პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია
რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენტს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნა. ან­გა­რი­ში 2020 წლის ივ­ნი­სი­დან 2021 წლის მა­ი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.

მას­ში მი­მო­ხი­ლუ­ლია რო­გორც სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის - ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის, კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, პან­დე­მი­ის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის, ასე­ვე, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი.

რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქვეყ­ნის მდგრა­დი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, ისე­ვე, რო­გორც მისი კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მი­სია, უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში სწრაფ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სწო­რედ ამ მიზ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს თი­თო­ე­უ­ლი სექ­ტო­რი­სა და დარ­გის მო­დერ­ნი­ზე­ბა­სა და რე­ფორ­მა­ზე.

"ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა ნა­თე­ლია გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ზე, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და შემ­ცი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ, ერთი მხრივ, არ შე­ჩერ­დეს ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის რე­ფორ­მე­ბი, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში და­ეხ­მა­როს მო­სახ­ლე­ო­ბას, ისე­ვე, რო­გორც კერ­ძო სექ­ტორს, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.

გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სე­ბობს პროგ­რე­სი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 4 საკ­ვან­ძო მი­მარ­თუ­ლე­ბით: სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, უსაფრ­თხო­ე­ბა, კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი - მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მიზ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის და­საჩ­ქა­რებ­ლად. იდ­გმე­ბა გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რათა 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­კე­თოს გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბა­ზე. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­გორც უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე, ასე­ვე ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ჭრილ­ში. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ქვეყ­ნის ნა­ტოს­თან თავ­სე­ბა­დო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად და გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ქვეყ­ნის მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, რისი დას­ტუ­რი­ცაა ქვეყ­ნი­სათ­ვის ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის აქ­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი გაზ­რდი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა.

მთავ­რო­ბა იყე­ნებს ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­ურ ინ­სტრუ­მენ­ტსა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით. აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თვის. გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ოკუ­პა­ცი­ის­გან მო­მა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად. ამას­თან, ფარ­თოვ­დე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­რი­გე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის დი­ა­ლო­გი­სა და ნდო­ბის აღ­დგე­ნის ხელ­შე­წყო­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ამა­ვე ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ფორ­მა ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით. იდ­გმე­ბა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის მიდ­გო­მის და­ნერგვი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ. გრძელ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­ის პრო­ცე­სის კვალ­დაკ­ვალ, ყა­ლიბ­დე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შალვა
4

აბათ არასოდეს არ დამთავრდება ეს გაუთავებელი, არაფრის მომტანი და უაზროდამოკიდებულება ქვეყნის და ხალხის მიმართ.

ზვიო
9

ნეტა რისი გამკეთებელია,ვაქცინა ვერ აღირსა ქვეყანას 2% ია აცრილი მხოლოდ და აუცრელობის გამო ასობით იღუპება.ესეთი წარუმატებელი ვაქცინაცია და პანდემიის მართვა სხვაგან არაა.გაჭირვებაში რომ ვერ ივარგა სხვაში ივარგებს. თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს მხოლოდ.

ავტორი:

რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია

რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მასში მიმოხილულია როგორც საგარეო ურთიერთობების - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, კონფლიქტების მოგვარების, პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარება, ისევე, როგორც მისი კულტურული და ისტორიული მისია, უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, აქტიურად მუშაობს თითოეული სექტორისა და დარგის მოდერნიზებასა და რეფორმაზე.

"ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში.

გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები - მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის - საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება.

მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს რეფორმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. გრძელდება რეფორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით.

"დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის კვალდაკვალ, ყალიბდება და ძლიერდება ინსტიტუციური მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

"ფეხებით გამოგათრევთო, რომ მპირდებოდნენ და ახლა შემოდიან, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში?" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე“

საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში

"ნაცმოძრაობის" წევრებს პარლამენტის შესასვლელთან "პუფების სირცხვილის კორიდორით" დახვდნენ - "მათ გადაუხვიეს ყველანაირ პრინციპს"