ავტორი:

"რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო უხეში, საშუალებები კი - უფრო სასტიკი ხდება" - რატომ გაიხსენა გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს შეფმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

"რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო უხეში, საშუალებები კი - უფრო სასტიკი ხდება" - რატომ გაიხსენა გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს შეფმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც "ცივი ომის“ პერიოდში იყო, - ამის შესახებ გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-სთან საუბარში განაცხადა.

გერმანიის სპეცსამსახურის უფროსის ინფორმაციით, კრემლს აქვს ძალიან კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი გერმანიის მიმართ პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში.

"კრემლს გერმანიის მიმართ, პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში ძალიან კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი აქვს. რუსეთი აგენტებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა გარემოში კონტაქტის დასამყარებლად იყენებს,“- აღნიშნა თომას ჰალდენვანგმა. მისი თქმით, რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო და უფრო უხეში და სასტიკი ხდება. "მოსკოვის მეთოდები უფრო უხეში ხდება, ხოლო საშუალებები უფრო სასტიკი", - აღნიშნა ჰალდენვანგმა და ამის მაგალითად 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტი მოიტანა, რაშიც სააგენტო რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს.

ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?

მზის დაბნელების შთამბეჭდავი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

UEFA-მ უკრაინას, რუსეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელების მაისურის დიზაინის ნაწილობრივ შეცვლა დაავალა