პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილით დასჯა უცხოური ახალი ამბებისა და ფილმების "კონტრაბანდისთვის“ და პატიმრობა მათი ყურებისთვის - კიმ ჩენ ინის ახალი სასტიკი გადაწყვეტილებები
სიკვდილით დასჯა უცხოური ახალი ამბებისა და ფილმების "კონტრაბანდისთვის“ და პატიმრობა მათი ყურებისთვის - კიმ ჩენ ინის ახალი სასტიკი გადაწყვეტილებები

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ შე­მო­ი­ღო ახა­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ზა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აღ­მო­ფხვრაა, კერ­ძოდ, კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ტიკ სას­ჯელს იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც უცხო­ურ ფილ­მს ნა­ხა­ვენ, უცხო­უ­რი სტი­ლის ტან­საც­მელს ჩა­იც­ვა­მენ, ან თუნ­დაც ჟარ­გონს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის მიერ ე.წ. "რე­აქ­ცი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი გამ­კაც­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნით, ყვე­ლას, ვი­საც გა­მო­ი­ჭე­რენ, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ია­პო­ნი­ის ახა­ლი ამ­ბე­ბი­სა და ფილ­მე­ბის "კონ­ტრა­ბან­დას ეწე­ვა“, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბა. მათ კი, ვი­საც ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბის ყუ­რე­ბა­ში გა­მო­ი­ჭე­რენ, 15-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯი­ან.

კა­ნო­ნი არ ეხე­ბა მხო­ლოდ იმას, რა­საც ხალ­ხი უყუ­რებს. ცოტა ხნის წინ, კიმ ჩენ ინმა სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­ში წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნდა, სა­დაც ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდულ ლი­გას მო­უ­წო­დებს, ახალ­გაზ­რდებ­ში "არა­სა­სურ­ველ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტურ, ან­ტი­სო­ცი­ა­ლის­ტურ ქცე­ვას" და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მას სურს შე­ა­ჩე­როს უცხო­უ­რი სა­უ­ბა­რი, ვარ­ცხნი­ლო­ბი­სა და ჩაც­მის სტი­ლი, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი "სა­შიშ შხა­მებს" უწო­დებს.

სამ­ხრეთ კო­რე­ულ­მა ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მამ, Daily NK-მა, გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამი თი­ნე­ი­ჯე­რი გა­და­სამ­ზა­დე­ბელ ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს იმის­თვის, რომ თმა თა­ვი­ან­თი რჩე­უ­ლი სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი პოპ მუ­სი­კო­სე­ბის მსგავ­სად შე­იჭ­რეს და კო­ჭის ზე­მოთ აკე­ცი­ლი შარ­ვლე­ბი ჩა­იც­ვეს.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კიმ ჩენ ინმა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი­სა და რა­კე­ტე­ბის გა­რე­შე ომი გა­ა­ჩა­ღა. მისი მი­ზა­ნია, შე­ა­ჩე­როს გა­რე­სამ­ყა­რო­დან ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ის მიღ­წე­ვა, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა სულ უფრო რთულ­დე­ბა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს შიმ­ში­ლო­ბა ემუქ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკი
7

ვერაა.

rasa
10

აქაურ რუსეთუმე ბოტებს რომ კითხო: ჩვენს ქვეყანასაც ეგეთი დამოკიდებულება და პოლიტიკა გადაარჩენს :) 

ავტორი:

სიკვდილით დასჯა უცხოური ახალი ამბებისა და ფილმების "კონტრაბანდისთვის“ და პატიმრობა მათი ყურებისთვის - კიმ ჩენ ინის ახალი სასტიკი გადაწყვეტილებები

სიკვდილით დასჯა უცხოური ახალი ამბებისა და ფილმების "კონტრაბანდისთვის“ და პატიმრობა მათი ყურებისთვის - კიმ ჩენ ინის ახალი სასტიკი გადაწყვეტილებები

ჩრდილოეთ კორეამ შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიზანი ნებისმიერი სახის უცხოური გავლენის აღმოფხვრაა, კერძოდ, კანონი ითვალისწინებს სასტიკ სასჯელს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უცხოურ ფილმს ნახავენ, უცხოური სტილის ტანსაცმელს ჩაიცვამენ, ან თუნდაც ჟარგონს გამოიყენებენ.

BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ ე.წ. "რეაქციული აზროვნების“ წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული კანონით, ყველას, ვისაც გამოიჭერენ, რომ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ახალი ამბებისა და ფილმების "კონტრაბანდას ეწევა“, სიკვდილით დასჯა ემუქრება. მათ კი, ვისაც ასეთი პროდუქტების ყურებაში გამოიჭერენ, 15-წლიან პატიმრობას მიუსჯიან.

კანონი არ ეხება მხოლოდ იმას, რასაც ხალხი უყურებს. ცოტა ხნის წინ, კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო მედიაში წერილი გამოაქვეყნდა, სადაც ქვეყნის ახალგაზრდულ ლიგას მოუწოდებს, ახალგაზრდებში "არასასურველ, ინდივიდუალისტურ, ანტისოციალისტურ ქცევას" დაუპირისპირდნენ. მას სურს შეაჩეროს უცხოური საუბარი, ვარცხნილობისა და ჩაცმის სტილი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი "საშიშ შხამებს" უწოდებს.

სამხრეთ კორეულმა ონლაინ გამოცემამ, Daily NK-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი თინეიჯერი გადასამზადებელ ბანაკში გაგზავნეს იმისთვის, რომ თმა თავიანთი რჩეული სამხრეთ კორეელი პოპ მუსიკოსების მსგავსად შეიჭრეს და კოჭის ზემოთ აკეცილი შარვლები ჩაიცვეს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღისა და რაკეტების გარეშე ომი გააჩაღა. მისი მიზანია, შეაჩეროს გარესამყაროდან ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობამდე ინფორმაციის მიღწევა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო რთულდება და მილიონობით ადამიანს შიმშილობა ემუქრება.

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - "შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ"

ნასროლი ფეხსაცმელი, კვერცხები და სენდვიჩები - მაკრონიდან ტრამპამდე: ყველაზე გახმაურებული თავდასხმები პოლიტიკოსებზე

"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან