პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთმა უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“ - რას წერს თურქული გამოცემა?
"თურქეთმა უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“ - რას წერს თურქული გამოცემა?

თურ­ქე­თის ქე­მა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის გა­ზეთ "ჯუ­მჰუ­რი­ე­თის" («Gumhuriyet») 5 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "მხა­რი უნდა და­უ­ჭი­როს თუ არა თურ­ქეთ­მა ნა­ტოს წევ­რე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მი­ღე­ბას?“, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია ნა­ტო­სა და აშშ-ის ან­ტი­თურ­ქუ­ლი როლი თა­ნა­მედ­რო­ვე ეტაპ­ზე. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ლა­პა­რა­კია აშშ-ის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე რუ­სეთ­თან და ჩი­ნეთ­თან, რის­თვი­საც ვა­შინგტო­ნი ნა­ტოს იყე­ნებს. ამე­რი­კის ასე­თი პო­ლი­ტი­კა თურ­ქე­თის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი და სა­ზი­ა­ნოც კი არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, განა თურ­ქე­თი ნა­ტო­ში უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბის მომ­ხრე უნდა იყოს? (ავ­ტო­რი - ნე­ჯათ ეს­ლე­ნი).

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის ქარ­თულ თარ­გმანს:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა - გან­მტკი­ცე­ბა სურს. აშშ-ის მმარ­თვე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ მსოფ­ლიო წეს­რი­გის მდგრა­დო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­მა II მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ შექ­მნა და რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­სა და ლი­ბე­რა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ სის­ტე­მას ეფუძ­ნე­ბა. აშშ-ის მიერ II მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ერთ-ერთ ინ­სტი­ტუტს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია (ნატო) წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სად ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

  • ამე­რი­კა ჩი­ნუ­რი "ერთი გზა - ერთი სარ­ტყე­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ

ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია ჩი­ნეთს და რუ­სეთს რე­ვი­ზი­ო­ნის­ტულ ძა­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, რომ­ლებ­საც ამ­ჟა­მინ­დე­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის შეც­ვლა უნ­დათ და, შე­სა­ბა­მი­სად, ორი­ვეს აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ საფრ­თხედ გა­ნი­ხი­ლავს.

ჩი­ნეთს ბოლო 35-40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გარ­ღვე­ვის შე­დე­გად მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია. ჩი­ნე­თის მხრი­დან ამ სტა­ტუ­სის მიღ­წე­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლია პე­კი­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტის "ერთი გზა - ერთი სარ­ტყლის“ წარ­მა­ტე­ბა­ზე.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის გლო­ბა­ლუ­რი ბრძო­ლა ერთი მხრივ, აშშ-სა და მე­ო­რე მხრივ - ჩი­ნეთ-რუ­სეთს შო­რის არის გაშ­ლი­ლი.

ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი, რომ­ლე­ბიც თვალ­წინ ამე­რი­კულ საფრ­თხეს ხე­და­ვენ, ერ­თმა­ნეთს სულ უფრო მე­ტად უახ­ლოვ­დე­ბი­ან. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ნეთ-რუ­სე­თის ბლო­კის შექ­მნას­თან ერ­თად, მსოფ­ლიო წეს­რი­გი შე­იძ­ლე­ბა ბი­პო­ლა­რუ­ლად გა­და­იქ­ცეს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად ჯო ბა­ი­დე­ნის არ­ჩე­ვას­თან ერ­თად ამე­რი­კის გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი სვლე­ბი ჩი­ნე­თი­სა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და.

აშშ ცდი­ლობს ჩი­ნეთს ალყა შე­მო­არ­ტყას და შე­ა­ჩე­როს: აღ­მო­სავ­ლეთ­ში - სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვი­დან და აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, სა­ი­და­ნაც ჩი­ნე­თი მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ში გა­დის და სა­დაც პე­კი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვის "ერთი გზა - ერთი სარ­ტყლის“ ორი­დან ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ღერ­ძი მოქ­მე­დებს, და­სავ­ლეთ­ში კი - ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან, სა­ი­და­ნაც ჩი­ნე­თი ხმე­ლე­თის გზით ევ­რო­პას უკავ­შირ­დე­ბა.

პენ­ტა­გო­ნის სურ­ვი­ლი - შექ­მნას სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, ტა­ჯი­კეთ­სა და თურ­ქმე­ნეთ­ში - გა­მიზ­ნუ­ლია ამ სახ­მე­ლე­თო ღერ­ძის მოქ­მე­დე­ბა­ში ჩი­ნუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხე­ლის შეშ­ლის­თვის. თუ ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი ექ­ნე­ბა, აშშ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს "ერთი გზა - ერთი სარ­ტყლის“ აღ­მო­სავ­ლეთ თურ­ქეს­ტან­ში გას­ვლა­ზე. ის ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან ჩრდი­ლო­ე­თით, რუ­სეთ­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზეც.

  • რა­ტომ სურს აშშ-ს სა­ქარ­თვლო­სა და უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში მი­ღე­ბა?

აშშ-ის ძა­ლის­ხმე­ვა რუ­სე­თის გარსშე­მორ­ტყმის მიზ­ნით გაგ­რძელ­დე­ბა "ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი - პო­ლო­ნე­თი - რუ­მი­ნე­თი - შავი ზღვის“ ხაზ­ზეც.

ამე­რი­კას უნდა, რომ რუ­სე­თის გარსშე­მორ­ტყმის ამ ხაზ­ში, ბე­ლა­რუ­სის ნაც­ვლად, უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თოს, მათი ნა­ტო­ში მი­ღე­ბის შემ­დეგ. ვა­შინგტონს გან­ზრა­ხუ­ლი აქვს შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა რუ­სე­თის მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. ნატო აქაც რუ­სე­თის უშუ­ა­ლო მე­ზო­ბე­ლი ხდე­ბა.

რუ­სე­თის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის ხაზი, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის, უკ­რა­ი­ნის, შავი ზღვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით, შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა­კენ, ამ რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის წყა­ლო­ბით.

თუ უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან, შავი ზღვა ნა­ტოს კონ­ტრო­ლის ქვეშ გა­და­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ტე­ე­ბის შე­სა­ხებ მონ­ტრეს კონ­ვენ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­იზ­რდე­ბა.

  • თურ­ქე­თი ალ­ყა­ში: თბი­ლი­სი და კი­ე­ვი ვა­შინგტო­ნის გეგ­მებ­ში

თურ­ქე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ მუ­ქა­რე­ბი ატ­ლან­ტი­კი­დან მო­დის. ნა­ტომ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შეც­ვა­ლა და ფსო­ნი სი­რი­ა­ზე დადო, ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის (ქმკ) სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნი­სა­კენ. ეს არის ამე­რი­კულ-ებ­რა­უ­ლი პრო­ექ­ტი. ამი­ტო­მაც ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ჩვენ ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტია ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ვამ­ტვრი­ეთ, უსარ­გებ­ლოა. მათ სა­ხელ­წო­დე­ბა შე­იც­ვა­ლეს (პარ­ტია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი“) და სი­რი­ა­ში, აშშ-ის მხრი­დან გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბით, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აღ­წე­ვენ თა­ვი­ანთ მიზ­ნებს.

ამ­ჟა­მად ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ას­თან ჩვე­ნი ბრძო­ლის არე­ნას სი­რი­ის ტე­რი­ტო­რია წარ­მო­ად­გენს. "ქურთ მუ­შებ­თან“ ბრძო­ლის დროს ჩვენ საქ­მე უპირ­ვე­ლე­სად აშშ-სთან გვაქვს, კუ­ლი­სებ­ში კი - ის­რა­ელ­თან. ქურ­თებ­თან ბრძო­ლა დიდი ხა­ნია გას­ცდა ტე­რო­რიზ­მის ჩარ­ჩო­ე­ბის ბრძო­ლას. ეს არ არის მათი გა­უვ­ნებ­ლო­ბის ან ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბის პრობ­ლე­მა, სა­კი­თხი ეხე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის პრო­ექტს. ვი­საც სურს გა­ი­გოს, რა არის ქმკ, სი­რი­ას შე­ხე­დოს, სა­დაც მათ დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდათ.

თურ­ქე­თი ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რის წევ­რი კი არის, მაგ­რამ მის ზო­გი­ერთ წევრთან და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. თურ­ქე­თი დღეს ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ყოფ­ნით თით­ქმის ყო­ვე­ლი მხრი­დან არის გარსშე­მორ­ტყმუ­ლი - ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, ერა­ყი­დან, სი­რი­ი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან... და თუ ნა­ტო­ში უკ­რა­ი­ნაც და სა­ქარ­თვე­ლოც გა­წევ­რდე­ბი­ან, მა­შინ ან­კა­რა ამე­რი­კულ ალ­ყას ოთხი­ვე მხრი­დან მი­ი­ღებს - სამ­ხრე­თი­დან, და­სავ­ლე­თი­დან, ჩრდი­ლო­ე­თი­დან და აღ­მო­სავ­ლე­თი­დან.

  • ეპი­ლო­გი

ასეთ სი­ტუ­ცი­ა­ში კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა: შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს წევ­რად მი­ღე­ბა თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სებს უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში? უნდა და­უ­ჭი­როს თუ არა მხა­რი თურ­ქეთ­მა ამ ორი ქვეყ­ნის ალი­ან­სში მი­ღე­ბას?

დღე­ი­სათ­ვის თურ­ქეთს ორი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნა აქვს: პირ­ვე­ლი და უპი­რა­ტე­სი - ჰქონ­დეს უსაფრ­თხო "სა­ში­ნაო ფრონ­ტი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რით და მე­ო­რე - რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სოს გარე საფრ­თხე­ე­ბი და დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნოს ადაპ­ტა­ცია იმ მსოფ­ლიო წეს­რი­გი­სად­მი, რო­მე­ლიც ახლა ყა­ლიბ­დე­ბა.

ნათ­ქვა­მია - "ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­მარ­ტო დღე­ვან­დელ დღე­ზე ფიქ­რო­ბენ, არა­მედ ხვა­ლინ­დელ­ზე­ცო“. ეს უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
33

არა არ უნდა დაუჭიროს...მიღებამდე დაიშლება...არა ნატოს...

არა ტროლი
7

თურქეთსა და რუსეთს დიდი გარიგება აქვთ სავარაუდოდ, ამ გარიგების შედეგი უნდა იყოს საქართველოს ჩათრევა რუსეთ თურქეთის ირანის სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომ კავშირში რომელიც იქმნება და სავარაუდოდ ( პირდაპირი გზა გადის ჩინეთზე ) შეიქმნება მალე, საქართველოს ამ კავშირში უნდა თუ არა მოუწევს გაწევრიანება და ესც ახლო მომავლის საქმეა. თურქეთს დიდი გეგმები აქვს და საქართველოს მხარდაჭერა ჭირდება ( ამიტომაც ხდება ღარიბაშვილის მიღება ერდოგანის მიერ ასე პომპეზურად............... ( ასეთ მიღებას მხოლოდ პუტინს ქონდა) საქართველოს ყავს მხოლოდ ერტი მხარდამჭერი ეს აშშ. რომელსაც აქვს მისი ინტერესი და მალე გამოჩნდება ამერიკის მეგობრობა დაძლევს თუ რუსეთ თურქეთის გეგმები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"თურქეთმა უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“ - რას წერს თურქული გამოცემა?

"თურქეთმა უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“ - რას წერს თურქული გამოცემა?

თურქეთის ქემალისტური პარტიის გაზეთ "ჯუმჰურიეთის" («Gumhuriyet») 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა თურქეთმა ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“, რომელშიც განხილულია ნატოსა და აშშ-ის ანტითურქული როლი თანამედროვე ეტაპზე. პუბლიკაციაში ლაპარაკია აშშ-ის დაპირისპირებაზე რუსეთთან და ჩინეთთან, რისთვისაც ვაშინგტონი ნატოს იყენებს. ამერიკის ასეთი პოლიტიკა თურქეთისთვის არასასურველი და საზიანოც კი არის. აქედან გამომდინარე, განა თურქეთი ნატოში უკრაინის და საქართველოში მიღების მომხრე უნდა იყოს? (ავტორი - ნეჯათ ესლენი).

გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს:

"ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნება - განმტკიცება სურს. აშშ-ის მმართველი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ლიდერობა დამოკიდებულია იმ მსოფლიო წესრიგის მდგრადობაზე, რომელიც ვაშინგტონმა II მსოფლიო ომის შემდეგ შექმნა და რომელიც თავისუფალ ვაჭრობასა და ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემას ეფუძნება. აშშ-ის მიერ II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ერთ-ერთ ინსტიტუტს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია (ნატო) წარმოადგენს, რომელიც უპირატესად ამერიკის ინტერესების დაცვას ემსახურება.

  • ამერიკა ჩინური "ერთი გზა - ერთი სარტყელის“ წინააღმდეგ

ამერიკის ადმინისტრაცია ჩინეთს და რუსეთს რევიზიონისტულ ძალებად მიიჩნევს, რომლებსაც ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგის შეცვლა უნდათ და, შესაბამისად, ორივეს აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ განიხილავს.

ჩინეთს ბოლო 35-40 წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური გარღვევის შედეგად მსოფლიო ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. ჩინეთის მხრიდან ამ სტატუსის მიღწევა დამოკიდებულია პეკინის მიერ ინიცირებული მეგაპროექტის "ერთი გზა - ერთი სარტყლის“ წარმატებაზე.

21-ე საუკუნეში ხელისუფლებისათვის გლობალური ბრძოლა ერთი მხრივ, აშშ-სა და მეორე მხრივ - ჩინეთ-რუსეთს შორის არის გაშლილი.

ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც თვალწინ ამერიკულ საფრთხეს ხედავენ, ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან. დროთა განმავლობაში, აშშ-ის წინააღმდეგ ჩინეთ-რუსეთის ბლოკის შექმნასთან ერთად, მსოფლიო წესრიგი შეიძლება ბიპოლარულად გადაიქცეს.

აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევასთან ერთად ამერიკის გეოსტრატეგიული სვლები ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო ინტენსიური გახდა.

აშშ ცდილობს ჩინეთს ალყა შემოარტყას და შეაჩეროს: აღმოსავლეთში - სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, საიდანაც ჩინეთი მსოფლიო ოკეანეში გადის და სადაც პეკინის ინიციატივის "ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ორიდან ერთ-ერთი ძირითადი ღერძი მოქმედებს, დასავლეთში კი - ცენტრალური აზიიდან, საიდანაც ჩინეთი ხმელეთის გზით ევროპას უკავშირდება.

პენტაგონის სურვილი - შექმნას სამხედრო ობიექტები ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში - გამიზნულია ამ სახმელეთო ღერძის მოქმედებაში ჩინური ინიციატივის ხელის შეშლისთვის. თუ ცენტრალურ აზიაში სამხედრო ობიექტები ექნება, აშშ გავლენას მოახდენს "ერთი გზა - ერთი სარტყლის“ აღმოსავლეთ თურქესტანში გასვლაზე. ის ზემოქმედებას განახორციელებს ცენტრალური აზიიდან ჩრდილოეთით, რუსეთზე გასვლის შესაძლებლობაზეც.

  • რატომ სურს აშშ-ს საქართვლოსა და უკრაინის ნატოში მიღება?

აშშ-ის ძალისხმევა რუსეთის გარსშემორტყმის მიზნით გაგრძელდება "ბალტიის ქვეყნები - პოლონეთი - რუმინეთი - შავი ზღვის“ ხაზზეც.

ამერიკას უნდა, რომ რუსეთის გარსშემორტყმის ამ ხაზში, ბელარუსის ნაცვლად, უკრაინა და საქართველო ჩართოს, მათი ნატოში მიღების შემდეგ. ვაშინგტონს განზრახული აქვს შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება რუსეთის მეზობლების დახმარებით. ნატო აქაც რუსეთის უშუალო მეზობელი ხდება.

