ­მე­ე­ბი და და­ი­წყონ ძი­ე­ბა, რათა შე­უქ­მნან ჩაგ­რუ­ლის იმი­ჯი.... თუმ­ცა ჩვენ ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მო­ვის­მენთ გა­ხა­რი­ას მხრი­დან ივა­ნიშ­ვი­ლის მხი­ლე­ბას.

დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბოდ და­რეკ­ლა­მე­ბუ­ლი ძა­ლად ოპო­ზი­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტი დადო სა­არ­ჩევ­ნო დახლზე. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად გაჭ­რის ახა­ლი ტრი­უ­კი“, - გა­ნა­ცხა­და ფიქ­რია ჩიხ­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მირზა
113

სრულიად ვეთანხმები ფიქრია ჩიხლაძეს,რომ ბიძინა ისევ ფარისევლობს და ცდილობს გონება აურიოს ამომრჩეველს თავისი მიზნის მისაღწევად. 

მეა
176

"მარადმწვანე" პოლიტიკოსი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა - მან ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე" - ფიქრია ჩიხრაძე

"ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა - მან ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე" - ფიქრია ჩიხრაძე

დღეს ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას „ახალი საარჩევნო ტრიუკი“ შესთავაზა, დღეს მან საგანგებოდ დარეკლამებული ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წერილმა „ქართული ოცნების“ წვრილფეხობას მწვანე აუნთო გახარიას წინააღმდეგ.

„ბიძინა ივანიშვილს რომ ,,ტრიუკები“ უყვარს, თავად გვამცნო ერთ-ერთ ინტერვიუში დიდი თავმოწონებით. ჩვენც არაერთხელ გავხდით მისი „ტრიუკების“ მომსწრე ამ 9 წლის განმავლობაში.

წინა არჩევნებზეც ვნახეთ ელექტორალურად საკმაოდ ეფექტური, მაგრამ სახელმწიფოებრივად საზიანო ტრიუკი( გარეჯთან დაკავშირებული ღალატის საქმე). “ქართულ ოცნებას” საარჩევნო პროგრამა და დაპირებები საერთოდ არ ჰქონია. მმართველმა გუნდმა ორი ტრიუკით სცადა არჩევნების მოგება - ე.წ. „ღალატის საქმის“ და პანდემიური კრიზისის „ეფექტური მართვის“ ტრიუკით.

მომავალი ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკური სპექტრში რეფერენდუმად განიხილება. “ქართულ ოცნებას” ამ რეფერენდუმში რთული ამოცანა აქვს. მან ხმების ის რაოდენობა უნდა მოაგროვოს, რაც 2020 არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ გახარიასთან ერთად გაჭირვებით ( მოსყიდვით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსით, გაყალბებით) მოაგროვა. ბიძინა ივანიშვილს სათადარიგო თამაში სჭირდება, იმისთვის რომ: 1. “ქართულ ოცნებაზე” განაწყენებული ამომრჩეველი სხვაგან არ წავიდეს; 2.ამომრჩეველი ოპოზიციური ფლანგიდანაც შემოიმატოს.

როგორ უნდა შეასრულოს გახარიამ ეს ორი ფუნქცია. პირველ ამოცანას მარტივად შეასრულებს - „ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩეველი, არჩევანს დიდწილად გახარიაზე შეაჩერებს. ეს კომბინაცია კარგად იმუშავებდა შარლ მიშელის დოკუმენტამდე, მაგრამ 43 % - იანი ნიშნულის გაჩენამ საჭადრაკო დაფა მნიშვნელოვნად არია. ამ მოცემულობაში, „ოცნებას“ არ აწყობს, რომ ადგილობრივი არჩევნები მის მარცხად გაფორმდეს, ამიტომ გახარიას პროექტი მხოლოდ განაწყენებულთა ხმების შემგროვებელი კი არ უნდა გახდეს, არამედ ოპოზიციას უნდა წაართვას ამომრჩეველი.

გახარიას კალიბრი და მისი რბილი პოზიციონირება არასაკმარისია მებრძოლი ოპოზიციონერის იმიჯის შესაქმნელად. მას არც შეუძლია და არც უფლება აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს. ამიტომ თავად ივანიშვილი დაუპირისპირდა მას.

„ღალატი -2“ ის სახით ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა. „ქართული ოცნების“ წვრილფეხობას მწვანე აუნთეს გახარიას წინააღმდეგ. მოვისმენთ უმწვავეს განცხადებებს გახარიაზე, მის ღალატზე, შესაძლოა აღძრან აბსურდული საქმეები და დაიწყონ ძიება, რათა შეუქმნან ჩაგრულის იმიჯი.... თუმცა ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოვისმენთ გახარიას მხრიდან ივანიშვილის მხილებას.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ დარეკლამებული ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ახალი ტრიუკი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება გართულდება" - რა განაცხადა  ლიეტუვის პრეზიდენტმა?

"როცა სიტუაცია არაჯანსაღია, ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა ადეკვატურია... სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ" - "ოცნების" დეპუტატი