ავტორი:

"ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ" - მარია ზახაროვა

"ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ" - მარია ზახაროვა

"რუსეთი მზად არის განიხილოს დეესკალაციისა და ინციდენტების პრევენციის საკითხები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მაგრამ სამხედრო ექსპერტების ჩართვის გარეშე ამ დიალოგს აზრი არ აქვს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

”რუსეთი არ ერიდება ნატო-სთან დიალოგს და მზადაა, რეალური დისკუსიისთვის დეესკალაციის და ინციდენტების პრევენციის საკითხებზე, მაგრამ სამხედრო ექსპერტების ჩართვის გარეშე ამ საკითხებზე საუბარს აზრი არ ექნება. ბატონმა სტოლტენბერგმა ეს კარგად იცის ", - აღნიშნა ზახაროვამ, რითაც გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ მოსკოვმა შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით ნატო-ს შეთავაზებას არ უპასუხა.

ამასთან, სტოლტენბერგის კომენტარზე, რომ ბურთი ახლა მოსკოვის მხარესაა, ზახაროვამ უპასუხა: "რაც შეეხება ბურთებს, ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ.“

მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვა შესთავაზა. მისი განცხადებით, ალიანსმა რუსეთს შეხვედრის წინადადებით ერთ წელზე მეტი ხნის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"ჩვენ ბევრი თემა გვაქვს განსახილველი, რომელიც ნატო-სა და რუსეთის ერთობლივ ინტერესებს ეხება”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ბურთი ახლა მოსკოვის მხარესაა.

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

"დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? დაე, მათ სანქციებით საკუთარი თავი დაისაჯონ" - მარია ზახაროვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი