მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა და და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­ინ­ჯე­რებ­მა აბას­თუ­მან­ში და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცის შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყვე­ტი სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი ნა­პოვ­ნია უვ­ნებ­ლად.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ჩა­მოყ­ვა­ნა უსაფრ­თხო ად­გი­ლას. არ­ცერ­თი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია დაბა აბას­თუ­მან­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის შე­სა­ხებ. ინი­ცი­ა­ტო­რის გად­მო­ცე­მით, 7 ახალ­გაზ­რდა მო­ქა­ლა­ქის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი აბას­თუმ­ნის ტყე-პარკში რამ­დე­ნი­მე დღის წინ წა­ვი­და, თუმ­ცა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და და სა­ჭი­რო იყო მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.

ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აბას­თუმ­ნის ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­ინ­ჯე­რებ­მა და­ი­წყეს.

ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მაშ­ვე­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის, ნა­სა­ბაჯ­ვა­რის მთის, წყალ­სა­დე­ნის და ზე­კა­რის უღელ­ტე­ხი­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. უწყვე­ტი სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი ნა­პოვ­ნია უვ­ნებ­ლად. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ჩა­მოყ­ვა­ნა უსაფრ­თხო ად­გი­ლას. არ­ცერ­თი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 50-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. ასე­ვე, პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­ინ­ჯერ­თა ჯგუ­ფი და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთო
0

მადლობა ყველას გაწეული შრომისთვის! უფალი გფარავდეთ ახალგაზრდებო! ❤❤❤

 

Murza
0

Vai magat patrons, rogor heidzleba 7 kacis ertad dakargva

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად.

ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს.

ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები”, - ნათქვამია განცხადებაში.

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი

ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - სპეციალისტები ზაფხულის განმავლობაში ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად სთავაზობს