რუსეთის ალყაში მოქცევის ხაზი, ბალტიის ქვეყნების, უკრაინის, შავი ზღვისა და საქართველოს ჩათვლით, შეიძლება გაგრძელდეს ცენტრალური აზიისაკენ, ამ რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტების არსებობის წყალობით.

თუ უკრაინა და საქართველოს ნატოს წევრები გახდებიან, შავი ზღვა ნატოს კონტროლის ქვეშ გადავა და შესაბამისად, სრუტეების შესახებ მონტრეს კონვენციის მნიშვნელობა გაიზრდება.

  • თურქეთი ალყაში: თბილისი და კიევი ვაშინგტონის გეგმებში

თურქეთის უსაფრთხოების მიმართ მუქარები ატლანტიკიდან მოდის. ნატომ პრიორიტეტები შეცვალა და ფსონი სირიაზე დადო, ქურთისტანის მუშათა პარტიის (ქმკ) სახელმწიფოს შექმნისაკენ. ეს არის ამერიკულ-ებრაული პროექტი. ამიტომაც ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ქურთისტანის მუშათა პარტია ხერხემალში გადავამტვრიეთ, უსარგებლოა. მათ სახელწოდება შეიცვალეს (პარტია "დემოკრატიული კავშირი“) და სირიაში, აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევენ თავიანთ მიზნებს.

ამჟამად ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ჩვენი ბრძოლის არენას სირიის ტერიტორია წარმოადგენს. "ქურთ მუშებთან“ ბრძოლის დროს ჩვენ საქმე უპირველესად აშშ-სთან გვაქვს, კულისებში კი - ისრაელთან. ქურთებთან ბრძოლა დიდი ხანია გასცდა ტერორიზმის ჩარჩოების ბრძოლას. ეს არ არის მათი გაუვნებლობის ან ნეიტრალიზების პრობლემა, საკითხი ეხება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ცვლილების პროექტს. ვისაც სურს გაიგოს, რა არის ქმკ, სირიას შეხედოს, სადაც მათ დიდი ამბიციები გაუჩნდათ.

თურქეთი ატლანტიკურ სტრუქტურის წევრი კი არის, მაგრამ მის ზოგიერთ წევრთან და ხელმძღვანელობასთან არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა აქვს. თურქეთი დღეს ამერიკული სამხედრო ყოფნით თითქმის ყოველი მხრიდან არის გარსშემორტყმული - ახლო აღმოსავლეთიდან, ერაყიდან, სირიიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან... და თუ ნატოში უკრაინაც და საქართველოც გაწევრდებიან, მაშინ ანკარა ამერიკულ ალყას ოთხივე მხრიდან მიიღებს - სამხრეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან.

  • ეპილოგი

ასეთ სიტუციაში კრიტიკული კითხვები შემდეგნაირად გამოიხატება: შეესაბამება თუ არა უკრაინისა და საქართველოს ნატოს წევრად მიღება თურქეთის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში? უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი თურქეთმა ამ ორი ქვეყნის ალიანსში მიღებას?

დღეისათვის თურქეთს ორი პრიორიტეტული სტრატეგიული ამოცანა აქვს: პირველი და უპირატესი - ჰქონდეს უსაფრთხო "საშინაო ფრონტი“ საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით და მეორე - რეალურად შეაფასოს გარე საფრთხეები და დროულად მოახდინოს ადაპტაცია იმ მსოფლიო წესრიგისადმი, რომელიც ახლა ყალიბდება.

ნათქვამია - "ბრძენი ადამიანები არამარტო დღევანდელ დღეზე ფიქრობენ, არამედ ხვალინდელზეცო“. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებულებს შორის ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტიების წევრები არიან

"ოცნების" ოფისთან აქცია დასრულდა - ნიკა გვარამიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ პროტესტი ხვალ, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის შემდეგ გააგრძელონ